მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

500 Georgia-ზე განაცხადების მიღების ვადა 4 მარტამდე გახანგრძლივდა

news image
mbc image

უკვე მეოთხე წელია, რაც 500 Global-ი, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, წელიწადში ორჯერ საქართველოში 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს.

ეს არის შესაძლებლობა ქართული და უცხოური სტარტაპებისთვის, იმუშაონ მსოფლიო დონის აქსელერაციის ექსპერტებთან ერთად საკუთარი ბიზნესის ზრდის და ფონდების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც ხელს შეუწყობს მათ ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას.  

500 Georgia-ს ფარგლებში უკვე 60-ზე მეტმა სტარტაპმა გაიარა 12 კვირიანი ინტენსიური გადამზადების პროგრამა, ახლა კი 500 Georgia მეექვსე ნაკადის გადასამზადებლად ემზადება. ინტერესის გამო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა და ის  4 მარტს დასრულდება. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილე სტარტაპებმა გაიარეს ბიზნესის ზრდის, მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინისა და სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო კურსები. შეიმუშავეს ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო მეტრიკები. პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე - Demo Day-ზე კი საკუთარი სტარტაპები ინვესტორებსა და ფართო აუდიტორიას წარუდგინეს.

500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობა 25-მა ქართულმა სტარტაპმა მიიღო.

მათ შორის იყო ქართული კომპანია Cargon-ი, რომლის შემოსავლებიც 2019 წელთან შედარებით თითქმის 100%-ით გაიზარდა და $1.9 მილიონს მიაღწია. ამჟამად, სტარტაპი 500 Georgia-ში მიღებული გამოცდილების იმპლემენტაციას 3 ქვეყანაში აპირებს.

„500 Georgia Cargon-ის განვითარების სერიოზული ბიძგი გამოდგა. მენტორებთან ურთიერთობა შიდა პროცესების გადალაგებაში დაგვეხმარა, მთლიანად შევცვალეთ UX/UI დიზაინი და ა.შ. რაც შეეხება ინვესტორებთან ურთიერთობას, ცხადია აქამდეც გვქონდა არაერთი მცდელობა, თუმცა, როდესაც მსოფლიოს ტოპ აქსელერატორისგან იღებ ვალიდაციას, ყველა სხვა თვალით გიყურებს და უფრო სერიოზულ ინტერესს იჩენს. ჩვენც უფრო მეტად თავდაჯერებულები გავხდით“ – აღნიშნავს ვანო ჩალაძე, Cargon-ის თანადამფუძნებელი.

პროგრამაში ასევე მონაწილეობდა კომპანია Awork-ი - პირველი ქართული დასაქმების აპლიკაცია, რომელიც სამსახურის მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს.

როგორც სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი რაზმაძე აღნიშნავს, პროგრამის გავლის შემდეგ მათ დანერგეს ხელსაწყოები, რომელთა მეშვეობითაც მარტივად იღებენ და აკვირდებიან მომხმარებელთა უკუკავშირს, აანალიზებენ მას და შემდეგ ბიზნესგადაწყვეტილებებში თარგმნიან.

„ყოველკვირეულად დაახლოებით, 10-15%-ით ვიზრდებოდით. ეს ზრდა ეხებოდა როგორც კომპანიის შემოსავალს, ასევე მომხმარებლების რაოდენობას, პლატფორმებზე ყოველდღიურ ვიზიტორებს, სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციას, აპლიკაციის ჩამოტვირთვას და სხვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ განვახორციელეთ აპლიკაციისა და ვებგვერდის სრული რედიზაინი და გავხადეთ უფრო თანამედროვე. 500 Georgia-ს შემდეგ უფრო გაზრდილები და "წელში გამართულები"/თავდაჯერებულები ვართ", — აღნიშნავს გიორგი რაზმაძე.

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ 500 Global-ის გლობალური სტარტაპების ქსელის წევრი, 4 მარტის ჩათვლით შეავსეთ განაცხადი ბმულზე.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა