მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168
0.0013
flag
AZN 1.5324
-0.0003
flag
CNY 38.85
-0.0011
flag
EUR 2.9576
0.0024
flag
GBP 3.4624
0.0146
flag
KZT 59.24
-0.0008
flag
TRY 0.0531
-0.0001
flag
USD 2.6047
-0.0004
news banner

9 წელი ბაზარზე, ახალი ფილიალები და საერთაშორისო გაფართოება - რა სიახლეებს სთავაზობს „პიელ ნატურალსი“ მომხმარებლებს

news image
mbc image

ქართული კოსმეტიკური ბრენდი „პიელ ნატურალსი“ განვითარების აქტიურ ეტაპზეა. კომპანია ქსელს აფართოებს, ახალ პროდუქტებს უშვებს, საექსპორტო ბაზრებს ზრდის და წლის ბოლომდე კიდევ არაერთ სიახლეს გეგმავს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, თათუკა ლომაძეს ესაუბრა.

„წელს „პიელ ნატურალსი“ 9 წლის გახდა. ამ მნიშვნელოვან ეტაპს მომხმარებლებისთვის არაერთი სიახლითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით აღვნიშნავთ.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე ქსელის გაფართოებაა. ცოტა ხნის წინ სტენდი გავხსენით City Mall-ში, ასევე ახალი ფილიალი დავამატეთ დიღმის Goodwill-ში. თუმცა ამით არ ვჩერდებით და წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ.

ამასთან ერთად, წარვადგინეთ ორი სრულიად ახალი პროდუქტი. პირველი არის ინოვაციური სახის კრემი, რომელმაც კლინიკური ტესტირება იტალიაში, მილანში გაიარა და თავისი შედეგებით ფრანგი და იტალიელი დერმატოლოგების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

პროდუქტის ფორმულა შევქმენით იმ გამოცდილებაზე დაყრდნობითაც, რომელიც პირადად აკნეს შემდგომ დარჩენილი ლაქებისა და ნაწიბურების პრობლემასთან მქონდა. კრემი გაჯერებულია აქტიური ინგრედიენტებით, როგორიცაა ნიაცინამიდი, კოლაგენი, ჰიალურონის მჟავა, E ვიტამინი, ყურძნის წიპწის ზეთი და კაჰაის ზეთი, რომელიც ბუნებრივი რეტინოიდებითაა მდიდარი და ეფექტურად ეხმარება პიგმენტაციისა და კანის ტექსტურის გაუმჯობესებას.

პროდუქტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა SPF 30-ის მზისგან დამცავი ფილტრია. დამატენიანებელ, მკვებავ, აღმდგენ და რეგენერაციულ მოქმედებასთან ერთად, ფორმულა UVA და UVB სხივებისგან დაცვასაც უზრუნველყოფს, რაც მას კიდევ უფრო მრავალფუნქციურს ხდის.

მეორე სიახლე ავტორუჯია, რომლის ფორმულაზეც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით. წელს საბოლოოდ შევძელით მისი წარმოება. პროდუქტი შაქრის ლერწმის ბაზაზეა შექმნილი, მარტივად ნაწილდება კანზე, იძლევა ბუნებრივ ფერს და უსაფრთხოა როგორც ორსულებისთვის, ისე მოზარდებისთვის. გარდა ამისა, ფორმულა არ შეიცავს პარაფინს, სილიკონსა და სულფატებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის ბარიერის დასაცავად“, - აღნიშნავს თათუკა ლომაძე.

კომპანია საერთაშორისო მიმართულებით აქტიურად ფართოვდება და გერმანიის ბაზარზე ექსპორტი დაიწყო.

„აქტიურად ვიზრდებით საერთაშორისო ბაზრებზეც. ჩვენი ფორმულებით MET Cosmetics-ისთვის ვქმნით პროდუქციას და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში გერმანიის ბაზარზე ექსპორტიც დავიწყეთ. ამასთან, ჩვენი ბრენდი უკვე წარმოდგენილია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაშიც. ექსპორტს მუდმივად ვახორციელებთ, ხოლო სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორებთან მიმდინარე მოლაპარაკებებიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში საექსპორტო ბაზრების კიდევ უფრო გაფართოებას ველოდებით.

პარალელურად, აქტიურად ვითარდება B2B მიმართულებაც. მნიშვნელოვნად გაიზარდა სასტუმროების ინტერესი ჩვენი პროდუქციის მიმართ - როგორც სამასაჟე ხაზზე, ისე დისპენსერულ სისტემებზე, შამპუნებსა და კონდიციონერებზე. ამ მიმართულებით მოთხოვნა მუდმივად მზარდია“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, Piel Naturals არის №1 ქართული პრემიუმ თავის მოვლის კოსმეტიკის ბრენდი, რომლის მთავარი ნიშა არის პარაბენების, პარაფინისა და სილიკონების გარეშე შექმნილი პროდუქცია.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

01.10.2026.14:10

PSP-ის აპლიკაციასა და ვებსაიტზე მომხმარებლებისთვის AI ასისტენტი უკვე  ხელმისაწვდომია.PSP AI ასისტენტი - ზღვა ინფორმაციიდან ზუსტ საჭიროებამდე - 24/7 რეჟიმში ეხმარება მომხმარებლებს ათასობით პროდუქტიდან საჭირო არჩევანის სწრაფად მოძიებაში, პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და ონლაინ შეკვეთის მართვაში.

AI ასისტენტის დახმარებით, მომხმარებელს აღარ სჭირდება პროდუქტის ზუსტი დასახელების ცოდნა - საკმარისია, აღწეროს საკუთარი საჭიროება ან სასურველი პროდუქტის ფოტო ატვირთოს. ასისტენტი ათასობით პროდუქტს შორის მოძებნის შესაბამის ვარიანტს, პროდუქტის შერჩევისას გაითვალისწინებს მომხმარებლის მიერ მითითებულ ბიუჯეტს და პერსონალურ რეკომენდაციას შესთავაზებს.

როგორ გეხმარება PSP AI ასისტენტი?

ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს ეხმარება როგორც პროდუქტის შერჩევაში, ასევე შეკვეთისა და მიწოდების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. AI ასისტენტის საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ პროდუქტის ხელმისაწვდომობის, მახასიათებლებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ მიწოდების სასურველი ფორმის შერჩევაც - ლოქერი, Pick Up ან კურიერის მომსახურება.

გარდა ამისა, AI ასისტენტი მომხმარებელს უკვე განხორციელებული ონლაინ შეკვეთის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობასაც აძლევს. მომხმარებელს შეუძლია, გადაამოწმოს შეკვეთის სტატუსი.

„PSP-მ პირველი ონლაინ აფთიაქი მომხმარებელს 10 წელზე მეტი ხნის წინ შესთავაზა. წლებია მომხმარებლები არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს დიდ რეგიონულ ცენტრებშიც ონლაინ აფთიაქის მომსახურებით სარგებლობენ. PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის 24/7 მომსახურების დანერგვის მიზანია ონლაინ აფთიაქით სარგებლობის პროცესი მომხმარებლისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს - პროდუქტის მოძიებიდან შეკვეთის მიღებამდე, ერთ სივრცეში.” - აცხადებენ PSP-ში.

#PSPAIასისტენტი #AIრომელიცგეხმარებაშერჩევაში

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა