მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

8 მთავარი გზავნილი საქართველოს ბანკისგან Lion Finance Group-ის ინვესტორთა დღიდან

news image
mbc image

რა განასხვავებს დღეს საქართველოს ბანკს სხვა რეგიონული ფინანსური ინსტიტუტებისგან? Lion Finance Group-ის ინვესტორთა დღეზე, რომელსაც ჯგუფის 100-მდე საერთაშორისო ინვესტორი და ანალიტიკოსი ესწრებოდა, ამ კითხვაზე პასუხი ბანკის მენეჯმენტმა სხვადასხვა კუთხით გასცა. 

2020 წლის შემდეგ პირველად, Lion Finance Group-მა ინვესტორთა დღე ფიზიკურ ფორმატში გამართა და 100-მდე მსხვილ საერთაშორისო ინვესტორსა და ანალიტიკოსს უმასპინძლა. ღონისძიებაზე ჯგუფის მენეჯმენტმა და გუნდის წევრებმა სამომავლო ზრდის, ტექნოლოგიური ლიდერობისა და რეგიონული პოზიციების გაძლიერების სტრატეგიული ხედვა წარადგინეს.

საუბარი შეეხო ჯგუფში შემავალი ორი ბანკის, საქართველოს ბანკისა და ამერიაბანკის შედეგებს, საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკას - ქვეყნებს, სადაც ჯგუფი ოპერირებს, მომხმარებელთან ურთიერთობას, ტექნოლოგიურ განვითარებას, გადახდების ეკოსისტემას, კაპიტალის ბაზარსა და რისკების მართვას. შეხვედრის მთავარი გზავნილი კი შემდეგი იყო: ბანკი საკუთარ კონკურენტულ უპირატესობას ტექნოლოგიების, მომხმარებლის ნდობისა და ფინანსური მდგრადობის ერთიან მოდელად ქცევაში ხედავს.

1. ჯგუფის ოპერირების ბაზრების ზრდის პერსპექტივა

ნებისმიერი ორგანიზაციის გრძელვადიანი საქმიანობა იმ ეკონომიკაზეა დამოკიდებული, სადაც იგი ოპერირებს. სწორედ ამიტომ ინვესტორთა დღეზე მნიშვნელოვანი ყურადღება რეგიონული ეკონომიკის მიმოხილვას დაეთმო.
Lion Finance Group-ის მთავარმა ეკონომისტმა, აკაკი ლიქოკელმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პარალელურად კი მდგრადი ეკონომიკები ჩამოაყალიბეს.

მისი შეფასებით, ორივე ქვეყანა დამატებით სარგებელს მიიღებს რეგიონული კავშირების ზრდისა და შუა დერეფნის (Middle Corridor) როლის გაძლიერების გზით. სწორედ ამ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტს მიიჩნევს ჯგუფი საკუთარი გრძელვადიანი ზრდის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად.

2. რთულად მოსაპოვებელი აქტივი - მომხმარებლის ნდობა

ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ახალი ფინანსური პროდუქტების შექმნა სულ უფრო მარტივდება, საქართველოს ბანკი საკუთარ ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობად მომხმარებელთა ნდობას ასახელებს.

საცალო საბანკო მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი გურეშიძის თქმით:
“ნდობა არის ის, რასაც სწრაფად ვერ მოიპოვებ. ის უნდა დაიმსახურო მომხმარებელთან პირველი ინტერაქციიდან და გაამყარო ყოველი მომდევნო კომუნიკაციისას.“

გიორგი გურეშიძე აღნიშნავს, რომ ბანკის ამოცანაა, ცხოვრების თითოეულ ეტაპზე მომხმარებელს საკუთარ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და საუკეთესო გამოცდილება შესთავაზოს. ინვესტორთა დღის განმავლობაში ეს იდეა არაერთხელ გაჟღერდა - მთავარი მიზანი კი ახალი მომხმარებლის მოზიდვასთან ერთად, უკვე არსებული ურთიერთობის გაძლიერებაა.

3. მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი - გლობალურ კონკურენციაში

თუ რამდენიმე წლის წინ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ციფრული საბანკო მომსახურების დანერგვა იყო, დღეს საქართველოს ბანკი საკუთარ ეკოსისტემას გლობალურ ფინტექებს ადარებს.

მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების ხელმძღვანელმა ლევან გომშიაშვილმა აღნიშნა, რომ ჯგუფმა შექმნა ფუნქციონალები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ისეთი კომპანიების პროდუქტებს უტოლდება, როგორებიც არიან Robinhood, Coinbase და Stripe.

„ჩვენ Global Finance-ის მიერ დავსახელდით მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად - არა ერთხელ, არამედ ორჯერ. შევქმენით მოქნილი ეკოსისტემა და ისეთი სამომხმარებლო გამოცდილება, სადაც ხელმისაწვდომია საინვესტიციო ინსტრუმენტები, კრიპტოვალუტით ვაჭრობა და გადახდების ინფრასტრუქტურა, რომელიც კონკურენციას უწევს უდიდეს ფინტექ კომპანიებს. ჩვენს ეკოსისტემაში გვაქვს Meta-ს და Google-ის Ads manager-ის მსგავსი ფუნქციონალი. ჩვენ ეს ყველაფერი ერთ ეკოსისტემაში მოვაქციეთ“.

4. ლიდერობა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებაში

მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა თორნიკე კუპრაშვილმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ SME ლიდერობა მხოლოდ საკრედიტო პორტფელით არ განისაზღვრება.

„2022 წლიდან საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში საბაზრო ლიდერის პოზიცია დაიკავა, რაც გაზომვად მაჩვენებლებშიც კარგად აისახება - Top-of-Mind მაჩვენებელი 45%-დან 58%-მდე გაიზარდა, მთავარი ბანკის მაჩვენებელი კი 46%-დან 60%-მდე. ეს ციფრები ბაზარზე ჩვენი პოზიციების თანმიმდევრულ განმტკიცებაზე მეტყველებს."

5. კაპიტალის ბაზარი - სტრატეგიული მიმართულება

ინვესტორთა დღეზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კორპორაციულ საბანკო მომსახურებასა და საინვესტიციო მიმართულებასაც. ამ კუთხით საგულისხმოა ის, რომ ჯგუფში შემავალი საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი, რომელიც 30 წლის ისტორიის მქონე ინსტიტუტია, 2026 წელს კიდევ ერთხელ დასახელდა საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.

“გალტ & თაგარტი იყო პირველი საინვესტიციო ბანკი, რომელმაც ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს კონსულტაცია გაუწია და მხარი დაუჭირა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მათი ობლიგაციების პირველი გამოშვებისას” - აღნიშნა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით.

მისი შეფასებით, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება მომავალშიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რადგან სწორედ ეს ქმნის ბიზნესისთვის დაფინანსების დამატებით შესაძლებლობებს.

6.რისკების მართვის მაღალი სტანდარტები

ინვესტორებისთვის ყოველთვის საინტერესოა რისკები და მათი დაზღვევის საკითხი.
როგორც რისკების მთავარმა ოფიცერმა, დავით ჭყონიამ აღნიშნა, რისკების მართვის გონივრული პროცესებისა და მმართველობის მეშვეობით, საქართველოს ბანკს აქვს შესაძლებლობა, იყოს მდგრადი ნებისმიერი გარე შოკის მიმართ და ამავდროულად, უპასუხოს სტრატეგიის მოთხოვნებს მომავალში.

ამ გზავნილს ავსებდა ფინანსური დირექტორის, გიორგი შაგიძის პრეზენტაციაც. მისი თქმით, ბოლო წლებში „Cost of Risk“ მაჩვენებელი 0.3%-0.8%-ის ფარგლებში ნარჩუნდება, ხოლო როგორც საქართველოში, ისე სომხეთში ჯგუფი მარეგულირებლის მოთხოვნებზე მაღალი კაპიტალის ბუფერებით ოპერირებს.

ეს კი ის მაჩვენებლებია, რომლებიც ინვესტორებისთვის სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად მიიჩნევა.

7. ყოველდღიური გადახდები - ზრდის ყველაზე დიდი შესაძლებლობა

საქართველოს ბანკი დღეს უკვე 55%-ზე მეტ წილს ფლობს ბარათების მომსახურების (acquiring and issuing) მიმართულებით.

თუმცა, გადახდების ბიზნესის ხელმძღვანელის, ლევან კობახიძის შეფასებით, ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის.

„1.7 მილიონ აქტიურ მომხმარებელს ვთავაზობთ საუკეთესო ლოიალობის პროგრამას. საქართველო ევროპაში ნაღდი ფულის ყველაზე დაბალი გამოყენების მქონე ქვეყნებს შორისაა. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, ყოველდღიურ ტრანზაქციებში ნაღდი ფულის გამოყენება 30%-დან 10%-მდე შემცირდეს. ჩვენ სწორედ ამისკენ ვისწრაფვით.“

8. მთავარი გზავნილი - სისტემური მიდგომა

საქართველოს ბანკის მენეჯმენტი მომავალზე საუბრისას არც ერთ მიმართულებას არ გამოყოფდა ცალკე მდგომ პროექტად. პირიქით, თითოეული პრეზენტაცია ერთ საერთო სისტემას აღწერდა, რომელიც სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს: ძლიერ მაკროეკონომიკური გარემოს, მომხმარებლის ნდობას, ძლიერ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, გადახდების სისტემების სიძლიერეს, ლიდერობას მცირე და საშუალო ბიზნესში, კაპიტალის ბაზრის განვითარებაში წამყვან როლსა და მაღალი დონის რისკ-მენეჯმენტს.

სწორედ ამ ელემენტების ერთობლიობაში ხედავს ჯგუფი იმ მოდელს, რომელმაც ბოლო წლების ზრდა უზრუნველყო და რომლის მასშტაბირებას და ახალ ბაზრებზე გავრცელებას მომავალშიც გეგმავს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

24.10.2026.21:32

განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.

ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).

„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.

Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.

„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა