მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა ლისაბონში მიმდინარე საერთაშორისო Web Summit-ში მიიღეს მონაწილეობა

news image
mbc image

13-16 ნოემბერს პორტუგალიაში, ლისაბონში Web Summit-ი იმართება. ეს არის ღონისძიება, რომელიც თავს უყრის 160-ზე მეტი ქვეყნის 2 600-ზე მეტ სტარტაპს, 70 000-ზე მეტ მონაწილესა და 800-ზე მეტ ინვესტორს, რომლებიც ტექნოლოგიების ინდუსტრიას ცვლიან. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, Web Summit 2023 - ზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ,,აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, წელს მასშტაბური სივრცით არის წარმოდგენილი.

წელს სამიტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ის მიერ რეგიონში 500 Georgia-ს სახელით განხორციელებული აქსელერაციის პროგრამის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაკადის მონაწილეებმა.

სამიტი შესაძლებლობას აძლევს სტარტაპების დამფუძნებლებს, დაამყარონ საერთაშორისო კავშირები, გაეცნონ ინდუსტრიის ტენდენციებს, მიიღონ წვდომა ვენჩურული კაპიტალის ეკოსისტემაზე, ამასთან, ჩამოაყალიბონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, რომელიც დააჩქარებს მათი ბიზნესის ზრდას. საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში, 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებმა საკუთარი კომპანიები საქართველოს პავილიონში წარადგინეს.

Web Summit-ში მონაწილეობდნენ 500 Georgia-ს მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაკადის სტარტაპები:

Kings - „freemium” მოდელის გამოყენებით ორგანიზებას უწევს ონლაინ აკადემიურ ოლიმპიადებს სკოლის მოსწავლეებისთვის;

QuickShipper - პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ეხმარება ბიზნესებს, 20%-ით შეამცირონ ტრანსპორტირების ხარჯები საწყობიდან მომხმარებლამდე, საკუთარი ტრანსპორტირების სერვისით. ხოლო, მაქსიმალური დატვირთვის დროს, გამოიყენონ გარე კომპანიების მიწოდების სერვისი.

Epoint - ეს არის  კომფორტული e-commerce გადახდის ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია ყველა იმ „მერჩანტისთვის“, ვინც იყენებს ონლაინ გაყიდვებს.

Fortu Wealth - კერძო საბანკო გადაწყვეტა, რომელიც შექმნილია ულტრა-მდიდარი ინდივიდებისთვის.

DataMind - ეხმარება თანამედროვე კომპანიებს, შეაგროვონ, შეინახონ, მართონ და გამოიყენონ მონაცემები მონაცემთა საცავის სერვისის მეშვეობით, დაჯგუფებებისა და დროითი შეზღუდვების გარეშე.

Awork - ქართული დასაქმების აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც სამსახურის მაძიებელს შეუძლია შეადგინოს რეზიუმე, გაფილტროს ვაკანსიები ლოკაციის, საჭირო გამოცდილებისა და სექტორის მიხედვით, ასევე ვებ გვერდიდან გაუსვლელად, გაგზავნოს რეზიუმე სასურველ პოზიციაზე. პლატფორმა დამსაქმებელს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ბიზნეს პროფილით გააციფრულოს და მართოს  HR პროცესები.

Beep - აძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს, შექმნან ვიზუალური უკუკავშირი რეალურ დროში, რაც სამუშაო პროცესის გამარტივებას უწყობს ხელს.

My AI - ავსტრიული სტარტაპი  შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, გაზარდონ მომხმარებლის ლოიალობა ინოვაციური ფინანსური ინფრასტრუქტურით. მისი მეშვეობით, ბრენდს შეუძლია შექმნას ლოიალობის პროგრამის ქულები, რომელთა გამოყენებაც მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ლოიალობის პროგრამაში შეეძლება.

STORI  - ქართული სტარტაპი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კომპანიებს კონტენტის შექმნაში, მის გამოქვეყნებასა და სამიზნე აუდიტორიამდე მიტანაში ეხმარება.

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა