AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
10-12 სექტემბერს, ბათუმში გამართულ მეათე საიუბილეო საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე – Ad Black Sea 2026, გრან პრის მფლობელი კიდევ ერთხელ PSP გახდა. ამასთან ერთად 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს პრიზიც მოიპოვა.
ფესტივალზე PSP-ს სამი სარეკლამო კამპანია იყო წარდგენილი - “რეცეპტი: სიმართლე”, “თავისუფლება გადამდებია” და “მეშეზლონგე”, რომლებზეც შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა.
„რეცეპტი: სიმართლე“ ფესტივალზე გრან პრითა და 2 ოქროთი დაჯილდოვდა; „თავისუფლება გადამდებია“ - ვერცხლით, ხოლო „მეშეზლონგემ“ ბრინჯაო მოიპოვა.
2026 წლის გრან პრის მფლობელი კამპანია “რეცეპტი: სიმართლე”, ბრენდის გულწრფელობასთან ერთად, გამბედაობიას და საზოგადოებისთვის მთავარი ღირებულების - სიმართლის წარმოჩენას ემსახურება. PSP აუდიტორიასთან შელამაზების გარეშე სიმართლეს საუბრობს გენდერული ნიშნით შერჩევითი აბორტის, გენდერული უთანასწორობის, „ჯანსაღი რუჯის“ სახიფათო მითის შესახებ.
PSP გახდა საერთაშორისო ფესტივალებზე ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე ქართული ბრენდი, რადგან ზოგჯერ, ყველაზე ძლიერი რამ, რაც აფთიაქს შეუძლია დანიშნოს - სიმართლეა.
Ad Black Sea რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეკლამის ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად შემოქმედებით ინდუსტრიას – საერთაშორისო სააგენტოებს და ბრენდებს აერთიანებს. წლევანდელი საიუბილეო, მეათე საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის პროგრამა განსაკუთრებითსაინტერესო და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებით სასიამოვნოდ დახუნძლული აღმოჩნდა.
სხვა სიახლეები
პირველი ფილიალი და გაფართოებული ასორტიმენტი - რა სიახლეები აქვს „ქეთო'ს“
14.09.2026.16:00
ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ნატურალური უცხო სახეობის ჯემებისა და მურაბების მწარმოებელი კომპანია „ქეთო'ს“ ისტორია 2020 წლიდან იწყება. ბოლო პერიოდში კომპანია ახალი მაღაზიის გახსნით, ასორტიმენტის გაფართოებითა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გააქტიურებით გამოირჩევა. ამ და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელი ქეთი მელაძე ესაუბრა.
„ერთ-ერთი მთავარი სიახლე მაღაზიის გახსნაა. ბაზარი ორბელიანზე მანამდეც მქონდა სივრცე, თუმცა სულ ახლახანს გავფართოვდი და სრულფასოვანი მაღაზია გავხსენი. ეს არის პირველი ფილიალი, რომელიც გავაკეთე და მისი გახსნა ჩემი დიდი ხნის მიზანი იყო.

მოთხოვნა და მომხმარებლების ინტერესი მზარდია, მაღაზიას კი აქტიურად სტუმრობენ ტურისტებიც. ამასთან, გავააქტიურე სოციალური ქსელების მიმართულებაც.
გავაფართოვე ასორტიმენტიც - დავამატე პომიდვრის ჩირი ზეთში და წიწაკის ჯემი მარაკუიით. სეზონი ახლა დაიწყო და ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას ვგეგმავ. მათ შორის, ვაპირებ ნივრის კრემის დამატებასაც.
წლის დარჩენილ პერიოდში ჩემი მთავარი პრიორიტეტი ასორტიმენტის გამრავალფეროვნება და გაფართოება იქნება. სამომავლო გეგმებში კი ახალი ფილიალების დამატებაც შედის“, - აცხადებს ქეთი მელაძე.