მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

6 თვეში ბრენდის მცენარეული ზეთების გაყიდვები 50%-ით გაიზარდა - „ხახაბო“

news image
mbc image

„ხახაბოს“, როგორც ბრენდის ცნობადობა და გაყიდვები იზრდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia - თან ბრენდის დამფუძნებელმა, მეწარმე ზაქარია სვიმონიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ხახაბოს“ მცენარეული ზეთების გაყიდვები მიმდინარე წელის 6 თვეში 50%-ით გაიზარდა, კომპანიაში აქვთ მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებელი 100%-მდე გაიზრდება. ამასთან, ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოში დამზადებული ,,ხახაბოს" უნიკალური სახეობის მცენარეული ზეთები შესაძლოა, მალე ექსპორტზე გავიდეს.

„ხახაბოს“ ზეთები სამკურნალო და კოსმეტიკური ხაზით იწარმოება, გამოიყენება კულინარიაშიც. პროდუქტი 100%-ით ნატურალურია. მზადდება მთლიანად ცივი დაწურვის მეთოდით, ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე. „მსგავსი პროდუქტი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში არ არსებობს. ბაზარზე მხოლოდ იმპორტირებული ზეთების შეძენა შეიძლება. ჩვენი პროდუქციის გამოიყენება შეიძლება არა მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით, არამედ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, კულინარიასა და კოსმეტოლოგიაში. პროდუქტის უპირატესობა ხარისხი და ბუნებრივი, სასიცოცხლო თვისებების შენარჩუნებაა, რაც დამზადების ტექნოლოგიას უკავშირდება. სამკურნალო დანიშნულებით წარმოებაშია 7 სახეობის ზეთი: სელი, გოგრა, ჩია, სეზამი, ნიგოზი, ნუში და შავი კვლიავი“, - ამბობს ზაქარია სვიმონიშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც სვიმონიშვილი ამბობს, იგეგმება ექსპორტზე გატანა, რაზეც მუშაობა დაწყებულია.

„ინტერესი არის გერმანიისა და პოლონეთის ბაზრებზე. ერთად-ერთი რაც გვაფერხებს, არის წარმადობის მოცულობა, რისთვისაც დამატებითი ინვესტიცია გვჭირდება. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და თანხის ნაწილი მოზიდული გვაქვს“, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ ,,ხახაბოს" განვითარების 5-წლიანი ბიზნეს გეგმა აქვს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიონი ლარია. აქედან 700 ათასი ლარი ზეთის წარმოება მოხმარდება. ქარხნის მშენებლობითა და საწარმოო ხაზის განვითარებით „ხახაბოს" 150 ადამიანის დასაქმების რესურსი აქვს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა