მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ადგილობრივ ბაზარზე საწვავი გაიაფდა - გაგრძელდება თუ არა ფასის კლების ტენდენცია

news image
mbc image

მთავრობისა და ბიზნესის აქტიური კომუნიკაციის ფონზე საწვავის გაიაფება დაიწყო და ტენდენცია გაგრძელდება. ამ დროისთვის არაბრენდირებულ სადგურებსა და ბრენდირებულებშიც საწვავის ფასმა გარკვეული კორექტირება განიცადა. საფასო სხვაობა ბოლო 10 დღეში 5-დან 10 თეთრის ფარგლებშია. 

ამ პროცესს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნავთობის იმპორტიორი კომპანიების კრიტიკა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ღიად აცხადებს, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავზე ფასები მკვეთრად შემცირდება, რაზეც  საწვავის მომწოდებლებთან და რეალიზატორებთან შეთანხმება მიღწეულია.

საწვავის გაიაფების ფაქტს ადასტურებს და იმპორტიორთა პოზიციას იზიარებს „გლობალური სავაჭრო ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი.

მისი განცხადებით, საწვავზე ფასები მცირდება, თუმცა  ვერ აკონკრეტებს რა იქნება მომავალში და სანამდე შეიძლება გაგრძელდეს გაიაფების ტენდენცია.

„ფასების შემცირება რეალურად დაწყებულია. დიზელის საწვავის შემთხვევაში გაიაფების ტრენდი ცალსახად გაგრძელდება. გარკვეული დოზით დაიკლებს ბენზინის ფასიც დიდი ქსელური კომპანიების ხარჯზე. პატარა ქსელებს ფასების კლების რესურსი ამ ეტაპზე არ აქვთ. ბრენდირებულ ქსელებში კი ბენზინის და დიზელიც გაიაფდება.

კონკრეტულად ვერ გეტყვით რა ნიშნულამდე, თუმცა ცხადია, რუსეთის ფაქტორიც მოქმედებს. საერთაშორისო ფასთან შედარებით, რუსეთიდან იაფი პროდუქტი შემოდის და ფასებზე ლავირების საშუალებას იძლევა", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი Business Insider Georgia -სთან.

მისივე თქმით, დღესდღეობით საქართველოში საწვავი, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის საკმაოდ დაბალი ღირებულებით.

მთვრალაშვილის შეფასებით ბაზარზე არსებული ვითარება გავლენას ახდენს საფასო პოლიტიკაზე და საწვავზე ფასის კლება სწორედ ამითაა განპირობებული.

ცნობისთვის, 2022 წელს საქართველომ რუსეთში $622 747 მილიონის ღირებულების ნავთობპროდუქტები შეიძინა, შედეგად კი 2021 წლის ლიდერი იმპორტიორი თურქმენეთი ჩაანაცვლა.

18 თებერვლის მონაცემებით, ბრენდირებულ ქსელებში 1 ლიტრი „რეგულარი"  2,49-2,70 ლარი ღირს. ამავე მოცულობის დიზელის ფასი 3,59-3,65 ლარის ფარგლებშია.

პრემიერის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულების პარალელურად, სამინისტროების მიერ უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში საწვავის ფასს შეისწავლის.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა