მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილების მცირე პროფიციტია - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

news image
mbc image

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის ალექსი ნონიაძის განცხადებით, ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილების მცირე პროფიციტი მაინც რჩება.

„2023 წელს პროფიციტი 60 ათასი ერთეულით მეტი ავტომობილი იყო.  ახლა ავტომობილების 1/3  კიდევ არის დარჩენილი, რომელიც თავის მყიდველს ელოდება“, -აცხადებს ალექსანდრე ნონიაძე.

მისი შეფასებით ადგილობრივ ავტობაზარზე ზაფხულის პერიოდი იყო აქტიური, თუმცა გაიყიდა ის მოდელები გაიყიდა, რომელზეც მაღალი მოთხოვნა იყო.

„პირველი და მეორე კვარტალში ბაზარი ნაკლებად აქტიური იყო. თუ დინამიკაში დავაკვირდებით, არც ახლაა აქტიური სეზონი. იანვარი ნაკლებად აქტიური პერიოდია. ჩვენთანაც დღესასწაულია და იმ ქვეყნებშიც სადაც საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე გადის, რაც ვაჭრობის პროცესს აჩერებს“, - აცხადებს ნონიაძე.

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე Business Insider Georgia-სთან ბაზარზე პროფიციტის მიზეზებსაც განმარტავს:

„2020 წლის შემდეგ პოსტპანდემიურ პერიოდში 2023 წელი იყო აქტიური. მოთხოვნა გაიზარდა და დილერებმა და ლოგისტიკურმა კომპანიებმა ჩათვალეს,რომ დავუბრუნდით იმ ზღვარს, რომელიც გვქონდა 2020 წლამდე. ამიტომ შემოიყვანეს იმაზე მეტი ავტომობილი ვიდრე ბაზარს სჭირდებოდა და დადებითმა მოლოდინებმა შექმნეს ჭარბი მიწოდება. ბაზარმა ამ დრომდე ვერ გაიწოვა ეს ავტომობილები“.

ამასთან ნონიაძე ამბობს, რომ გაიზარდა ავტომობილების ტრანსპორტირების ხარჯები და რაც უფრო დიდხანს რჩება ავტომობილი ადგილზე, იზრდება ბაზრობაზე დგომის ხარჯი და ემატება საფასური.

„ავტოდილერებს მოგება არ რჩებათ. თვითღირებულება რომ გაიზარდა, იძულებულები არიან ფასი იგივე დატოვონ და ავტომობილებზე  მოგების მარჟა შეამცირონ“, - ამბობს ნონიაძე. 

იგივე თემაზე:

როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა