მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

აბუ-დაბის დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში, ორ პროექტში 5.7 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს

news image
mbc image

აბუ-დაბის დეველოპერულმა კომპანია Eagle Hills-მა გამოაცხადა, რომ საქართველოში ორ პროექტში 5.7 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Arabian Gulf Business Insight-ი ავრცელებს

კომპანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან თბილისსა და ბათუმში წყლისპირა პროექტების განვითარების შესახებ.

თბილისში კრწანისის პარკი იქნება მდინარისპირა შერეული სარგებლობის პროექტი საცხოვრებელი და საცალო ფართებით (590 ჰექტარის ტერიტორია). 

Eagle Hills-ი ბათუმში გეგმავს „გონიო მარინას“ (260 ჰექტარი) პროექტის განვითარებას, რომელიც მოიცავს ბრენდირებულ საცხოვრებელ სივრცეს, სასტუმროებს, საცალო ვაჭრობის პარკებსა და საპარკო ზონებს.

Eagle Hills-ის თავმჯდომარემ, მოჰამედ ალაბარმა განაცხადა, რომ საქართველოს „უზარმაზარი პერსპექტივები და პოტენციალი აქვს“.

შეთანხმებას ხელი აბუ დაბიში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს მოეწერა.

Eagle Hills-ს აქვს მრავალმილიარდიანი პროექტები ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

21.08.2026.10:02

30 აგვისტოს, ნიუ-იორკში ქართული კულტურის, მუსიკის, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალი ZEIMI გაიმართება. ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით ტარდება და სტუმრებს ქართული კულტურის ერთ სივრცეში გაცნობისა და გაზიარების შესაძლებლობას მისცემს. დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.

ფესტივალზე დაგხვდებათ ქართული ღვინო და კერძები, მუსიკა, ქართული ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, საბავშვო ზონა და განსაკუთრებული გარემო, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს საკუთარ ფესვებთან დააბრუნებს, უცხოელ სტუმრებს კი ქართულ კულტურას გააცნობს.

ფესტივალის სტუმრებს თიბისისგან არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ. აქტივობაში მონაწილეობისთვის წინასწარ გადმოწერეთ თიბისის მობაილბანკი და ეწვიეთ თიბისის სტენდს, სადაც საინტერესო გამოცდილება დაგხვდებათ.

ZEIMI-ის მთავარი იდეა ქართული დიასპორის გაერთიანებაა - ერთმანეთის გაცნობა, მხარდაჭერა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ქართველები საკუთარ კულტურას ერთად აღნიშნავენ. ფესტივალი ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, ხელოვანებისთვის, მუსიკოსებისა და მცირე ბიზნესებისთვის, რათა საკუთარი საქმიანობა ამერიკელ და საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ.
ფესტივალის ორგანიზატორების მიზანია, ZEIMI ნიუ-იორკში ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიურ ტრადიციად იქცეს და საქართველოს საერთაშორისო კულტურულ პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

ნიუ-იორკში 30 აგვისტო ეს არის დღე, რომელიც მეგობრებთან და ოჯახთან ერთად უნდა გაატაროთ ბრუკლინში სერფ ავენიუ #1904.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა