მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების პროგრამები და ისწავლე უფასოდ - განაცხადების მიღება დაიწყო

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება უკვე დაიწყო. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, განაცხადი სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამაზე შეავსონ, დაეუფლონ ტექნოლოგიებს და მიიღონ ცოდნა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია რამდენიმე სასტიპენდიო პროგრამაზე მიმდინარეობს, მათ შორისაა:

საქართველოს ბანკის სტიპენდიები ადგილობრივ უნივერსიტეტებში

საქართველოს ბანკი ბაკალავრიატის სტუდენტებს 23 პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა ახალგაზრდებს სწავლის გაგრძელებისა და აკადემიური მიზნების მიღწევაში ეხმარება.

პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის პირობების გასაცნობად ეწვიეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიების გვერდს.

გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის

საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია არქიტექტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. პროგრამის ფარგლებში, ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღება შეუძლიათ.

პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ  სტიპენდიის გვერდს.

AI სტიპენდია გოგოებისთვის

ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის მიღებისა და ახალი პროფესიული შესაძლებლობების აღმოჩენის მიზნით, საქართველოს ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისთვის სპეციალურ AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.

პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. მონაწილეობის პირობებისა და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ  AI სტიპენდიის გვერდს.

სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში - ახალი უნარებისა და შესაძლებლობებისთვის

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პროფესიის შეცვლა, ახალი უნარების შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, საქართველოს ბანკი  პროფესიული განათლების სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, ახალი პროფესიები 20-მდე პარტნიორ აკადემიაში სრული დაფინანსებით შეისწავლონ. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია მალე დაიწყება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროგრამის გვერდს.

საქართველოს ბანკის სტიპენდია მოსწავლეებისთვის პროფესიულ აკადემიებში - შეისწავლეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულება უფასოდ

პროფესიულ აკადემიებში, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი სკოლის მოსწავლეებსაც აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიებსა და ახალ უნარებს. ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კურსი ბანკის პარტნიორ აკადემიებში და მიიღონ სწავლის საფასურის 100%-იანი დაფინანსება. მიმართულებები მოიცავს ვებპროგრამირებას, გრაფიკულ და UI/UX დიზაინს, IT პროექტების მართვას, პროგრამირების საფუძვლებს, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა საინტერესო სფეროებს. დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ეს საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. მიმდინარე პროგრამებისა და მათი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიეთ ვებგვერდს:  ganateleba.bog.ge

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ცუგრუმელამ“ განსხვავებული კონცეფციის ფილიალი გახსნა - რა სიახლეები და გეგმები აქვს კომპანიას

15.10.2026.12:00

შინაური ცხოველების მოვლისა და გრუმინგის ინდუსტრია საქართველოში სწრაფად ვითარდება. ამ ფონზე, „ცუგრუმელა“ ბაზარზე პოზიციების შენარჩუნებასა და გაფართოებას განაგრძობს. ოთხწლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიამ არაერთი გამოწვევა გადალახა, განავითარა გუნდი, გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი და ახალი კონცეფციის ფილიალიც გახსნა ბაზარი ორბელიანის ტერიტორიაზე. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს „ცუგრუმელას“ დამფუძნებელმა, მერი ლორთქიფანიძემ განუცხადა.

„შინაური ცხოველების მოვლისა და გრუმინგის ინდუსტრია საქართველოში სწრაფად ვითარდება, თუმცა ამ ბაზარზე ლიდერის პოზიციის შენარჩუნება და სტაბილური ზრდა საკმაოდ რთულია. „ცუგრუმელა“ გრუმინგის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია, რომელმაც კონკურენციისა და არაერთი სირთულის მიუხედავად, ლიდერის პოზიციის შენარჩუნება შეძლო.

ოთხწლიანი საქმიანობის განმავლობაში არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით და სერიოზული კრიზისული პერიოდის გადალახვაც მოგვიწია, რაც როგორც სალონების ლოკაციების, ისე გუნდის წევრების ცვლილებებს უკავშირდებოდა. თუმცა, სწორმა მენეჯმენტმა და სტრატეგიულმა ხედვამ კომპანიას განვითარების ახალი შესაძლებლობები მისცა. მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები და წინსვლა პირდაპირ უკავშირდება ჩვენი დირექტორის, თორნიკე მიდელაშვილის მოსვლას, რომელიც უკვე მეორე წელია წარმატებით ხელმძღვანელობს გუნდს. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გავზარდეთ თანამშრომელთა რაოდენობა და გავაუმჯობესეთ მომსახურების ხარისხი.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი მთავარი წარმატება საქართველოში საუკეთესო გრუმერების ერთ გუნდში გაერთიანებაა. უმაღლესი ხარისხის ინვენტარი, პრემიუმ კლასის კოსმეტიკა და მაღალკვალიფიციური კადრები კი ჩვენი წინსვლის მნიშვნელოვანი საფუძველია. გუნდში პროფესიონალი გრუმერების რაოდენობის ზრდამ და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა ჩვენს ფინანსურ მაჩვენებლებსა და შემოსავლებზეც.

მომსახურების ხარისხის ახალ საფეხურზე გადასვლასთან ერთად, სერვისის ფასებიც გაიზარდა, თუმცა ვინარჩუნებთ დაბალ მარჟას. ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება მივიღეთ იმისთვის, რომ პრემიუმ ხარისხის მომსახურება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი დარჩეს მომხმარებლებისთვის. ამ მიზნით, დავნერგეთ მოქნილი ფასწარმოქმნის მოდელი, რომელიც ღირებულებაზე დაფუძნებულ მიდგომას (Value-based pricing) ითვალისწინებს და მომსახურების სირთულესა და გამოყენებული პრემიუმ მასალების ღირებულებას ეფუძნება. ეს მიდგომა გვეხმარება საოპერაციო ხარჯების დაბალანსებაში, მომხმარებელთა ლოიალურობის შენარჩუნებასა და სტაბილური ფინანსური ნაკადების უზრუნველყოფაში, მარჟების ხელოვნური ზრდის გარეშე.

მიმდინარე წელი ჩვენი ქსელისთვის განსაკუთრებული სიახლით აღინიშნა - ორბელიანის ბაზრის ტერიტორიაზე სრულიად ახალი კონცეფციის ფილიალი გავხსენით, რომლის ანალოგიც, ჩვენი შეფასებით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაშიც არ არსებობს. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ორბელიანის ბაზრის ადმინისტრაციას, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ უნიკალური პროექტის განხორციელებაში.

ახალი ფილიალის მიზანი მხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება არ არის - მას მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს. სწორედ ამ სივრცეში ვგეგმავთ ჩვენ მიერ დაარსებული „პროფესიონალ გრუმერთა ასოციაციის“ ბაზაზე არსებული სასწავლო აკადემიის კიდევ უფრო გაფართოებას.

ჩვენი მიზანია, საქართველოში გრუმინგის სფეროს განვითარებას ახალი იმპულსი მივცეთ. აკადემიის ფარგლებში ვგეგმავთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან დარგის პროფესიონალებისა და ექსპერტების მოწვევას, რომლებიც ჩვენს გუნდსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ეს ხელს შეუწყობს ცოდნის გაღრმავებასა და ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ამასთანავე, გაფართოებას ვაგრძელებთ და მიმდინარე წელს კიდევ ერთი ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. ჩვენი გამოცდილება გვარწმუნებს, რომ კრიზისიდან ახალ შესაძლებლობებამდე ერთი ნაბიჯია, როდესაც ძლიერი გუნდი და მკაფიო მიზნები გაქვს. სწორედ ამ ხედვით ვაგრძელებთ მუშაობას, რათა საქართველოში შინაური ცხოველების მოვლის კულტურის განვითარებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში კიდევ უფრო დიდი წვლილი შევიტანოთ“, - აცხადებს მერი ლორთქიფანიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა