აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, თიბისიში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 10 უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტი დაესწრო.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა თიბისისა და სტაჟირების პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ კომპანიის მიდგომებს ახალგაზრდების განვითარებისა და პროფესიული ზრდის მიმართულებით და გაიგეს, რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროგრამა მათ, ვისაც კარიერის დაწყება თიბისიში სურს.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი პანელური დისკუსია იყო, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს პროგრამის მონაწილე სტაჟიორებისა და მენტორების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. მონაწილეებმა ისაუბრეს პროგრამის ყოველდღიურობაზე, სამუშაო პროცესსა და იმ გამოცდილებაზე, რომელსაც თიბისიში პროფესიული განვითარების პირველ ეტაპზე იღებენ. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს და პასუხები უშუალოდ იმ ადამიანებისგან მიიღეს, რომლებიც პროგრამის შიდა პროცესებს ყველაზე კარგად იცნობენ.
შეხვედრის განმავლობაში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ სტაჟირების პროგრამაში წარმოდგენილი ყველა მიმართულების წარმომადგენელს, მიეღოთ ინფორმაცია კონკრეტული სფეროების შესახებ და უშუალოდ გაეგოთ, როგორია მუშაობა თიბისის სხვადასხვა გუნდში. ახალგაზრდები ასევე შეხვდნენ ადამიანური რესურსების მიმართულების წარმომადგენლებს, რომლებმაც შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს.
თიბისისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა მათი პოტენციალის აღმოჩენისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობას ნიშნავს. სტაჟირების პროგრამით თიბისი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, გამოცადონ საკუთარი ძალები, ისწავლონ პროფესიონალებისგან და პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან კარიერულ გზაზე.
თიბისის სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი. გაეცანი მიმართულებებს, აირჩიე შენთვის საინტერესო სფერო და დღესვე დარეგისტრირდი თიბისის სტაჟირების პროგრამაზე.
მთავარია გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, გაბედო და სცადო.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა „ვითი ჯგუფმა“ ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის ახალი კამპუსი გახსნა
13.10.2026.15:00
საქართველოს ბანკი ბიზნესი განათლების სექტორში თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნის მიზნით ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორმა კომპანია „ვითი ჯგუფმა“ ბათუმში ქართულ-ამერიკული სკოლის ახალი კამპუსი გახსნა.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 11.5 მლნ. ლარს შეადგენს, საქართველოს ბანკის დაფინანსება კი 7 მლნ. ლარია.
ახალი კამპუსი ბაგრატიონის ქუჩა #117-ში მდებარეობს. სასწავლო სივრცე 596 მოსწავლეზეა გათვლილი. ის თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და აერთიანებს სპეციალიზებულ ლაბორატორიებსა და ტექნოლოგიურ სივრცეებს, რომლებიც მოსწავლეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
კამპუსში ასევე განთავსებულია 150 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, რომელიც მოსწავლეების განთავსებასთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიების, მათ შორის სეზონური სკოლებისა და ბანაკების, მასპინძლობას შეძლებს.
„ბათუმის ახალი კამპუსის გახსნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო სივრცეები და საერთო საცხოვრებელი შესაძლებლობას გვაძლევს, მოსწავლეებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემო შევთავაზოთ. საქართველოს ბანკთან 2007 წლიდან ვთანამშრომლობთ და წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი პროექტი განვახორციელეთ. მოხარული ვართ, რომ ახალი კამპუსის პროექტის განხორციელებაშიც ჩვენი პარტნიორია.
საგანმანათლებლო მიმართულების განვითარების შემდეგ ეტაპს თბილისში ახალი კამპუსის პროექტი წარმოადგენს. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, რომელიც ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების მიღებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა „ვითი ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან გოგიამ.
„განათლების სფეროში თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარული ვართ, რომ „ვითი ჯგუფთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში ახალი კამპუსის პროექტშიც ვმონაწილეობთ. გვჯერა, რომ ახალი კამპუსი მოსწავლეებს თანამედროვე სასწავლო გარემოს შეუქმნის და განათლების მიმართულებით კომპანიის განვითარების შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ. ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი წეროძემ.