მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული გზამკვლევი მზადდება

news image
mbc image

აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული წიგნის „კულინარიული მოგზაურობა ეთნოგრაფიულ საქართველოში“ გამოცემა იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო სახელმძღვანელოზე მუშაობას უკვე ასრულებს და მალე, დაინტერესებულ პირებს რიგით მესამე კულინარიულ გზამკვლევს შესთავაზებს. წიგნში საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის ეთნოგრაფიულად დამახასიათებელი 150-მდე კერძი და ტკბილეულია განთავსებული. სახელმძღვანელო, რომელზეც ეთნოგრაფებმა, მზარეულებმა და შეფ-დეკორატორებმა მუშაობა გასულ წელს დაიწყეს, წლის ბოლოსთვის დაიბეჭდება. მისი ელექტრონული ვერსიის ნახვა კი მსურველებს აპრილში, სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე https://visitajara.com/ka შეეძლებათ.

 

ახალ კულინარიულ გზამკვლევში ქართული კერძები რამდენიმე ქვეთავადაა დაყოფილი. ძირითად კერძებთან ერთად ცალკეა გამოყოფილი მხალეულისა და ლობიოს კერძები, რძე და რძის ნაწარმი, პურეული, სართავიანი ხაჭაპურები, ხუარბლის კერძები, ტკბილეული, შესანახი კერძები, მწნილი და საწებლები. გარდა უშუალოდ რეცეპტებისა, კერძებს წინ უძღვის პატარა შესავალი, სადაც თითოეული კერძის მომზადების ტრადიციაა მოთხრობილი. წიგნში კულინარიული ექსპედიცია აჭარიდან იწყება და საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის.  მასში თითოეული ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისათვის დამახასიათებელი ის ყოველდღიური, სარიტუალო, თუ სტუმრისთვის განკუთვნილი კერძებია შესული, რომლებსაც ღირებული ადგილი ეჭირათ ამ კუთხეების კულინარიაში. შესაბამისად, წიგნში სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კერძების მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი.

 

„წიგნი-ალბომის ,,კულინარიული მოგზაურობა ეთნოგრაფიულ საქართველოში“ მიზანია შემოგატაროთ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების სამზარეულოები, მიგიყვანოთ თითოეული კუთხის საოჯახო კერასთან, ჩაგახედოთ ქართული სამზარეულოს ტრადიციებში, დაგაგემოვნებინოთ კერძები, რომლითაც ბარაქიანი ქართული ოჯახის დიასახლისი ხვდება სტუმრებს, გაგაცნოთ რეცეპტები, რომლითაც მრავალი თაობის განმავლობაში ამზადებდნენ ჩვენი ბებია-დედები, შეგაგრძნობინოთ ის სათუთი და, ზოგჯერ, საკრალური დამოკიდებულება, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ტრადიციული ქართული კერძების მიმართ, გაგაცნოთ ის ნიუანსები, რაც განუმეორებელ და მრავალფეროვან სურნელსა და გემოს სძენს ქართულ კულინარიას,“ ნათქვამია წიგნის შესავალში.

 

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წლებში ორი კულინარიული წიგნი "თევზეულიქართულ სამზარეულოში" და „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ დაბეჭდა.  მესამე წიგნს კი დაინტერესებული პირები წლის ბოლოსთვის იხილავენ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა

06.10.2026.14:00

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორის პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში არჩილ გაჩეჩილაძე ახალგაზრდებს ბანკის საქმიანობის, განვითარების შესაძლებლობებისა და პროფესიული ზრდის შესახებ ესაუბრა.

საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და მათთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნას. რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები. პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.

„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში კი, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-მდე დეპარტამენტი ჩაერთო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა