მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის აქსელერაცის პროგრამა დაიწყო

news image
mbc image

საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, სილიკონის ველიში დაფუძნებულმა ვენჩურულმა საინვესტიციო კომპანია 500 Global-მა, მეოთხე ნაკადის აქსელერაციის პროგრამა დაიწყო.

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეავსეს სტარტაპებმა 40 ქვეყნიდან. ინტენსიური შერჩევის პროცესის შემდეგ   კი 12 კომპანია შეირჩა, რომლებიც  აქსელერაციის პროგრამას გაივლიან. მათ შორის არიან: Arena Games, Bilimber, DataMind, Dealpad, Deskntea, Emonomy, Fortu Wealth, Glorri, Murmur, OneApp, Squares, and Uteach. აღნიშნული კომპანიები                EECCA (Eastern Europe, Caucasus, and Central Asia) რეგიონის 7 სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ.

 

12 კვირიანი ინტენსიური ტრენინგის შედეგად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ 500 Global-ის საინვესტიციო ექსპერტიზას და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო პარტნიორებისგან. ამასთან ერთად, მონაწილეები საერთაშორისო მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად აქტიურად იმუშავებენ ბიზნესის განვითარებისა და დაფინანსების მოპოვების სტრატეგიებზე, რაც მათ სწრაფი ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

 

500 Georgia-ს პროგრამის დაწყების შემდეგ, უკვე ათობით ქართულმა და უცხოურმა სტარტაპმა გაიარა ინტენსიური ტრენინგი მსოფლიო დონის მენტორებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ წელს აპლიკაციების 70% ისეთი ქვეყნებიდან შემოვიდა, როგორიცაა: უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, უზბეკეთი, ბალტიისპირეთის და ბალკანეთის ქვეყნები.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკსა და  500 Global-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წელს გაფორმდა, 2022 წელს კი მხარეებს შორის ოთხწლიან პარტნიორობას მოეწერა ხელი. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, 500 Georgia ჩაატარებს წელიწადში ორ საინვესტიციო აქსელერაციის პროგრამას იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს სტარტაპებს საქართველოდან და EECCA რეგიონიდან.

 

500 Global-ის შესახებ:

 

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2.8 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 50-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 28 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

 

შერჩეული კომპანიების შესახებ:

 

  • Arena Games არის Web 3.0-ის თამაშების პლატფორმა, რომელიც ეხმარება დეველოპერებს, ტრადიციული თამაშები WEB 3.0-ის ფორმატში გადაიტანონ. ამასთან, მოთამაშეებს აძლევს წვდომას GameFi სამყაროზე;
  • Bilimber შესაძლებლობას აძლევს 6-12 კლასის მოსწავლეებს, სულ რაღაც ერთ წუთში      დაუკავშირდნენ საუკეთესო რეპეტიტორებს;
  • DataMind ეხმარება კომპანიებს შეაგროვონ, შეინახონ, მართონ და აწარმოონ მონაცემები მისი Data Warehouse სერვისის მეშვეობით. ეს შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, გამოიყენოს ყველა არსებული მონაცემი, დაჯგუფებისა და დროის შეზღუდვის გარეშე.
  • Dealpad გაყიდვების გუნდებისთვის შექმნილი პლატფორმაა, რომელიც უადვილებს მათ კლიენტებზე წვდომას და ეხმარება კავშირის დამყარებაში;     
  • Deskntea ონლაინ პლატფორმაა, რომელიც  მომხმარებელს ეხმარება მუსიკის სწავლასა           და გაკვეთილების ჩატარებაში;    
  • Emonomy  ხელოვნურ ინტელექტს (AI) მსოფლიო ბრენდ მარკეტინგთან აკავშირებს, სადაც  ემოციები ყველაზე ღირებული ვალუტაა;
  • Fortu Wealth კერძო საბანკო პლატფორმაა, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს (HNWI) ემსახურება;
  • Glorri არის სრულყოფილი Software-as-a-service (SaaS) პლატფორმა, რომელიც შექმნილია როგორც ადამიანური რესურსების მართვის (HR) გუნდებისთვის, ასევე სამუშაოს მაძიებლებისთვის.
  • Murmur არის მონაცემების დამუშავებაზე დაფუძნებული გარე სარეკლამო პლატფორმა, რომელიც რეკლამების განთავსებას მონაცემთა ანალიზის შედეგად სტრატეგიულად ახდენს.
  • OneApp არის ყველაზე სწრაფი გზა სამუშაოს მაძიებლებისთვის, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, იპოვონ და შეავსონ განაცხადი ონლაინ, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით;
  • Squares არის დინამიური მარქეთფლეისი, რომელიც მომხმარებლისთვის უსაზღვრო შესაძლებლობებს ქმნის. მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება ნებისმიერი ტიპის ღონისძიების მასპინძლობა და ღონისძიებისთვის საჭირო ინვენტარის მობილიზება;
  • Uteach არის ყოვლისმომცველი პლატფორმა, რომელიც კურსის შემქმნელებს       გასაყიდად და საკუთარი უნარების მონეტიზაციისთვის საჭირო ფუნქციებით უზრუნველყოფს.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა