„აგროჰაბი“ მეხუთე ფილიალის გახსნისთვის კადრების მოძიებას იწყებს
26 მარტს „აგროჰაბს“ რიგით მე-5 ფილიალი შეემატება, რომელიც თბილისში, სანაპიროზე ზვიად გამსახურდიას #80 ში გაიხსნება. აღნიშნული ფილიალის მშენებლობა/გახსნისთვის კომპანიის მიერ გაღებული ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 25 მლნ ლარია.
როგორც Business Insider Georgia-სთან, „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინა მაისაიამ განაცხადა, ახალი ფილიალისთვის თანამშომელთა შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია.
„აგროჰაბი“ როგორც საუკეთესო დამსაქმებელი ბაზარზე, არჩევს ადამიანურ კაპიტალს ახალი ფილიალისთვის, ისეთ პოზიციებზე, როგორიც არის: კონსულტანტი და მოლარე როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში, საწყობის თანამშრომლები, ასევე წარმოების კუთხით პურ-ფუნთშეულის მცხობელები, მზარეულები. გარდა ამისა დაცვის, მონიტორინგისა და სამეურნეო მიმართულება. ჯამში 300-მდე ვაკანტური პოზიციაა, სადაც თანამშრომლების შერჩევა უკვე დაწყებულია. - აცხადებს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
ირინა მაისაიას თქმით, „აგროჰაბში“ დასაქმებას აქვს საკმაოდ ბევრი უპირატესობა, პირველი რიგში დაწინაურების რეალური შანსი, სუფთა და კომფორტული სამუშაო გარემო.
ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კი ქსელში დასაქმებული სტუდენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსებაა, წელიწადში 1000 ლარის ოდენობით. სტუდენტებს და არა მარტო მათ ვთავაზობთ მოქნილ სამუშაო გრაფიკებს, რათა მათ სამსახურთან ერთად შეძლონ სწავლის და სხვა პირადი საჭიროებებისთვის დროის დაბალანსება.
ასევე კომპანიაში მკაცრად არის დაცული ნებისმიერი დასაქმებულის უფლება, მათი ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრულია წინასწარ და მათ არ უწევთ სხვა დამატებითი მოვალეობების შესრულება.
გარდა ამისა, გვაქვს უამრავი სამოტივაციო/ წამახალისებელი მექანიზმები, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს უფლებას ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ აგროჰაბი თავის სექტორში საუკეთესო დამსაქმებელია - აცხადებს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ამ ეტაპზე „აგროჰაბში“ 1800 თანამშრომელია დასაქმებული.
გარდა სანაპიროს ფილიალისა, 2024 წელს "აგროჰაბი" დაახლოვებით 40 მლნ ლარის ინვესტიციით კიდევ ორი ახალი ჰიპერმარკეტის გახსნას გეგმავს, შემოდგომაზე საბურთალოზე, ჭილაძის ქუჩაზე და წლის ბოლომდე „აგროჰაბი“ უკვე ქუთაისშიც იქნება წარმოდგენილი.
სხვა სიახლეები
მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
28.11.2026.14:01
თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.
30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით
30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.
ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.
ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.
30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.
30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.
აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.