აგრო სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესშეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბანკი აქტიურადაა ჩართული აგრო სექტორის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, აგრომიმართულებით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე, აგრო სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები - მრავალწლოვანი კულტურების მიმართულებით განიხილეს.
შეხვედრაზე საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა, ალექსანდრე მელქაძემ აგრომიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.
„გალთ & თაგარტის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა, მარიამ ჩახვაშვილმა კი დამსწრე საზოგადოებას ბაზრის ტენდენციებზე კვლევა წარუდგინა.
ღონისძიების მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო, სადაც სოფლის განვითარების ფონდის, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, ნუშისა და კაკლის ასოციაციის, ასევე, ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მრავალწლოვანი კულტურების ჭრილში გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია. მთავარი გამოწვევაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ მიმართულებით ნაკლები ცოდნა არსებობს. შესაბამისად, ჩვენც სხვადასხვა კომპანიებთან ვპარტნიორობთ, რომლებსაც მეტი გამოცდილება აქვთ, რათა ჩვენს მომხმარებლებს გაუწიონ კვალიფიციური კონსულტაცია.
სწორედ ამიტომ, ჩვენი მხარდაჭერით აგრო სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე არაერთ ღონისძიებას ვატარებთ. აღნიშნული შეხვედრაც მათთვის იყო, ვინც მრავალწლოვანი კულტურების ინვესტიციითაა დაინტერესებული.
მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად გასაუბრებოდნენ სექტორის წარმომადგენლებს და მიეღოთ პასუხი მათთვის საინტერესო შეკითხვებზე“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.