როგორ ეხმარება hiro კომპანიებს ადამიანური რესურსების მართვის პროცესების გაუმჯობესებაში
hiro ადამიანური რესურსების მართვის სააგენტოა, რომელიც 2019 წლიდან ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს HR აუთსორსინგისა და ადამიანური რესურსების მართვის მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის საქმიანობის სპეციფიკაზე, HR აუთსორსინგზე მზარდ მოთხოვნასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს hiro-ს რეკრუტინგის მიმართულების ხელმძღვანელი ნინუცა ჭანტურიძე ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებელს?
hiro ადამიანური რესურსების მართვის სააგენტოა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს კომპლექსურ HR მომსახურებას სთავაზობს.
ბაზარზე 2019 წლიდან ვოპერირებთ. ჩვენი მიდგომაა, ჯერ გავიგოთ კომპანიის მიზნები, სამუშაო კულტურა და საჭიროებები, შემდეგ კი შევთავაზოთ მის რეალობაზე მორგებული HR მხარდაჭერა. ეს შეიძლება მოიცავდეს თანამშრომლების მოძიებასა და შერჩევას, ახალი თანამშრომლების ადაპტაციას, როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრას, უკუკავშირისა და შეფასების პროცესების ჩამოყალიბებას.
როგორია დღეს ქართულ ბაზარზე HR აუთსორსინგის მიმართ მოთხოვნა და ძირითადად რა ტიპის კომპანიები ინტერესდებიან თქვენი მომსახურებით? რა საჭიროებების გადაჭრაში ეხმარებით მათ?
ჩვენი გამოცდილებით, HR აუთსორსინგის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება. კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია დროისა და რესურსების დაზოგვა, პროფესიული მხარდაჭერის მიღება და ამოცანების სწრაფად შესრულება. ამასთან, ისინი აფასებენ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა ბიზნესთან მუშაობით დავაგროვეთ. ამიტომ ხშირად მოგვმართავენ როგორც კომპანიები, რომლებსაც საკუთარი HR გუნდი არ ჰყავთ, ისე ორგანიზაციები, რომლებსაც არსებული გუნდის გაძლიერება და დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ.
hiro-სთან თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროსა და მასშტაბის კომპანიები, მათი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, საქმიანობის დაწყებიდან ბიზნესის გაფართოებამდე. ზოგისთვის პრიორიტეტი ვაკანსიების მოკლე დროში შევსება ან ახალი გუნდის დაკომპლექტებაა, სხვებისთვის კი ადამიანების მართვის პროცესების გაუმჯობესება, თანამშრომელთა განვითარება ან არსებული HR გუნდის მხარდაჭერა.
ჩვენთან თანამშრომლობა კომპანიებს საშუალებას აძლევს, საჭიროების მიხედვით გადმოგვაბარონ კონკრეტული ამოცანები ან სრული HR მომსახურება. შედეგად, ხელმძღვანელებსა და შიდა გუნდებს მეტი დრო რჩებათ სხვა პრიორიტეტებსა და ბიზნესის განვითარებაზე სამუშაოდ.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
hiro-ს კონკურენტული უპირატესობა მრავალწლიანი გამოცდილება, ბიზნესის საჭიროებების სწორად გაგება და ინდივიდუალური მიდგომაა. სხვადასხვა ორგანიზაციასთან მუშაობით დაგროვილი ცოდნა გვეხმარება, თითოეულ კომპანიას პრაქტიკული და მისთვის შესაფერისი გადაწყვეტილებები შევთავაზოთ.
სწრაფად ვერთვებით საქმეში, ვინარჩუნებთ მუდმივ კომუნიკაციას და შეთანხმებულ ამოცანებს პასუხისმგებლობით ვასრულებთ. ჩვენთვის ნდობა სწორედ ამ ყოველდღიური მუშაობით იქმნება, როცა პარტნიორმა იცის, რას უნდა ელოდოს ჩვენგან, დროულად იღებს მხარდაჭერას და ხედავს შედეგს.
როგორია კომპანიის განვითარების სამომავლო გეგმები? იგეგმება თუ არა მომსახურების მიმართულებების გაფართოება, ახალი სერვისების დანერგვა ან ბაზარზე პოზიციების გაძლიერება?
ვგეგმავთ პრაქტიკული ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების შექმნას HR სპეციალისტებისა და მენეჯერებისთვის. გვინდა, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ მათ და დავეხმაროთ თანამშრომლების შერჩევის, მართვისა და განვითარების უნარების გაძლიერებაში.
ამასთან, ვგეგმავთ ხელოვნური ინტელექტის უფრო აქტიურად გამოყენებას ყოველდღიური ამოცანების გასამარტივებლად და პროცესების დასაჩქარებლად. ჩვენი მიზანია, კომპანიებს კიდევ უფრო სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ და მაქსიმალურად მოკლე დროში დავეხმაროთ გუნდების გაძლიერებასა და ბიზნესის განვითარებაში.
ამ ნაბიჯებით ვგეგმავთ პარტნიორი კომპანიების წრის გაფართოებასა და ბაზარზე hiro-ს პოზიციების გაძლიერებას.
სხვა სიახლეები
როგორ ეხმარება hiro კომპანიებს ადამიანური რესურსების მართვის პროცესების გაუმჯობესებაში
17.11.2026.12:00