60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს კომპანიების საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტების განვითარებას. ამჯერად, ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს სატენდერო გარანტიის მიღების კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს - ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში სატენდერო გარანტიაზე 60%-მდე ფასდაკლება მოქმედებს.
ეს სიახლე ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, სატენდერო გარანტია სრულად ციფრულად, ბანკის ფილიალში ვიზიტის გარეშე, მცირე დროში მიიღონ. პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია: განაცხადის შევსება, დამტკიცება და გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდან წუთებში ხდება.
სატენდერო გარანტია აუცილებელი ფინანსური ინსტრუმენტია სახელმწიფო თუ კერძო შესყიდვებში მონაწილეობის მისაღებად, რადგან ის აზღვევს შემთხვევას, როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.
“მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერება და მათი ყოველდღიური პროცესების ხელშეწყობა ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ციფრული სერვისების განახლება და ბიზნეს მობილბანკის ფუნქციონალების გამრავალფეროვნება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა მომხმარებლებმა ნებისმიერი ადგილიდან შეძლონ საჭირო საბანკო სერვისებით ოპერატიულად სარგებლობა. საქართველოს ბანკის ციფრული სატენდერო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საბრუნავი კაპიტალის გამოთავისუფლებაა - ბიზნესებს ტენდერის დასრულებამდე თანხის საკუთარ ანგარიშზე გაყინვა ან უზრუნველყოფის სახით ქონების დატვირთვა არ უწევთ. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური რესურსი თავისუფლად მიმართონ მიმდინარე ოპერაციების საწარმოებლად” - აცხადებს ლევან თეთრაძე, საქართველოს ბანკის Product Owner ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებაში.
სატენდერო გარანტიით სარგებლობისთვის ეწვიეთ ბიზნეს მობილბანკს ან ბიზნეს ინტერნეტბანკს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკი - საერთაშორისო ბიზნესმედიის ყურადღების ცენტრში
01.10.2026.17:39
Lion Finance Group-ის ტრანსფორმაცია სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს იმ ბაზრების ფარგლებს გარეთაც, სადაც ჯგუფი ოპერირებს. ბოლო თვეების განმავლობაში McKinsey-მ, Bloomberg-მა და Financial Times-მა Lion Finance Group-ის განვითარებას სხვადასხვა პერსპექტივიდან შეხედეს და წარმოაჩინეს ის გზა, რომელმაც ქართული ფინანსური ჯგუფი ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, მაღალი ზრდის ტემპით გამორჩეულ და საერთაშორისო გაფართოებისთვის მზადმყოფ კომპანიად აქცია.
McKinsey-ის ინტერვიუ საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორთან, არჩილ გაჩეჩილაძესთან, უფრო ღრმად იკვლევს იმ გადაწყვეტილებებსა და პრინციპებს, რომლებმაც ამ შედეგების მიღწევა განაპირობა. ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება მიზანმიმართული არჩევანი იყო, ბანკს მომხმარებლისთვის ციფრული სერვისები ფინტექ კომპანიების მსგავსად სწრაფად და მარტივად მიეწოდებინა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის ისეთივე სერვისები შეგვეთავაზებინა, რაშიც ფინტექ კომპანიები ძლიერები არიან - და ამავდროულად, შეგვენარჩუნებინა და განგვევითარებინა ის უპირატესობები, რაც უკვე გვქონდა, კერძოდ, ნდობა და ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები,“ - განმარტავს არჩილ გაჩეჩილაძე ინტერვიუში.
პრაქტიკაში, ეს ორი მიმართულების პარალელურად განვითარებას ნიშნავდა. ერთი მხრივ — ტექნოლოგიებში უწყვეტ ინვესტირებასა და მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებას: ისეთი ორგანიზაციის შექმნას, რომელსაც შეუძლია ფინტექ კომპანიის სისწრაფით მოქმედება, თუმცა ბანკის მასშტაბითა და შესაძლებლობებით ოპერირება. მეორე მხრივ კი ორგანიზაციის მუშაობის პრინციპების გარდაქმნას: გადაწყვეტილებების მიღების დელეგირებასა და ისეთი კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც გუნდს შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი რისკების შექმნის გარეშე.
Bloomberg იმავე ტრანსფორმაციას განსხვავებული პერსპექტივიდან აფასებს — ბაზრების, ინვესტორების ნდობისა და ჯგუფის ზრდის დინამიკის ჭრილში. გამოცემის სტატიაში, „როგორ იქცა ქართული ბანკი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად", ნაჩვენებია, თუ რა შედეგებამდე მიიყვანა ბანკი ამ წლების განმავლობაში განხორციელებულმა სტრატეგიამ: FTSE 100-ის ინდექსში გაწევრიანება, £5.8 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაცია და, Bloomberg-ის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აქციის ფასის 740%-იანი ზრდა.
„ყოველ წელს ყველაფერს ოდნავ უკეთ ვაკეთებდით და ეს ყველაფერი დაგროვდა," - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე.
Bloomberg-თან ინტერვიუში საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ ეს ფილოსოფია- თანმიმდევრული, თუნდაც მცირე გაუმჯობესებების განხორციელება და მათი დროთა განმავლობაში დაგროვება ჯგუფის ზრდის შემდეგ ეტაპსაც განსაზღვრავს. ეს ეტაპი საქართველოსა და სომხეთის ფარგლებს გარეთ გაფართოებას და ცენტრალურ აზიაში, ბალტიისპირეთსა და ბალკანეთში ახალი შესაძლებლობების ძიებას მოიცავს.
Financial Times-ის მიერ შედგენილ რეიტინგში კი, რომელიც ბრიტანეთის უმსხვილესი საჯარო კომპანიების ხელმძღვანელთა საქმიანობას აფასებს, არჩილ გაჩეჩილაძემ მეორე ადგილი დაიკავა. შეფასება ცხრა ძირითად კრიტერიუმს ეფუძნებოდა, მათ შორის კომპანიის მდგრადობას, ხელმძღვანელობის ეფექტიანობასა და ანალიტიკოსების შეფასებებს.
ეს შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Lion Finance Group-ის FTSE 100-ის ინდექსში შესვლის შემდეგ და წარმოადგენს კომპანიის ძლიერი ფინანსური შედეგების, ეფექტიანი მმართველობისა და გრძელვადიან ღირებულებაზე ორიენტირებული სტრატეგიის აღიარებას.
McKinsey-ის, Bloomberg-ისა და Financial Times-ის მასალები ერთად გვაძლევს უფრო ფართო სურათს იმის შესახებ, თუ სად იმყოფება დღეს Lion Finance Group და რა მიმართულებით მიდის მომავალში.