მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Ads მენეჯერით შექმნილი წარმატებული შეთავაზება – Board Games Corner-ის გამოცდილება

news image
mbc image

თანამედროვე სამყაროში ბიზნესის განვითარებისთვის სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლებთან – სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, სასურველი შემოსავლების/ინტერესების მქონე ადამიანებთან დაკავშირება და მათთვის რელევანტური შეთავაზებების შექმნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის დახმარებით ბიზნესებს საშუალება აქვთ, თავიანთი შეთავაზებები საქართველოს ბანკის 1.3 მილიონზე მეტ მომხმარებელს პირდაპირ გაუზიარონ, თანაც მომსახურების საკომისიოს გარეშე.

ფასდაკლებები, ქეშბექი და პლუს ქულების დაგროვების აქციები – ეს იმ შეთავაზებების ჩამონათვალია, რომლის გაკეთება ბიზნესებს Ads მენეჯერით შეუძლიათ. პერსონალიზებულ და მათთვის რელევანტურ შეთავაზებებს კი საქართველოს ბანკის მომხმარებლები მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე ნახავენ.

შეთავაზების შექმნის დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ამჟამად Ads მენეჯერის სერვისით ყოველთვიურად ასობით კომპანია სარგებლობს, მათ შორის ერთ-ერთია სამაგიდო თამაშების უმსხვილესი მაღაზია – Board Games Corner, რომლის დირექტორი, ბონდო ლომიძე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

– მოგვიყევით, რატომ გადაწყვიტეთ Ads მენეჯერით სარგებლობა და როგორი იყო სამომხმარებლო გამოცდილება?

ჩვენი მხრიდან Ads მენეჯერის მიმართ ინტერესი მისი გამოჩენისთანავე გაჩნდა. იგი ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ძალიან მოსახერხებელია თითოეული ბიზნესისთვის. მისი საშუალებით კომპანიებს საკუთარი შეთავაზებების დაგეგმვა ბანკთან ერთად შეუძლიათ. Ads მენეჯერს მისი დიზაინი და ინტერფეისი გამოარჩევს, სადაც თითოეული დეტალი გასაგები და ინტუიციურია, ამიტომ მისი გამოყენება ჩვენთვისაც ძალიან მარტივი აღმოჩნდა.

– რას მოიცავდა უშუალოდ Board Games Corner-ის შეთავაზება?

ჩვენი შეთავაზება 20 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში sCool Card-ის და სტუდენტური ბარათის მფლობელებს გადახდილი თანხის 50% უკან უბრუნდებოდათ ქეშბექის სახით.

– როგორ შეარჩიეთ სამიზნე აუდიტორია?

სამაგიდო თამაშები ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეხმარება დრო სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატაროს, მაგრამ ყველაზე მეტად ამ საინტერესო სფეროში სწორედ სტუდენტები და მოსწავლეები არიან ჩართულნი. აქედან გამომდინარე, სამიზნე აუდიტორიის შერჩევა რთული სულაც არ იყო, ავარჩიეთ სეგმენტი, რომელსაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდა ამ შეთავაზების გამოყენება.

– რამდენად გამოსადეგი იყო Ads მენეჯერის ანალიტიკური პროგრამა?

ანალიტიკური პროგრამა განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენთვის, რადგან მისი მეშვეობით უამრავ დეტალს შეგვიძლია მივაქციოთ ყურადღება, იქნება ეს: ახალი მომხმარებლების რაოდენობა, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების ჩართულობის ანალიტიკა, მონაცემების ანალიზი თუ სხვა.

– როგორი შედეგები მიიღეთ Ads მენეჯერში შეთავაზების გაშვებით?

მოგეხსენებათ, ნოემბერში უკვე იწყება ხოლმე წინასაახალწლო აურზაური, ახალ წელს კი სამაგიდო თამაშები საუკეთესო საჩუქარია. ნოემბერში დაგეგმილმა აქციამ ნამდვილად ძალიან კარგი შედეგები მოგვცა – 10-ჯერ მეტი მომხმარებელი სტუდენტური სეგმენტიდან, სწორედ ამიტომ Ads მენეჯერს უდიდეს რეკომენდაციას გავუწევდი, რადგან ეს პლატფორმა აქციების დაგეგმვის თითოეულ ეტაპზე დიდ დახმარებას გვიწევს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Board Games Corner-ი სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი მაღაზიაა საქართველოში, სადაც თავმოყრილია 300-ზე მეტი შემეცნებითი, გასართობი და საინტერესო სამაგიდო თამაში. კომპანიის მიზანი საქართველოში სამაგიდო თამაშების პოპულარიზაციაა, სწორედ ამიტომ, მაღაზიის გარდა, Board Games Corner-მა სამაგიდო თამაშების კლუბიც დააფუძნა.

Board Games Corner-ის მსგავსად, საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში შეთავაზებების გაკეთება ნებისმიერი ბიზნესისთვის მარტივადაა შესაძლებელი. ამისათვის Manager.bog.ge-ზე შესვლა და მოკლე პროცედურის გავლაა საჭირო, რის შემდეგ, თქვენს შეთავაზებას ასიათასობით მომხმარებელი იხილავს. Manager.bog.ge-ზე შესვლა შეგიძლიათ მომხმარებლის იმ სახელითა და პაროლით, რომლითაც სარგებლობთ ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში. უნდა აღინიშნოს, რომ შეთავაზებების გაკეთებისას შეიძლება გაითვალისწინოთ: მომხმარებლის ასაკი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი, ინტერესები. ამ პარამეტრების დახმარებით Ads მენეჯერში ისეთი შეთავაზება შეგიძლიათ შექმნათ, რომელიც ზუსტად მოერგება სამიზნე აუდიტორიის ინტერესებს და უკეთეს შედეგებსაც მოგცემთ.  

შესაბამისად, Ads მენეჯერის საშუალებით შეგიძლიათ უფრო მეტ მომხმარებელს მარტივად მისწვდეთ და თქვენი ბიზნესიც პირდაპირპროპორციულად გააფართოოთ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა