მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის გაძლიერება - ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი მანქანიანი კონტეინერების გახსნის მომსახურებისა და შენახვის საფასურს ამცირებს

news image
mbc image

ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, BICT (ბი აი სი თი) აცხადებს ტარიფების მნიშვნელოვან შემცირებას. ეს ცვლილებები შეეხება მანქანიანი კონტეინერების გახსნის მომსახურებისა და შენახვის საფასურს, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი მომხმარებლების ხელშეწყობას, განსაკუთრებით მათთვის, რომლებსაც საქმიანობის წარმოება უწევთ მეორადი ავტომანქანების ბიზნესისთვის რთულ პერიოდში. 

ეკონომიკური გაურკვევლობისა და ბაზრის რყევების ფონზე, BICT (ბი აი სი თი) აცნობიერებს მომხმარებელთა გვერდით დგომის მნიშვნელობას. როგორც ლოგისტიკური ჯაჭვის მნიშვნელოვანი მონაწილე, BICT (ბი აი სი თი) მოწოდებულია ხელი შეუწყოს გარემოს, სადაც ბიზნესს შეუძლია წარმატებულად იფუნქციონიროს, თუნდაც რთულ პირობებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, BICT (ბი აი სი თი) მოხარულია შესთავაზოს ტარიფების შემცირება ყველა ადგილობრივ პარტნიორს. 

„გადაწყვეტილება მანქანიანი კონტეინერების გახსნის მომსახურებისა და შენახვის საფასურის ტარიფების შემცირების შესახებ ადასტურებს BICT-ის მზაობას მხარი დაუჭიროს ადგილობრივ ბიზნესს. მეორადი ავტომობილების ინდუსტრიაში ჩართული მხარეების წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, აღნიშნული ტარიფების შემცირება მიზნად ისახავს ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას BICT-ს პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის. 

სრულყოფილება BICT (ბი აი სი თი) თვის არ არის მხოლოდ მიზანი; ეს არის ვალდებულება, რომელსაც ჩვენ ვიცავთ ჩვენი ოპერაციების ყველა ასპექტში. გადაწყვეტილება ტარიფების შემცირების შესახებ გამოხატავს ჩვენს ურყევ ერთგულებას ადგილობრივი ბიზნესის მხარდასაჭერად და ჩვენს საზოგადოებაში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მომხმარებლების გვერდში დგომით შევძლებთ დავძლიოთ გამოწვევები და მივაღწიოთ წარმატებას ერთობლივად. 

დასასრულს, მანქანიანი კონტეინერების გახსნის მომსახურებისა და შენახვის საფასურის ტარიფების შემცირების შესახებ გადაწყვეტილება ხაზს უსვამს BICT (ბი აი სი თი)-ს მზაობას მხარი დაუჭიროს ადგილობრივ ბიზნესს. ეს ცვლილებები მიმართულია ფინანსური ტვირთის შესამსუბუქების, საოპერაციო ეფექტურობის გაზრდისა და დროებითი სირთულეების დაძლევისაკენ. 

თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა და რჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად”, - ამბობს ნიკოლოზ გოგოლი, BICT (ბი აი სი თი)- ს მმართველი დირექტორი. 

აღნიშნულ სიახლეებთან გაცნობა უფრო დეტალურად შეგიძლიათ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.bict.ge.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა