მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

50%-მდე ფასდაკლებები სხვადასხვა კატეგორიაში - Wolt+-ის ახალი ექსკლუზიური შეთავაზებები

news image
mbc image

მიტანის სერვისის სფეროში ლიდერი, ფინური მაღალტექნოლოგიური კომპანია ვოლტი სიახლეებითა და ექსკლუზიური ფასდაკლებებით მომხმარებლის განებივრებას განაგრძობს. 

დაიწყო Wolt+-ის მორიგი კამპანია, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაში 50%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს.  

Wolt+-ის მასშტაბური ფასდაკლებებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც პარტნიორ რესტორნებსა და სუპერმარკეტებში, ისე საცალო ვაჭრობის სფეროში მოქმედ ობიექტებში. 

 

ვოლტის წევრობის პროგრამა Wolt+ მომხმარებელს შოპინგის განსაკუთრებული გამოცდილების გარდა, შესაძლებლობას აძლევს, დაზოგოს თანხა, ისარგებლოს უფასო მიტანის სერვისით და ექსკლუზიური ფასდაკლებებით მთელი წლის განმავლობაში, ასევე ჩაერთოს მხოლოდ Wolt+-ის მომხმარებლისთვის განკუთვნილ სპეციალურ კამპანიებში. 

 

სერვისი 2021 წლიდან ამოქმედდა და ამ დრომდე  Wolt+-ის მომხმარებლის მიერ დაზოგილი თანხის ჯამური ოდენობა რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს აღემატება. მომხმარებლის გარდა, Wolt+ მნიშვნელოვან სარგებელს სთავაზობს სავაჭრო პარტნიორებსაც, რამდენადაც ხელს უწყობს დამატებით გაყიდვებს და ამ გზით - სხვადასხვა სექტორის ბიზნესის ზრდასა და განვითარებას. 

 

„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის დამატებითი ღირებულებების შექმნასა და სიახლეების შეთავაზებაზე. წელს უკვე მეორედ 50%-მდე ფასდაკლებების მასშტაბური კამპანია ამის კიდევ ერთი ნათელი  მაგალითია და ის თანაბრად მომგებიანია როგორც ვოლტის მომხმარებლისთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ობიექტებისთვის. სხვადასხვა კატეგორიაში 50%-მდე ფასდაკლებებით სარგებლობის გარდა, Wolt+-ის პროგრამის წევრები შეძლებენ, დაზოგონ მეტი და მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები, ხოლო ჩვენს პარტნიორ ობიექტებს დამატებით გაეზრდებათ გაყიდვები, რაც მათ მეტ განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ვოლტი საქართველოს გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია. 

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვოლტის და საქართველოს ბანკის პარტნიორობით, SOLO მომხმარებლები და საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის Gold-სტატუსის მფლობელები Wolt+-ის ერთწლიანი უფასო გამოწერის სერვისით სარგებლობენ. 

სპეციალური შეთავაზება მოქმედებს Starter, Bronze და Silver-სტატუსის მქონე მომხმარებლებისთვისაც, რომლებსაც 3-თვიანი უფასო გამოწერის შესაძლებლობა აქვთ. 

შეთავაზების გასააქტიურებლად მომხმარებლები უნდა ეწვიონ „საქართველოს ბანკის“ მობილბანკის შეთავაზებების სივრცეს, სადაც მათ დახვდებათ სპეციალური ბმული. Wolt+-ის უფასო გამოწერის გასააქტიურებლად საჭიროა აღნიშნულ ბმულზე გადასვლა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი Wolt+ -ის გამოწერით უკვე სარგებლობს, მისთვის გამოწერის უფასო სერვისით სარგებლობის 12 თვე მოქმედი სერვისის დასრულების თარიღიდან  აითვლება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა