70%-მდე ფასდაკლებები გორგიაში
სააღდგომო სამზადისი ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთან და სიახლეებთან ასოცირდება. სწორედ ამ განწყობას იზიარებს გორგიაც, რომელიც მომხმარებლებს 70%-მდე ფასდაკლებებს სთავაზობს. სააღდგომო ფასდაკლებები გორგიაში უკვე დაიწყო და 11 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ახლა საუკეთესო დროა სასურველი პროდუქტების შესაძენად.
აქცია ვრცელდება სამშენებლო-სარემონტო მასალებზე, ხელსაწყოებზე, ავეჯზე, ინტერიერისა და ექსტერიერის დეკორაციებზე, ტექნიკაზე, საყოფაცხოვრებო პროდუქციაზე. გორგია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ ერთ სივრცეში შეიძინონ ყველაფერი, რაც სახლის განახლებისთვის და სააღდგომო გარემოს შესაქმნელად სჭირდებათ.
სააქციო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სააღდგომო პროდუქციაზე, რომლებიც დღესასწაულის შექმნაში გვეხმარება. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი პასკის ფორმებია, რომლებსაც გორგიაში 0.50 თეთრად შეიძენთ.
ჰიპერმარკეტში ასევე დაგხვდებათ ბზა, რომლის შეძენას 1.99 ლარად შეძლებთ. ფასდაკლებები ვრცელდება სააღდგომო დეკორაციებსა და თემატურ აქსესუარებზეც, რომლებიც ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს და აღდგომის დღესასწაულს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის.

საგაზაფხულო რემონტი თუ თქვენს გეგმებშია ახლა მასალების შესაძენადაც საუკეთესო პერიოდია. სამშენებლო კატეგორიაში 51%-მდე ფასდაკლება დაგხვდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სამშენებლო ბათქაშის შეძენას 9 ლარად შეძლებთ, ფითხის- 12 ლარად, ხოლო მეტალის კიბის ფასი 29.50 ლარიდან იწყება. განსაკუთრებული შეთავაზებები და საჩუქრები დაგხვდებათ ტექნიკის სექციაში. გაზაფხულის დადგომასთან ერთად ეზოზე ზრუნვაც პრიორიტეტული ხდება, 11 აპრილის ჩათვლით ავეჯის კატეგორიაში 51%-მდე ფასდაკლებები გელოდებათ.
ფასდაკლებები ვრცელდება როგორც გორგიას ყველა ფილიალში, ასევე ონლაინ -GORGIA.GE-ზე და ახლა უკვე გორგიას აპლიკაციაშიც, სადაც მომხმარებლებს დახვდებათ უამრავი ფასდაკლება და სიახლე.
სხვა სიახლეები
„მუსიკის სახლი“ ახალი ფილიალის გახსნას და ელექტრონული კომერციის პლატფორმის ამოქმედებას გეგმავს
06.10.2026.18:00
2005 წელს დაარსებული „მუსიკის სახლი“ საქართველოში მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აუდიო-ვიზუალური ტექნიკის მიმართულებით საქმიანობს და მომხმარებლებს 20-მდე საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს.
კომპანიის საქმიანობის, მომხმარებელთა მოთხოვნისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „მუსიკის სახლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოფო ბერიაშვილი ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„მუსიკის სახლი“ 2005 წელს ოთხი მეგობრის საერთო იდეით დაარსდა. დღეს „მუსიკის სახლი“ მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აუდიო-ვიზუალური ტექნიკის მაღაზიაა, რომელიც საქართველოში 20-მდე საერთაშორისო ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს. მომხმარებლებს ვთავაზობთ არჩევანს როგორც პირველი ინსტრუმენტის შესაძენად, ისე პროფესიული საქმიანობისთვის.

ჩვენ გვსტუმრობენ ინდივიდუალური მომხმარებლები, მუსიკოსები და ორგანიზაციები - მათ შორის სკოლები, თეატრები, საკონცერტო სივრცეები და რესტორნები. პროდუქციის შერჩევა შესაძლებელია თბილისისა და ბათუმის ფილიალებში, ასევე, ონლაინ. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, საერთაშორისო ბრენდების ხარისხიანი პროდუქცია საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. დღეს კი, ჩვენს მაღაზიებში, მსურველებს შეუძლიათ, შეიძინონ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ინსტრუმენტები.
როგორ აფასებთ მომხმარებლის მოთხოვნას და რომელ კატეგორიებსა და პროდუქტებზე ფიქსირდება ყველაზე დიდი ინტერესი?
ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიები კლავიშიანი ინსტრუმენტები და გიტარებია. ამ მიმართულებებში, მომხმარებლებს ვთავაზობთ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Roland, Casio, Fender, Gibson, Epiphone და Alhambra და ა.შ. „მუსიკის სახლის“ მომხმარებლების ინტერესები მრავალფეროვანია. ჩვენთან სასურველ პროდუქტს პოულობენ პროფესიონალი მუსიკოსები, დამწყებები და მოყვარულები.

ბოლო პერიოდში, აქტიური მუშაობის შედეგად, გაიზარდა ინტერესი სახლის აუდიოტექნიკის მიმართ, რომელიც მომხმარებელს საკუთარ სივრცეში მუსიკის ხარისხიანად მოსმენის საშუალებას აძლევს. მელომანების მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, მომავალში, ამ კატეგორიაში უფრო მეტი ბრენდი და მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ სტუმრებს.
ჩვენს ასორტიმენტში, ასევე, წარმოდგენილია მუსიკის შექმნისთვის საჭირო აღჭურვილობა, ბგერითი თერაპიისა და სამედიტაციო ინსტრუმენტები. თითოეულ მიმართულებაში მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, ჟღერადობა და მის საჭიროებებთან შესაბამისობა.
როგორ ვითარდება „მუსიკის სახლის“ ასორტიმენტი და რა ახალი ბრენდების ან პროდუქტების დამატებას გეგმავთ?
„მუსიკის სახლის“ ასორტიმენტი მუდმივად ვითარდება. ვაკვირდებით მომხმარებლების ინტერესებსა და მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე არსებულ სიახლეებს, რათა სხვადასხვა გამოცდილებისა და საჭიროების მქონე მუსიკოსებსა და მელომანებს საქართველოში ფართო არჩევანი შევთავაზოთ.
ამ კუთხით, ეს წელი ჩვენთვის გამორჩეული იყო. დავამატეთ ისეთი ბრენდები, როგორიცაა: Gibson, Epiphone, KRK, Peavey და Steinberger. 2027 წლისთვის უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ახალ ბრენდებთან. ვგეგმავთ, გავაფართოოთ მელომანებისთვის განკუთვნილი სახლის აუდიოტექნიკისა და Hi-Fi მოსასმენი მოწყობილობების არჩევანი, ასევე გავაძლიეროთ პროფესიონალური აუდიოსისტემების მიმართულება და მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი შეთავაზებები მოვუმზადოთ.
რა არის კომპანიის განვითარების მთავარი სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, „მუსიკის სახლი“ კიდევ უფრო ახლოს იყოს ადამიანებთან, რომლებიც მუსიკას ქმნიან, უსმენენ ან ამ ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამენ. ვხსნით ახალ ფილიალს და წელსვე ვუშვებთ ახალ ვებგვერდს, ელექტრონული კომერციის პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს ინსტრუმენტების შერჩევის პროცესს გაუმარტივებს. ამასთან, ვაფართოებთ ასორტიმენტს და ვაძლიერებთ პროფესიონალური აუდიოსისტემების მიმართულებას.

ასევე, ვგეგმავთ თანამშრომლობის გაღრმავებას მუსიკოსებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა ორგანიზაციებთან. ჩვენთვის განვითარება მხოლოდ ახალი პროდუქტების დამატებას არ ნიშნავს. გვსურს, მეტ ადამიანს მივცეთ მუსიკასთან დაახლოების შესაძლებლობა და დავეხმაროთ მათ საჭიროებებზე მორგებული ინსტრუმენტებისა და აუდიოტექნიკის შერჩევაში.