მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

,,აჩინებულის“ ნატურალური წვენები საუდის არაბეთში ორასამდე სავაჭრო ობიექტში გაიყიდება

news image
mbc image

ქართული ნატურალური წვენები ,,ალალი“ მიმდინარე წლის ოქტომბერში ქალაქ რიადში, საუდის არაბეთში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენას Saudi Agriculture International Trade Exhibition-ს სტუმრობდა.  

გლობალურ გამოფენაში ქართულმა ბრენდმა  დიდი მოწონება დაიმსახურა და ახალი პარტნიორებიც მოიზიდა.

როგორც Business Insider Georgia- თან ქართული ნატურალური წვენების ,,ალალის“ მწარმოებელი კომპანია ,,აჩინებულის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი გოჩა ღვინეფაძე ამბობს, უკვე მიღწეულია შეთანხმება, რის საფუძველზეც ,,ალალი“ ექსპორტზე საუდის არაბეთში გავა და ორასამდე სავაჭრო ობიექტში გაიყიდება.

,,საუდის არაბეთში გამართულ გამოფენაში მონაწილეობა ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბევრი ქვეყანა იყო წარმოდგენილი, პოტენციურ პარტნიორებს შევხვდით და დავგეგმეთ მომავალი თანამშრომლობა. აქედან ორ პარტნიორთან შეთანხმებას მივაღწიეთ.  ჩვენი კომპანიისთვის ეს არის საკმაოდ დიდი წარმატება, ვინაიდან საუდის არაბეთი ძალიან საინტერესო ბაზარია, 35 მილიონიანი მოსახლეობით. საწყის ეტაპზე ალუბლის, ბროწეულისა და ყურძნის წვენები გავა, შემდეგ უკვე  ეტაპობრივად თვითონვე დაარეგისტრირებენ სხვა კატეგორიის წვენებს. ჯამში პროდუქცია ორასამდე  ობიექტში გაიყიდება, ცხადია, ეს მაჩვენებელი ეტაპობრივად გაიზრდება“, - აცხადებს გოჩა ღვინეფაძე.

ბიზნესმენი გლობალურ გამოფენებში მონაწილეობას აფასებს და აცხადებს, რომ ამ მხრივ დიდია სახელმწიფოს როლი, კერძოდ, სოფლის განვითარების სააგენტოსი, რომლის ხელშეწყობითაც ქართული კომპანიების წარმომადგენლები საუდის არაბეთს სტუმრობდნენ.

,,ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, რაც ქართველი მწარმოებლებისთვის დამატებითი შანსია, უფრო მეტად განვვითარდეთ და ქვეყნის გარეთ მეტმა ადამიანმა გაგვიცნოს. ყოველ ახალი გამოფენას ახალი კონტრაქტები და გეგმები მოჰყვება. ასეთი მაღალი დონის გამოფენები დიდ იმედს იძლევა მომავალი პარტნიორული თანამშრომლობისთვის. ამ თვალსაზრისით, ქალაქ რიადში გამართულ გამოფენას საკმაოდ საინტერესო გაგრძელება მიეცა, რის შესაძლებლობას ბოლომდე გამოვიყენებთ“,  - ამბობს გოჩა ღვინეფაძე.

ცნობისთვის, „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და გასული წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება USAID -ის თანადაფინანსებით განხორციელებულ პროექტს, მისი ჯამური ინვესტიცია 235 000 დოლარს შეადგენს. აქედან 75 000 დოლარია გრანტია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა