მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ADB-სა და „საქართველოს კაპიტალის“ თანამშრომლობით რეგიონში ყველაზე დიდი, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ემისია მოხდა

news image
mbc image

 აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და სააქციო საზოგადოება (სს) „საქართველოს კაპიტალის“ თანამშრომლობით „საქართველოს კაპიტალის“ მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ობლიგაციების ემისია მოხდა. ADB-მ, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა არსებითი დახმარება გაუწია კომპანიას ამ ინოვაციური ინსტრუმენტის მისაღებად. ეს ADB-ის პირველი ინვესტიციაა კერძო სექტორის მდგრადობასთან დაკავშირებულ ობლიგაციებში.

„საქართველოს კაპიტალმა“ ჯამში150 მილიონი აშშ დოლარის ($) ხუთწლიანი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა. ეს საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული ყველაზე დიდი სავალო ვალდებულებაა და მდგრადობასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი  ობლიგაციაა საქართველოსა და კავკასიაში. ADB აღნიშნულ ობლიგაციებში $16 მილიონის ინვესტირებას განახორციელებს და მიღებული თანხა მოხმარდება განახლებული ენერგიისა და განათლების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების რეფინანსირებას და კორპორატიული საქმიანობის მხარდაჭერას ჯგუფის მდგრადობასთან დაკავშირებული მთავარი საწარმოო ინდიკატორის მისაღწევად. 

„ADB-ის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკის ეს ინვესტიცია იმ მხარდაჭერის ნაწილია, რასაც ბანკი თავისი წევრი განვითარებადი ქვეყნების კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის ახორციელებს ინოვაციური და ახალი მიმართულების მიმცემი ემისიებით, განსაკუთრებით კლიმატისა და მდგრადობის კუთხით,“ – განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სიუზან გაბურიმ. – „ADB-ის ხანგრძლივმა თანამშრომლობამ „საქართველოს კაპიტალთან“ შესაძლებელი გახადა ამ მდგრადობასთან დაკავშირებული ინსტრუმენტის შეთავაზება. ველოდებით, რომ აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დიდი მოცულობა და კერძო სექტორის მხრიდან გამოხატული ჯანსაღი მოთხოვნა, ხელს შეუწყობს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში კლიმატთან დაკავშირებული მეტი ობლიგაციის გამოშვებას.“

მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაცია მოწინავე სასესხო ინსტრუმენტია, რომელიც საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით გაიცემა. მას აქვს კლიმატთან დაკავშირებული მიზნები, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული მთავარი ინდიკატორებით იზომება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევით ფასდება. ბონდების საიმედოობაზე  დამოუკიდებელი შეფასება „სასთეინანალიტიკსმა“ წარმოადგინა, ემიტენტის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ჩარჩოზე დაყრდნობით, რაც თანხვედრაშია კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო ასოციაციის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების პრინციპებთან.

ეს ემისია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია „საქართველოს კაპიტალის“ ოპერაციების ნულოვან ემისიაზე გადასასვლელად, რასაც მიზნად ისახავს 2050 წლისათვის. მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ფარგლებში „საქართველოს კაპიტალი“ გეგმავს 2027 წლისათვის სათბური აირების გამოყოფის 2022 წელთან შედარებით 20%-ით შემცირებას. ეს ასევე დაეხმარება საქართველოს მიერ პარიზის შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებას 35%-ით შეამციროს სათბური აირების ემისია და 2030 წლისათვის 1990 წლის დონეს ჩამოსცდეს. ამ უმნიშვნელოვანესმა ტრანზაქციამ მოიზიდა  საქართველოში გამოშვებული კორპორატიული ფასიანი ქაღალდებისთვის უპრეცენდენტოდ მაღალი $83 მილიონის კერძო სექტორის ინვესტიცია.

„„საქართველოს კაპიტალი“ ერთ-ერთი პირველია რომელმაც ნულოვან ემისიაზე გადასვლის ვალდებულება აიღო, რითაც ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყანის დახმარებას ნულოვანი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასასვლელად,“ განაცხადა „საქართველოს კაპიტალის“ თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა. „ემისია ასევე დაეხმარება ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას და წაახალისებს რეგიონში მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტებისა და სტანდარტების გამოყენებას. ის ასევე გააძლიერებს ჩვენს ფინანსურ მოქნილობას და მოგვცემს შესაძლებლობას განვაგრძოთ სავალო ვალდებულებების მნიშვნელოვნად შემცირება. მადლობელი ვართ ADB-ის მხარდაჭერის და ველოდებით კლიმატის ინვესტიციებში თანამშრომლობის გაგრძელებას.“

„საქართველოს კაპიტალი“  ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო საინვესტიციო კომპანიაა საქართველოში. მისი მრავალფეროვანი პორტფელი მოიცავს საბანკო და სადაზღვევო სფეროს, ჯანდაცვას, განახლებული ენერგიის, წყალმომარაგების სერვისების, განათლების, საცხოვრებელი სახლებისა და მასპინძლობის მიმართულებებს. ღია სააქციო საზოგადოება „საქართველოს კაპიტალი“, სს „საქართველოს კაპიტალის“ მფლობელი კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული. ADB და „საქართველოს კაპიტალის“ პორტფელში შემავალი კომპანიები თანამშრომლობენ 2019 წლიდან.    

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა