6-7-8 მარტს „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „ბაზარი ორბელიანზე“ ბრუნდება. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ბანკთან და ბაზარი ორბელიანთან პარტნიორობით ხორციელდება.
პირველი გამოფენა-გაყიდვა 6–7–8 მარტს გაიმართება და სწორედ ამ ღონისძიებით იწყება ერთწლიანი პროექტი. შემდგომში, მთელი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში (პარასკევი–შაბათი–კვირა), „ბაზარი ორბელიანი“ მეწარმე ქალებს საკუთარ სივრცეს დაუთმობს, რათა სტუმრებს მრავალფეროვანი და უნიკალური პროდუქცია წარუდგინონ.
თუ გსურთ აღმოაჩინოთ ადგილობრივი ბრენდები, შეიძინოთ განსხვავებული და ხარისხიანი პროდუქცია და ამავდროულად მხარი დაუჭიროთ მეწარმე ქალებს - „ბაზარი ორბელიანი“ გელოდებათ. აქ შეძლებთ აღმოაჩინოთ ქართველი მეწარმე ქალების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, კოსმეტიკა, ტკბილეული და კიდევ ბევრი საინტერესო პროდუქტი.
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
21.08.2026.10:02
30 აგვისტოს, ნიუ-იორკში ქართული კულტურის, მუსიკის, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალი ZEIMI გაიმართება. ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით ტარდება და სტუმრებს ქართული კულტურის ერთ სივრცეში გაცნობისა და გაზიარების შესაძლებლობას მისცემს. დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.
ფესტივალზე დაგხვდებათ ქართული ღვინო და კერძები, მუსიკა, ქართული ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, საბავშვო ზონა და განსაკუთრებული გარემო, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს საკუთარ ფესვებთან დააბრუნებს, უცხოელ სტუმრებს კი ქართულ კულტურას გააცნობს.
ფესტივალის სტუმრებს თიბისისგან არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ. აქტივობაში მონაწილეობისთვის წინასწარ გადმოწერეთ თიბისის მობაილბანკი და ეწვიეთ თიბისის სტენდს, სადაც საინტერესო გამოცდილება დაგხვდებათ.
ZEIMI-ის მთავარი იდეა ქართული დიასპორის გაერთიანებაა - ერთმანეთის გაცნობა, მხარდაჭერა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ქართველები საკუთარ კულტურას ერთად აღნიშნავენ. ფესტივალი ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, ხელოვანებისთვის, მუსიკოსებისა და მცირე ბიზნესებისთვის, რათა საკუთარი საქმიანობა ამერიკელ და საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ.
ფესტივალის ორგანიზატორების მიზანია, ZEIMI ნიუ-იორკში ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიურ ტრადიციად იქცეს და საქართველოს საერთაშორისო კულტურულ პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.
ნიუ-იორკში 30 აგვისტო ეს არის დღე, რომელიც მეგობრებთან და ოჯახთან ერთად უნდა გაატაროთ ბრუკლინში სერფ ავენიუ #1904.