მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

7 ნოემბერს რეზიდენციული ზრუნვის სახლი „ლელიანი“ ოფიციალურად იხსნება

news image
mbc image

7 ნოემბერს რეზიდენციული ზრუნვის სახლი „ლელიანი“ ოფიციალურად იხსნება. როგორც „ლელიანის“ facebook-ის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახლი ემსახურება როგორც ჯანმრთელ ხანდაზმულებს, ისე მათ, ვისაც საექთნო და ხანგრძლივი მოვლა ან პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროება. 

„რამდენიმე დღით მიემგზავრებით და არ გინდათ თქვენი ოჯახის წევრის მარტო დატოვება? მასაც სიხარულით ვუმასპინძლებთ „ლელიანში“.

ოჯახური გარემო, დასვენება და სოციალიზაცია – აქ ყველაფერია თქვენთვის ძვირფასი ადამიანების სრულფასოვანი, ღირსეული და მრავალფეროვანი ყოველდღიურობის უზრუნველსაყოფად.

თუ ცოტა ხნით წარმოვიდგენთ, როგორი სიბერე გვინდა, რომ გვქონდეს, ცხადია, საუკეთესო ვერსიას დავხატავთ: კომფორტული, მშვიდი გარემო, სადაც იმ საქმიანობით დავკავდებით, რომელიც სიხარულს გვანიჭებს, გარშემო – ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მზრუნველი ადამიანები, გვერდით – თანამოაზრეები, რომლებთანაც საუბარსა და აზრების გაცვლა-გამოცვლასშევძლებთ, სეირნობა, ღიმილი, სითბო, ყურადღება...

სწორედ ამისთვის შეიქმნა „ლელიანი“ – მაღალი სტანდარტის ოჯახური ტიპის სახლი ქ. მცხეთაში, რომელიც 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.

7 ნოემბერს „ლელიანი“ პირველ მობინადრეს შეეგებება“, - აღნიშნულია „ლელიანის“ განცხადებაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა