6000-მდე სატრენინგო საათი, 50-ზე მეტი საერთაშორისო სწავლება და 3 ავტორიზებული პროგრამა - „თეგეტა აკადემიის“ 2023 წელი
50-ზე მეტი საერთაშორისო ტრენინგი, ინოვაციური სწავლებები, სტუდენტთა წამახალისებელი პროგრამები, გაღრმავებული ურთიერთობები მსოფლიოს უდიდეს ავტომწარმოებლებთან და მოპოვებული საერთაშორისო გრანტები - 2023 წელი „თეგეტა აკადემიის“ ისტორიაში არაერთი მიმართულებით იყო რეკორდული. გამორჩეული წლის ლოგიკური დასასრული კი შემოსავლების 52%-იანი ზრდა აღმოჩნდა.
2023 წელს „თეგეტა აკადემიის“ ანგარიშზე 5620 ტექნიკური და ბიზნესსატრენინგო საათია, რაც 2022 წლის მონაცემებს 1007 საათით აჭარბებს. სწავლებაში, ჯამში, 2829 მსმენელი მონაწილეობდა, გამართული ტრენინგებით კმაყოფილების მაჩვენებელი კი, შიდა კვლევებით, 97%-ია.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.