მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

საერთაშორისო პარტნიორობა და ახალი საექსპორტო შესაძლებლობები - „სანდომი“ SIAL Paris 2026-ის შესახებ

news image
mbc image

ქართული საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებასა და საექსპორტო გეოგრაფიის გაფართოებაზე მუშაობს. კომპანია მონაწილეობდა პარიზში გამართულ საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - SIAL Paris 2026, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 50 პოტენციურ პარტნიორთან დაამყარა კონტაქტი.

გამოფენის შედეგების, საექსპორტო ბაზრების გაფართოების შესაძლებლობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „სანდომის“ საერთაშორისო გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერი, სალომე ჩხეიძე ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით SIAL Paris 2026-ს და რამდენად შედეგიანი იყო თქვენთვის ეს ღონისძიება?

SIAL Paris 2026 „სანდომისთვის“ მნიშვნელოვანი გამოცდილება და საერთაშორისო ბაზრებზე განვითარების თვალსაზრისით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. გამოფენა გამოირჩეოდა საერთაშორისო მასშტაბით და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე არსებობს.

გამოფენის ფარგლებში დავამყარეთ კონტაქტი დაახლოებით 50 პოტენციურ პარტნიორთან სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, რუმინეთიდან, ისრაელიდან, ერაყიდან, ლიბიიდან, მაროკოდან, პალესტინიდან და ა.შ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესება მრავალფეროვანი იყო: პოტენციური პარტნიორების ნაწილი ჩვენი კონკრეტული პროდუქტებით ინტერესდება, ნაწილი საკუთარი ბრენდით პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას (Private Label) განიხილავს, ზოგი კი კონკრეტულ ბაზრებზე ექსკლუზიური დისტრიბუციით არის დაინტერესებული. ამჟამად აქტიურად ვაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას და ვაფასებთ თანამშრომლობის კომერციულ შესაძლებლობებს.

გამოფენის შედეგს მხოლოდ უშუალოდ მიღებული შეკვეთებით არ ვზომავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი ბაზრების შესწავლა, საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოება და „სანდომის“ ბრენდის ცნობადობის ზრდა. ამ თვალსაზრისით, SIAL Paris-მა მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა სამომავლო თანამშრომლობისთვის.

ამჟამად რომელ ქვეყნებში ახორციელებთ ექსპორტს და რომელ ბაზრებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები?

ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გადის პალესტინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ თვის ბოლოს ვგეგმავთ იორდანიაში პირველი ტვირთის გაგზავნას, რაც ჩვენი საექსპორტო გეოგრაფიის გაფართოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

ამასთან, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრები აქტიურ ინტერესს იჩენენ ჩვენი პროდუქციის მიმართ და ამ მიმართულებებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა. გვინდა, ეტაპობრივად გავაფართოოთ ჩვენი გეოგრაფიული არეალი, განვავითაროთ პარტნიორული ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანაში და ქართული პროდუქცია კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო მომხმარებელს გავაცნოთ.

რა გეგმები გაქვთ წლის დარჩენილი პერიოდისთვის და რა მიმართულებებით აპირებთ განვითარებას?

ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოება, შიდა ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. სწორედ ამიტომ, ექსპორტის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ საერთაშორისო გამოფენებს აქვს. საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის ცნობადობის შექმნა და ნდობის მოპოვება ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, უკვე დაწყებული გვავს მზადების პროცესი კიდევ 2 ევროპული საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მომავალი წლის პირველ ნახევარში გერმანიასა და ესპანეთში გაიმართება.

პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროდუქტების განვითარებასა და დანერგვაზე, არსებული ასორტიმენტის დახვეწასა და ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით პერმანენტულად ვიწვევთ უცხოელ ტექნოლოგებს, რათა გავიზიაროთ მათი გამოცდილება, დავნერგოთ ახალი მიდგომები და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხი და მახასიათებლები.

ჩვენი მიზანია, საერთაშორისო ბაზრებზე გავზარდოთ „სანდომის“ ცნობადობა, გავაფართოოთ საექსპორტო გეოგრაფია და მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქცია. გვჯერა, რომ ქართული წარმოების განვითარება და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებული პოზიციონირება ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც აძლიერებს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას

29.10.2026.14:29

საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს რომ მომხმარებელს მასზე მორგებული შეთავაზებები მიაწოდოს. ამჯერად ბანკი წლის ბოლომდე Amex ბარათის აღებისას მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, თუკი წლის ბოლომდე Amex ბარათს საქართველოს ბანკის მობილბანკიდან აიღებთ, ერთი წლის განმავლობაში ბარათით უფასოდ ისარგებლებთ. იმ შემთხვევაში კი, თუკი საკრედიტო ლიმიტს გამოიყენებთ და საშეღავათო პერიოდში თანხას სრულად დაფარავთ, ეფექტური 0%-ით ისარგებლებთ.

MR ქულები

Amex ბარათის მთავარი ხიბლი მისი ლოიალობის პროგრამა და დამატებითი სერვისებია.

MR (Membership Rewards) ქულები გროვდება მხოლოდ Amex ბარათით, მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე ნებისმიერი გადახდისას ფიზიკურ მაღაზიებსა თუ ონლაინ.

დაგროვებული ქულები შეგიძლია გამოიყენო ორი გზით:

• გადაიხადო Amex-ის პარტნიორ ობიექტებში  
• გადაცვალო PLUS ქულებში მომგებიანი კურსით: 1 MR ქულა = 3 PLUS ქულას.

როგორ დავაგროვოთ MR ქულები?

Amex ბარათის მთავარი უპირატესობა გადახდებშია. როცა ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე იხდი, MR ქულები ავტომატურად გროვდება შენი ლოიალურობის ანგარიშზე.

MR ქულების დასაგროვებლად საკრედიტო ლიმიტის გამოყენება არ არის აუცილებელი. შეგიძლია საკუთარი ანგარიშიდან გადარიცხო თანხა Amex ბარათზე და იმით ისარგებლოთ. ამ შემთხვევაში, თქვენი საკრედიტო ლიმიტი ხელუხლებელი დარჩება, MR ქულებს კი ჩვეულებრივ დააგროვებთ.

მეტი დეტალისთვის კი შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა