მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კომპანია „როქი“ ფერმერთა უნივერსალური მომსახურების ცენტრის „აგრიქულას“ სერვისების გაუმჯობესებაზე მუშაობს

news image
mbc image

„აგრიქულა“ ფერმერთა უნივერსალური მომსახურების ცენტრია, რომელიც 2021 წელს სადისტრიბუციო და მრავალპროფილური ვეტერინარული კომპანია „როქის“ მიერ შეიქმნა. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის ფინანსურ მენეჯერს ანა ჭყონიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„როქი“ საქართველოს ვეტერინარულ სექტორში ლიდერი და ნოვატორი კომპანიაა, რომელიც 2006 წლიდან ემსახურება ფერმერებსა და აგრარულ ბიზნესებს, ვეტერინარული მედიკამენტებით, მცენარეთა დაცვის საშუალებებით, საკვებით, ტექნიკითა და კონსულტაციით. 2021 წელს კი „როქმა“ ფერმერის საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე სერვისცენტრი შექმნა - „აგრიქულა“.

სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში დღესაც დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე - არათანაბარი ხელმისაწვდომობა ხარისხიან პროდუქტზე, ცოდნის დეფიციტი, ტექნოლოგიური რესურსების სიმწირე და მრავალფეროვანი სერვისების არასრულყოფილად მიწოდება. ფერმერები ხშირად იძულებულნი არიან, სხვადასხვა საჭიროებისთვის ერთდროულად მიმართონ რამდენიმე ობიექტს რაც დროის, ხარისხისა და ფინანსური კუთხით მათთვის დამატებითი ტვირთია. 

ამ რეალობიდან გამომდინარე, კომპანია „როქმა“ გააცნობიერა, რომ საჭირო იყო გაერთიანებული, უნივერსალური პლატფორმის შექმნა, რომელიც მოერგებოდა ფერმერის რეალურ საჭიროებებს და არამხოლოდ პროდუქტს, არამედ ცოდნას, სერვისს და პარტნიორობასაც შესთავაზებდა.სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა „აგრიქულას“ დაბადება - სივრცის, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ტექნოლოგიას და ადამიანებზე ზრუნვას. 

რა სერვისებს სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს?

„აგრიქულა“ აგრარული სერვისების მრავალპროფილური ცენტრი და შოურუმია, რომელიც აერთიანებს ყველა იმ რესურსს, რაც ფერმერს წარმატებული საქმიანობისთვის სჭირდება. ეს სივრცე არ არის მხოლოდ პროდუქციის გაყიდვის ადგილი - ეს არის ცოდნის, კონსულტაციის, ინოვაციისა და პარტნიორობის ჰაბი. სერვისები მოიცავს :

  • უფასო კონსულტაციები მემცენარეობასა და მეცხოველეობაში (ფიზიკურად და ონლაინ 24/7);
  • პირველადი დიაგნოსტიკური ლაბორატორია;
  • თანამედროვე ვეტერინარული და მცენარეთა დაცვის საშუალებები;
  • ძაღლისა და კატის მაღალი ხარისხის საკვები, ჰიგიენური და მოვლის საშუალებების მრავალფეროვანი არჩევანი;
  • საკვები და საკვებდანამატები, ინვენტარი, რძის საწველი და გადამამუშავებელი აპარატები;
  • ტრენინგ ცენტრი ფერმერის განათლებისთვის;
  • ქულების დაგროვების პროგრამა აქტიური მომხმარებლებისთვის. 

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

„როქის“  ხედვა ეფუძნება ძლიერ რწმენას, რომ ფერმერი უნდა გახდეს დამოუკიდებელი, ეკონომიკურად მდგრადი და ტექნოლოგიურად განვითარებული. კომპანიის მიზანია, ფერმერმა საკუთარი შრომით შექმნას სტაბილური შემოსავალი. ამ მიდგომის შედეგია  არა ერთჯერადი ინიციატივა, არამედ გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ფერმერის ყოველდღიურ განვითარებას ემსახურება.

კომპანიის მთავარი ღირებულებაა ფერმერის კეთილდღეობა, თანამედროვე აგროტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა და ცოდნაზე დაფუძნებული პარტნიორობაა. ინოვაციური მიდგომები იქმნება რეალურ საჭიროებებზე დაკვირვებით და მუდმივი მხარდაჭერის სისტემით, რაც ფერმერს აძლევს საშუალებას, მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას დაუკავშირდეს და საკუთარი საქმიანობა ახალ დონეზე აიყვანოს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

კომპანია „როქი“ განაგრძობს „აგრიქულას“ მომსახურების სისტემის გაუმჯობესებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას. უკვე ფუნქციონირებს ფილიალი ქუთაისში, რომელიც ემსახურება დასავლეთ საქართველოს ფერმერებს და უზრუნველყოფს სერვისების მაღალი სტანდარტით მიწოდებას რეგიონშიც.

მნიშვნელოვანი მიმართულებაა ვეტ-კონსულტანტების მონაწილეობით ტრენინგების ორგანიზება. კომპანია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით რეგულარულად მართავს საგანმანათლებლო შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში, რაც ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას გააფართოონ ცოდნა და გამოიყენონ პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარ საქმიანობაში.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული არხების განვითარებას. ვებ-საიტის https://www.agricula.ge/ka მეშვეობით, ფერმერებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად შეიძინონ საჭირო პროდუქცია და  მიიღონ დროულად, უსაფრთხოდ და მაღალი ხარისხის მიწოდებით. აღნიშნული პლატფორმა მნიშვნელოვანია ფერმერისთვის, რათა ეფექტურად მართონ თავიანთი რესურსები და მიიღონ სრულყოფილი სერვისი დისტანციურ რეჟიმში. 

ცნობისთვის, "აგრიქულას" სერვის ცენტრი მდებარეობს თბილისში, სამგორის მეტროს მიმდებარედ, ქეთევან დედოფლის გამზ. №77 ნომერში. ფიზიკური სივრცის გარდა, ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ პლატფორმაც, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის მათ მომსახურებას. ვებ-საიტის მეშვეობით ფერმერებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ შეიძინონ საჭირო პროდუქცია - ვეტერინარული მედიკამენტები, საკვები, ტექნიკა და სხვა. მიწოდება  ხდება დროულად და უსაფრთხოდ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა