მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.9
0.0001
flag
AZN 1.5459
-0.0004
flag
CNY 38.834
0.0027
flag
EUR 2.9955
0.0024
flag
GBP 3.5027
0.0002
flag
KZT 55.27
0.0016
flag
TRY 0.0555
0
flag
USD 2.6281
-0.0004
news banner

„აგროლეინი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

Agrolane / აგროლეინი ლურჯი მოცვის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის მიმდინარე ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia თანადამფუძნებელსა და დირექტორს, გიორგი ღვინიაშვილს ესაუბრა.

„მოცვის სეზონი ჯერ არ არის დაწყებული და უახლოეს დღეებში დაიწყება. ცივი ამინდების გამო მოსავლის დამწიფება ცოტათი დაგვიანდა, თუმცა მოლოდინები პოზიტიურია და წელს კარგ მოსავალს ველოდებით. რა თქმა უნდა, ამინდზე ძალიან ვართ დამოკიდებული და თუ ხანგრძლივად გაგრძელდება წვიმები, ეს უკვე სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის.

რაც შეეხება მოთხოვნას, ყოველწლიურად იზრდება საქართველოდან მიწოდებების გეოგრაფია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში მოცვის რაოდენობა იზრდება, ასევე უფრო კარგი და ახალი ჯიშები იწყებს მოსავლის მოცემას, რაც ინტერესსაც ზრდის. წელს ძალიან დიდ დაინტერესებას ვხედავთ ევროპიდან და აქტიურად ვგეგმავთ ევროკავშირის მიმართულებით მიწოდებების განხორციელებას“,- აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.

კომპანია სამომავლოდ საექსპორტი ბაზრების გაფართოებასთან ერთად ახალი ჯიშების განვითარებასაც გეგმავს.

„სამომავლო გეგმების მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი ბაზრების ათვისება, თუმცა პარალელურად ვაპირებთ აქტიურად ვიმუშაოთ ახალი ჯიშების განვითარებაზე - ამ მიმართულებით არ დავიშურებთ დროს, ენერგიასა და რესურსს, რათა ჩვენს ბაღებში კიდევ უფრო ახალი და გაუმჯობესებული ჯიშები გვქონდეს წარმოდგენილი“,- აცხადებს კომპანიის დირექტორი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

27.07.2026.17:11

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის სალარო ტერმინალით სარგებლობას მეწარმეები სრულიად უფასოდ, ყოველთვიური  საკომისიო გადასახადის გარეშე შეძლებენ. ტერმინალზე თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდის საკომისიო კი, მხოლოდ 1% იქნება.

სალარო ტერმინალით სარგებლობა, პირველი 6 თვის განმავლობაში, ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის, სრულიად უფასოა. სპეციალური შეთავაზება იმ მეწარმეებზე გავრცელდება, რომლებიც თიბისის პოს-ტერმინალებით არ სარგებლობენ და სალარო ტერმინალს 23 ივლისიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით შეიძენენ.

რა უპირატესობები აქვს თიბისის სალარო ტერმინალს:

თიბისის სალარო ტერმინალის მოწყობილობაში გაერთიანებულია პოს ტერმინალისა და სალარო აპარატს ფუნქციები, რომლითაც საბარათე და სალარო ტრანზაქციების შესრულება ბევრად უფრო მარტივად და სწრაფადაა შესაძლებელი. ამასთანავე, სალარო ტერმინალი დამატებით, სხვა უპირატესობებითაც გამოირჩევა:

  • ნაკლები დანახარჯი - ორი მოწყობილობა ერთ ტერმინალში;
  • აღრიცხვის გამარტივებული პროცესი;
  • ერთ მოწყობილობაში გაერთიანებული ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება;
  • ე.წ. ,,თიფის’' მიღების შესაძლებლობა;
  • არასწორი ტრანზაქციის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება სწრაფად და მარტივად.

,,თიბისი ბიზნესების N1 მხარდამჭერია. მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესების წარმომადგენლებს გავუმარტივოთ ყოველდღიური საქმიანობა და მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური პროდუქტები/სერვისები შევთავაზოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სალარო ტერმინალების სპეციალური შეთავაზებაც. დარწმუნებული ვარ, სიახლე არაერთ ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გაიმარტივოს გადახდების პროცესი და შეღავათიანი პირობებით ისარგებლოს”, - დავით მესხიძე, გადახდების ლიგის ლიდერი.

სალარო ტერმინალისა და შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/pos-terminal-summer-offer

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა