მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - „ნიკორა ტრეიდი“

news image
mbc image

 „ნიკორა ტრეიდის“ ახალი ლოგისტიკური ცენტრი წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს, კომპანიის ზრდისა და გაფართოების მიმართულებით, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი თემურ ალექსანდრია. 

სს „ნიკორა ტრეიდმა", თიბისი კაპიტალის მხარდაჭერითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 120 მილიონი ლარის ემისიის პირველი ტრანში - 60 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. 

მოზიდული თანხებით კი „ნიკორა ტრეიდი“ ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას დააფინანსებს. 

„ახალი ცენტრის შესაძლებლობები ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ოპერაციების ოპტიმიზაციას, არამედ ბაზრის სეგმენტების გაფართოებასა და ახლის ათვისებას. ასეთი ინფრასტრუქტურული ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად და ეფექტურად დავაკმაყოფილოთ ბაზრის მოთხოვნები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს კომპანიის პოზიციასა და სანდოობას.

ისიც აღსანიშნავია, რომ შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც თავის მხრივ, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს არა მხოლოდ ახალ შესაძლებლობებს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამუშაო ძალის სტაბილურობასა და კეთილდღეობას“, - განმარტავს თემურ ალექსანდრია.

ირკვევა, რომ კომპანიის მიერ დანონსებული 120 მლნ ლარის ობლიგაციების ემისიიდან დანარჩენი ტრანშის განხორციელება 2025 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.

„ტრანშების ასეთ ეტაპობრივ გაშვებას მშენებლობის სპეციფიკა განაპირობებს: თავდაპირველად სრული თანხა საჭირო არ არის, ამიტომ ობლიგაციების ემისიას პროექტის ეტაპებთან ვაკავშირებთ. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს, ეტაპობრივად უზრუნველვყოთ საჭირო სახსრები, რაც ლოგისტიკური ცენტრის ეფექტურ და თანმიმდევრულ მშენებლობას შეუწყობს ხელს“, - განმარტავს თემურ ალექსანდრია.

„ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, „ნიკორა ტრეიდის“ მიერ გამოშვებული ობლიგაციებით დაინტერესება ძირითადად საფინანსო სექტორის მოთამაშეებმა და კერძო ინვესტორებმა უნდა გამოხატონ.

„ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებს, რომლებსაც აქვთ ინტერესი FMCG სექტორში ინვესტირებისა და ზრდის მიმართ“, - აცხადებს ალექსანდრია.

 აღნიშნული ცენტრი თბილისში, აეროპორტის სიახლოვეს, დაახლოებით 10 ჰექტარ მიწაზე აშენდება. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია მუშაობა სანებართვო დოკუმენტაციაზე, ხოლო მშენებლობა მომდევნო თვეებში დაიწყება.

„ჩვენი ვარაუდით, პროექტი 2-3 წლის ვადაში დასრულდება. ეს ცენტრი არ იქნება მხოლოდ „ნიკორას“ და მისი შვილობილი კომპანიების მომსახურებისთვის. ცენტრი ასევე დააკმაყოფილებს სხვა კომპანიების პროდუქციის შენახვისა და დისტრიბუციის საჭიროებებს. ლოგისტიკური ცენტრის ფართობი იქნება 42 000 კვადრატული მეტრი, და სრულად იქნება დატვირთული ასეულობით მილიონი ლარის პროდუქციით. ამ პროექტმა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს კომპანიის ბიზნეს პროცესების ეფექტურობა, მოახდინოს მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია და გაზარდოს პროდუქციის ხელმისაწვდომობა მაღაზიებში.   შემცირდება პროდუქტების დანაკარგიც, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. 

კომპანიის ისტორია ქართული წარმოებით იწყება, ამიტომ ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს პროექტი იქნება შესაძლებლობა იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც ქმნიან საინტერესო პროდუქტებს, მაგრამ არ ფლობენ სადისტრიბუციო სიმძლავრეებს. მათ საშუალება ეძლევათ, საკუთარი პროდუქტი ერთ ადგილზე მიწოდებით გააშალონ მთელ ქსელში“, - აცხადებს თემურ ალექსანდრია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა