მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

,,8000 მოსავალი“ ქვეყნის გარეთ პირველ მაღაზიას ბერლინში გახსნის

news image
mbc image

ღვინის მაღაზია ,,8000 მოსავალი“ გლობალურ ბაზრებზე გადის. პირველი ბერლინია, სადაც კომპანია ქვეყნის გარეთ პირველ მაღაზიას გახსნის.

როგორც ,,8000 მოსავლის“ მეღვინეობის მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი ჯაფარიძე Business Insider Gerorgia - თან ამბობს, გერმანიაში ქართული ღვინის მაღაზიის კონცეფცია იგივე იქნება, როგორიც საქართველოშია. არ იცვლება მიდგომა და როგორც სამშობლოში, ასევე ქვეყნის გარეთ, ,,8000 მოსავალი“ მხოლოდ ქართულ ღვინოებს გაყიდის.

,,მთავარი ხაზი, რასაც არასდროს ვღალატობთ, ხარისხია. დიდი სიფრთხილით ირჩევა ღვინოები და ასე მოხდება ბერლინის შემთხვევაში, სადაც საქართველოდან შერჩეული პროდუქტი გაიყიდება. რაც შეეხება შერჩევის კრიტერიუმს, ყოველთვე ვიწვევთ  დამოუკიდებელ  კომისიას -  პროფესიონალ მეღვინე-დეგუსტატორებს და ვახდენთ   ფარულ დეგუსტაციას. კომისიის წევრებმა არ იციან, ვის ღვინოს სინჯავენ, რომ მიკერძოება გამოირიცხოს. ცხადია, თუ ღვინოს არ ექნება სოკოვანი ან სხვა სახის დაავადება და მოთხოვნილ სტანდარტს სრულად დააკმაყოფილებს, იმ შემთხვევაში ხდება მისი დაშვება დახლებზე.

ჩვენთან ყველა ღვინო ქართულია, ასეთი მიდგომა შესაძლებლობას აძლევს ყველა მწარმოებელს, განსაკუთრებით კი მცირე მარნებს, რომ  კარგი ღვინო ქართველ და უკვე უცხოელ მომხმარებლამდე მიიტანონ და პოპულარული გახადონ“, - აცხადებს ქეთი ჯაფარიძე.

,,8000 მოსავლის“ მაღაზია ბერლინში 14 ივლისს გაიხსნება. კომპანია ექსპორტზე გაფართოებას გეგმავს, თუმცა დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ. რაც შეეხება კონკრეტულად გერმანიასთან დაკავშირებულ პროექტს,  200-ზე მეტი დასახელების ღვინო შევა ბერლინის მაღაზიაში და ეს ეს მაჩვენებელი 500-მდე გაიზრდება. ბერლინში ,,8000 მოსავალი“ 15-მდე ადამიანს დაასაქმებს. საქართველოში ,,8000 მოსავალი“ 5 მაღაზიით არის წარმოდგენილი, აქედან 4 თბილისში, 1 - ბათუმშია. ცნობისთვის, სახელწოდება ,,8000 მოსავალი“ ხაზს უსვამს ქართული ღვინის 8000 წლიან ისტორიას. როგორც კომპანიაში განმარტავენ,  ამ დროის მანძილზე, ყურძნის 8000 მოსავალი მოვიდა და შესაბამისად შეირჩა სახელიც -  საქართველოს უცხოელი მეღვინეებიც “8000 წლიანი ყურძნის მოსავლის ქვეყნად” მოიხსენიებენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა