AD Ports Group-ისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრაზე თბილისის მშრალი პორტის პროექტზეც იმსჯელეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა "Abu Dhabi Ports"ის (AD Ports Group) რეგიონულ დირექტორს და მის თანხმლებ პირებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სამსონ ურიდიამ წარადგინდა პრეზენტაცია შემოსავლების სამსახურის სისტემაში მიმდინარე რეფორმების, მარტივი, გამჭვირვალე და ელექტრონული საბაჟო ფორმალობების აღსრულების შესახებ, რომელთა ერთობლიობა ქმნის ლოგისტიკური ჰაბის განვითარებისთვის ხელშემწყობ გარემოს. ყურადღება გამახვილდა აბუ დაბის ჯგუფთან თანამშრომლობის განვითარებაზე თანამედროვე გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა თბილისის მშრალი პორტის პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობს Abu Dhabi Ports Group-ი და მიზნად ისახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად თანამედროვე მულტიფუნქციური ლოგისტიკური ჰაბის შექმნას.
საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან სტუმრებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია - საბაჟო-სატრანზიტო პროცედურების განხორციელების, ასევე მონაცემთა წინასწარ, ელექტრონულ რეჟიმში გაცვლისა და ელექტრონული ვაჭრობის რეგულირების შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ.
შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.