6 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ „ემტოპის“ ხრახნდამჭერი
თუ ერთხელ მაინც გიცდიათ ხისგან სხვადასხვა ნივთის დამზადება, თაროების კედელზე მიმაგრება ან უბრალოდ, საოჯახო ხელსაქმით დაკავება, მაშინ გეცოდინებათ, რომ ხრახნდამჭერი არის ის ხელსაწყო, რომელიც ამაში დაგეხმარებათ.
ხრახნდამჭერის შერჩევისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ მიზნები, რისთვისაც ის გვჭირდება. უნდა განსაზღვროთ, საოჯახო სააქმეებისთვის აპირებთ მის გამოყენებას თუ სერიოზული სამშენებლო-სარემონტო სააქმეებისთვის.
მაგალითად, თუ რკინაზე და ბეტონზე მუშაობას არ აპირებთ და სახლსა თუ ოფისში გჭირდებათ თვითმჭრელი ხრახნის (შურუპის) დამაგრება, მაშინ „ემტოპის“ ელექტრო ხრახნდამჭერი თქვენთვის იდეალური არჩევანია.
„ემტოპი“ ხელსაწყოების ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს და პროდუქცია 40-მდე ქვეყანაში გააქვს.
„ემტოპი“ საქართველოში ექსკლუზიურად გორგიაში არის წარმოდგენილი. ამ ბრენდის იმპორტს „გორგია“ 2021 წლიდან ახორციელებს და მისი შეძენა ჰიპერმარკეტის ყველა ფილიალში არის შესაძლებელი.
„გორგიაში“ „ემტოპის“ ფართო ასორტიმენტს შეხვდებით, ხრახნდამჭერთან ერთად თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ კუთხსახეხი, სახრახნისი, სტაციონალური ცირკულარული ხერხი, ფრეზი, საპრიალებელი ხელსაწყო.
დღეს ჩვენ გეტყვით 6 მთავარ მიზეზს, თუ რატომ უნდა შეიძინოთ „ემტოპის“ ელექტრო ხრახნდამჭრი.
1. მუშაობს ელემენტზე, არ საჭიროებს დენის წყაროში შეერთებას:
ალბათ, დაგვეთახმებით, რომ დღეს, ყველა ბრენდი ცდილობს შექმნას უსადენო ხელსაწყო, რათა მომხმარებელს კაბელმა ხელი არ შეუშალოს. ეს ერთი მხრივ ამარტივებს მუშაობას და მეორე მხრივ, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს იმუშაოს რთულად მისადგომ ადგილებში, ასევე იქ, სადაც დენის წყარო არ არის.
2. მოჰყვება 2 ელემენტი:
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ემტოპის“ ხრახნდამჭერს გამოარჩევს ის, რომ მუშაობს ელემენტზე. აღნიშნულ ბრენდს მოყვება ორი ელემენტი, თითოეულის ხანგრძლივობა 40 წუთია. შესაბამისად,თქვენ შეგიძლიათ საოჯახო ხელსაქმით მშვიდად დაკავდეთ და არ იფიქროთ იმაზე, თუ როდის დაჯდება ხელსაწყო.
3. არის მსუბუქი:
„ემტოპის“ 12 ვოლტიანი ელექტრო სახრახნისი არის მსუბუქი და მარტივად გამოსაყენებელი ყველასთვის, სწორედ ამით გამოირჩევა ის სტანდარტული სახრახნისისგან.
4.საოჯახო სარემონტო სამუშაოებისთვის არის იდეალური:
თუ თქვენ დიდი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას არ აპირებთ და მხოლოდ საოჯახო ან საოფისე საქმისთვის ეძებთ ხელსაწყოს, მაშინ „ემტოპის“ სახრახნისი უნდა აირჩიოთ. ის დაგეხმარებათ ავეჯის აწყობაში, სამარეზის დამაგრებასა და მოხსნაში.
5. მუშაობს როგორც ხეზე და გიფსოზე, ასევე მეტალზეც:
ალბათ, ყველა დაგვეთანხმებით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს, როცა ერთი ხელსაწყოთი მარტივად შეგიძლია სხვადასხვა ნივთზე თუ ზედაპირზე მუშაობა. სწორედ ამის შესაძლებლობას გვაძლევს „ემტოპი“. ხესთან ერთად თქვენ შეგეძლებათ დაამუშავოთ გიფსოსა და მეტალის ზედაპირებიც.
6. მოყვება თავისი ყუთი:
ეს ხელსაწყო მსუბუქი და მარტივად გამოსაყენებელია. ამას ამარტივებს ისიც, რომ მოჰყვება თავისი ყუთი. თქვენ შეგიძლიათ ელექტრო ხრახნდამჭერი ჩადოთ თავის ყუთში და წაიღოთ თქვენთვის სასურველ ადგილას.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.