Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის AD BLACK SEA 2026-ის მეათე, საიუბილეო ღონისძიების დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს. ჯილდოები ასე გამოიყურება:
• ოქრო — „სუხიშვილები: 80 წლის ტრიუმფი“ | JoyBoy | კატეგორია: Editing
• ოქრო — მცირე ბიზნესის ქსელი | სუპერმარკეტი | კატეგორია: Customer Retail / In-Store Experience
• ვერცხლი — „სუხიშვილები: სადაც ცეკვა დაიბადა“ | JoyBoy | კატეგორია: Production Design / Art Direction
• ვერცხლი — „ჭადრაკის ახალი ტალღა“ | JoyBoy | კატეგორია: Promotional Item Design & Dm-Materials/Original Business Gifts
• ვერცხლი- „მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“ | Supermarket | კატეგორია: Production Design / Art Direction
• ბრინჯაო — „სუხიშვილები: სადაც ცეკვა დაიბადა“ | JoyBoy | კატეგორია: Cinematography
• ბრინჯაო — „სუხიშვილები: 80 წლის ტრიუმფი“ | JoyBoy | კატეგორია: Cinematography
• ბრინჯაო — „სუხიშვილები: ცეკვის იდენტობა“ | JoyBoy | კატეგორია: Corporate & Brand Identity
• ბრინჯაო — „ჭადრაკის ახალი ტალღა“ “ | JoyBoy | კატეგორია: Sponsorship & Brand Partnership
• ბრინჯაო- „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ | Q&A | კატეგორია: PR Campaigns
• ბრინჯაო- „მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“ | Supermarket | კატეგორია: Direction
„ეს ჯილდოები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის როლს შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების მხარდაჭერაში, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და ინოვაციური საკომუნიკაციო პლატფორმების შექმნაში,“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
სხვა სიახლეები
24.11.2026.10:30
Pegasus Airlines-მა Czech Airlines-ისა და Smartwings Group-ის შეძენის ტრანზაქცია დაასრულა
24.11.2026.09:00
თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა Czech Airlines-ისა და Smartwings Group-ის შეძენის ტრანზაქცია დაასრულა. აღნიშნული გარიგება მნიშვნელოვანი ეტაპია Pegasus Airlines-ის საერთაშორისო გაფართოებისა და Czech Airlines-ისა და Smartwings Group-ის სამომავლო განვითარებისთვის.
სტრატეგიული პარტნიორობა აერთიანებს საავიაციო სექტორში დამკვიდრებულ ორ ბიზნესს, რომლებსაც ურთიერთშემავსებელი ძლიერი მხარეები და გრძელვადიანი ზრდის საერთო მიზანი აქვთ.
გაერთიანებული ავიაპარკი 175-ზე მეტ საჰაერო ხომალდს მოიცავს. ამასთან, ორივე ავიაკომპანიის მიერ უკვე გაფორმებული მყარი შეკვეთები დამატებით 140 თვითმფრინავს ითვალისწინებს, რაც შემდგომი ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის.
Pegasus Airlines, რომელიც 1990 წელს დაარსდა, 2005 წლიდან დაბალბიუჯეტიანი ბიზნესმოდელით ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპია, რომ საჰაერო მოგზაურობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამჟამად ავიაკომპანია 57 ქვეყანაში, 161 მიმართულებით ასრულებს ფრენებს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა და საწვავის მოხმარების თვალსაზრისით ეფექტიან ავიაპარკს ფლობს.
Smartwings Group დასასვენებელ მოგზაურობებზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ავიაგადამყვანია. Czech Airlines-ის (CSA) ბრენდთან ერთად ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საავიაციო ჯგუფს წარმოადგენს. კომპანიის ქსელი 20 ქვეყანაში 80 მიმართულებას მოიცავს. ჯგუფს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს წამყვან ტუროპერატორებთან და მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია რეგიონის საავიაციო ბაზარზე.
კომპანიების გაერთიანების მიზანია არსებული ძლიერი მხარეების შენარჩუნება და განვითარება, კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და სამომავლო ზრდისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
Pegasus Airlines-ის ფართო საერთაშორისო ქსელის, ოპერაციული გამოცდილებისა და ინოვაციური დაბალბიუჯეტიანი ბიზნესმოდელის გაერთიანება Smartwings-ის ძლიერ პოზიციებთან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტურისტულ ავიაბაზარზე გრძელვადიანი წარმატებისთვის უფრო მყარ საფუძველს შექმნის და დამატებით ღირებულებას მოუტანს მომხმარებლებს, თანამშრომლებსა და ბიზნესპარტნიორებს.
Smartwings საქმიანობას კვლავ ორი ბრენდით Smartwings-ითა და Czech Airlines-ით გააგრძელებს. შენარჩუნდება კომპანიის ყოველდღიური ოპერაციები, მომხმარებლებთან ურთიერთობები და მომსახურების მიწოდების არსებული სისტემა. ამასთან, გაჩნდება ინოვაციების, განვითარების და თანამშრომელთა პროფესიული ზრდის ახალი შესაძლებლობები.