6 ყოველდღიური საჭიროება, რომელსაც თიბისის ციფრული ბანკი მოგიგვარებს
თიბისის ტექ გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის რომ მომხმარებლებს შესთავაზოს საუკეთესო საბანკო აპლიკაციის გამოცდილება. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს მისცეს საშუალება, რომ თავიანთი საბანკო ოპერაციები დამოუკიდებლად განახორციელონ, სადაც არ უნდა იყვნენ.
ამ მიზნით თიბისიმ აპლიკაციაში ბარათების მართვა კიდევ უფრო გაამარტივა:
1. თუ ტერმინალზე პინ-კოდის რამდენჯერმე არასწორად შეყვანის გამო ბარათი დაგებლოკა, აპლიკაციაში 3 მარტივი ნაბიჯით შეგიძლია მოხსნა ბლოკი და გადახდა განაგრძო, მთავარი გვერდიდან ბარათზე გადადი და დააჭირე „განბლოკვა“-ს.
2. ხშირი შემთხვევაა, როცა ბარათის პინ-კოდი გავიწყდება. მისი განახლება კი პირდაპირ აპლიკაციიდან შეგიძლია - უბრალოდ უნდა აირჩიო სასურველი ბარათი აპლიკაციაში, დააჭირო დამხმარე ღილაკს - „პინკოდის შეცვლა“, გაიარო უსაფრთხოების ეტაპი სმს-ით და პირდაპირ აპლიკაციიდან განაახლებ პინ-კოდს. ამისათვის არც ფილიალში ვიზიტი გჭირდება და არც კონტაქტ ცენტრში დარეკვა.
3. ონლაინ შოპინგის დროს ბევრ ვებგვერდზე გადახდისა საჭიროა ბარათის დეტალების შეყვანა. ციფრულ ბანკში შევქმენით მარტივი დამხმარე ღილაკი - „ბარათის დეტალები“, რომელზეც თითის 2 დაწკაპუნებით, საფულის ძიების გარეშე, ნახავ შენი ბარათის დეტალებს და გააგრძელებ შოპინგს.
4. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, იმისათვის რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო, შეგიძლია რამდენიმე წამში აპლიკაციიდან დაბლოკო შენი ბარათი, კონტაქტ ცენტრში დარეკვის გარეშე. სადაც არ უნდა იყოს შენი ბარათი, ერთ თითის დაწკაპუნებით დაცულია. თუ აღმოაჩენ რომ ბარათი ჩანთის ბოლოში იმალებოდა, იქვე აპლიკაციაში ბლოკის მოხსნასაც შეძლებ.
5. Ციფრულ ბანკში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაც შეგიძლია. შეხვალ ტრანზაქციებში და ღილაკს „ტრანზაქციის დაბრუნება“ -ს დააჭერ, თანხა ბარათზე დაგიბრუნდება, გადასახდელი ჯამი კი განაწილდება თვეებზე.
6. და ბოლოს, ხანდახან აღმოვაჩენთ ისეთ შეთავაზებას, რისთვისაც კონკრეტული ბარათი გვჭირდება. ციფრული ბანკიდან შეგიძლია საბარათე ნაკრები დისტანციურად გამოიწერო. ირჩევ , შენზე მორგებულ ნაკრების პირობებს და ფერს, მისამართს, სადაც კომფორტული იქნება ბარათის მიღება, რომელსაც 24 საათში ადგილზე მოგიტანენ. სანამ ფიზიკურ ბარათს ელოდები, ციფრული ბანკიდან ციფრული ანალოგით მომენტალურად შეძლებ სარგებლობას და არ გამოტოვებ შენთვის სასურველ შეთავაზებას.
თიბისი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ მომხმარებელს ციფრულ ბანკში კიდევ უფრო მეტიინოვაციური და მათ საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალები შესთავაზოს.
გადმოწერე ციფრული ბანკი და გაიმარტივე ყოველდღიურობა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.