მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აგროტურიზმის სეგმენტში შესვლა, საექსპორტო ბაზრების ათვისება - რა გეგმები აქვს ჯანსაღი ჩირეულის მწარმოებელ კომპანია პომონას

news image
mbc image

ქართული, ჯანსაღი, არომატული ხემსის მწარმოებელი კომპანია Pomona•პომონა გაფართოების შემდეგ, შიდა ბაზრის წილის ზრდას, ტურისტებისთვის მასტერკლასების შეთავაზებას და სამომავლოდ ექსპორტზე გასვლას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან პომონას დამფუძნებელმა მარიამ ტატიშვილმა განაცხადა, კომპანიას სამომავლოდ საკმაოდ ბევრი გეგმა აქვს და ამ მიზნების მისაღწევად კომპანია აქტიურად მუშაობს.

„პომონა ბაზარზეა უკვე 2 წელია და თავის დროზე წარმოება ბრიტიშ პეტროლეუმის გრანტით დავიწყეთ. 2023 წელს კი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის პროექტის ფარგლებში 10 ათას ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ, ხოლო წელს უკვე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დახმარებით ვებ-გვერდი დავამზადეთ და ამჟამად სოფელ მუხრანის განვითარების ფონდით ტურისტულ პროგრამაში ვმონაწილეობთ და მალე, გვექნება სიახლე, რომ დავიწყებთ მასტერკლასებს და სტუმრებს გავაცნობთ ჩირის შრობის პროცედურებს, შეფუთვის ტექნოლოგიებს, შოკოლადში ამოვლებას და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით მზად უკვე სექტემბრიდან ვიქნებით და ჯავშნებსაც შესაბამისად ონლაინ მივიღებთ“, - აცხადებს მარიამ ტატიშვილი.

პომონამ, რომელმაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გრანტით დანადგარები შეიძინა და საწარმოო პროცესი გააფართოვა და დააჩქარა, წელს უკვე მეტი პროდუქციის გადამუშავებას გეგმავს, რაც საბოლოო ჯამში კომპანიას გაყიდვებსაც გაუზრდის.

„გაყიდვებს რაც შეეხება ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე ვართ წარმოდგენილები, თუმცა 2023 წელს  მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ეს მოთხოვნა ვერ დავაკმაყოფილეთ და პროდუქცია არ გვეყო. წელს კი უკვე 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი პროდუქციის წარმოებას ვგეგმავთ და გეტყვით, რომ ჩვენი ხაზი 100%-ით ნატურალურია და არ ვიყენებთ კონსერვანტებს, შაქარს და სხვა რომელიმე დანამატს. ვაწარმოებთ ჩირების ნაირსახეობას, ვაშლის ჩიფსებს, ტყლაპებს.

პომონას უპირატესობას მისი შრობის ტექნოლოგია წარმოადგენს. შრობა დანადგარის მეშვეობით ისეთ ტემპერატურაზე ხდება, რომ მიახლოებულია მზეზე შრობასთან. შესაბამისად პროდუქცია გემოვნურ თვისებებს და სასარგებლო მაჩვენებლებს 100%-ით ინარჩუნებს.

დიდ ქსელურ სუპერმარკეტებთან მოლაპარაკების დაწყებას ნელ-ნელა ვაპირებთ, თუმცა ჯერჯერობით რაოდენობის ზრდაზე ვართ ორიენტირებულები და არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვცდილობთ“, - ამბობს პომონას დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ პომონამ აქტიურად იმუშავა HACCP-ის სტანდარტის დანერგვაზე და ახლა უკვე  ISO სერტიფიკატის მიღებაზე იწყებს ზრუნვას.

„და ამის შემდეგ ვიფიქრებთ ექსპორტზეც, რადგანაც საექსპორტო პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულს სტანდარტებს და ამ სერტიფიკატის მიღება ამისთვის აუცილებელია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

წელს პომონა 5-დნ 10 ტონამდე პროდუქციის გადამუშავებას აპირებს. დღეისათვის პომონას პორტფელში ყველაზე გაყიდვადი ქლიავის ჩირი, ტყემლის ტყლაპი და ხურმის ჩირია.

პომონა არის ქართული, ჯანსაღი ჩირეულის მწარმოებელი ბრენდი რომელიც 2022 წლიდან აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის  ხემსს.

საწარმო მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში - სოფელ მუხრანში. ასევე კომპანია ფლობს შავი ქლიავის ბაღებს სოფელ მუხრანში საიდანაც აწარმოებს შავი ქლიავის ჩირს და ტყლაპს. საწარმოში სხვა ნედლეულის მიწოდება მთლიანად ადგილობრივი ქართველი ფერმერებისგან ხდება.

პომონას მთავარი იდეა ჩამოყალიბდა შექმნილი პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, რათა მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შეიძინონ ქართული, ნატურალური პროდუქტი (ჩირეული, ტყლაპი, ჩიფსი), რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს და საღებავებს.

პომონამ 2022 წელს წარმოება დაიწყო ბრიტიშ პეტროლეუმის გრანტით რითაც შეიძინა საშრობი დანადგარი, 2023 წელს კი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს პროექტის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის გრანტი მოიპოვა და წარმოების პროცესი გააფართოვა და დაამატა ახალი დანადგარები და გაზარდა პროდუქციის ასორტიმენტი.

2023 წელს კომპანიამ სურსათის უვნებლობის სისტემა HACCP დანერგა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა