მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.3
0.0004
flag
AZN 1.5312
-0.0001
flag
CNY 38.806
-0.0011
flag
EUR 2.9263
0.0094
flag
GBP 3.4478
0.0048
flag
KZT 57.66
0.0071
flag
TRY 0.0529
-0.0001
flag
USD 2.6025
-0.0007
news banner

აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით შემცირდა - საქსტატი

news image
mbc image

2026 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 3.4 პროცენტით.

მათ შორის:

⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.7 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით;

⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.7 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.6 პროცენტით;

⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.6 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.0 პროცენტით.

2026 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.5 პროცენტიანი კლებით, რამაც -1.42 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 3.4 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 19.7 პროცენტიანი მატებით და სამშენებლო მასალების 0.8 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად 2.31 და 0.48 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 29.2 პროცენტით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მინი-დესერტები, ახალი გემოები და ინდივიდუალური ბოქსები - რას სთავაზობს Bite Bakery მომხმარებლებს

07.10.2026.12:00

Bite Bakery არის მინი-დესერტებზე ორიენტირებული ქართული ბრენდი, რომელიც ბაზარზე რამდენიმე თვეა ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის, მომხმარებლების ინტერესისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Bite Bakery-ის დამფუძნებელი, ანანო უდესიანი ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Bite Bakery 2026 წლის მარტიდან ოპერირებს თბილისში და ძირითადად მიტანის
პლატფორმებზე მუშაობს. თავიდანვე გვინდოდა, შეგვექმნა თანამედროვე ბრენდი,
რომელსაც საკუთარი ხასიათი ექნებოდა, ხოლო ემოცია, რომელსაც ის ტოვებს,
ისეთივე დასამახსოვრებელი იქნებოდა, როგორც თავად დესერტები.

Bite-ის მთავარი იდეა თავიდანვე მინი-დესერტების შექმნა იყო. სწორედ აქედან
გაჩნდა სახელიც Bite, რომელიც ინგლისურად ლუკმას ნიშნავს. ჩვენი ძირითადი
მიმართულებაა ორცხობილები, ბრაუნი და ფუნთუშები, რომლებსაც შეკვეთის
მიხედვით ვამზადებთ. ასე ვცდილობთ, რომ პროდუქტი მომხმარებლამდე
მაქსიმალურად ახლად გამომცხვარი მივიდეს.

Bite თავიდანვე მიტანაზე ორიენტირებულ ბიზნესად შევქმენით. მომხმარებლებს
პროდუქციას Wolt-ის, Glovo-სა და Bolt Food-ის საშუალებით ვაწვდით. ფიზიკური
სივრცის ნაცვლად აქცენტი გავაკეთეთ პროდუქტზე, ხარისხზე და იმ გამოცდილებაზე, რომელსაც მომხმარებელი სახლში შეკვეთისას იღებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს მარტივი, გემრიელი და ყოველთვის ახალი.

როგორ არჩევთ ინგრედიენტებს და რა მნიშვნელობას ანიჭებთ პროდუქციის ხარისხსა და მომზადების პროცესს?

ინგრედიენტების არჩევას ყველაზე მეტი დრო დავუთმეთ, რადგან ჩვენთვის
მთავარი მხოლოდ ის კი არ არის, რომ ინგრედიენტი ხარისხიანი იყოს, არამედ ისიც,
თუ როგორ მუშაობს ის საბოლოო პროდუქტში. მაგალითად, ორცხობილაში კარაქის,
შოკოლადის ან ფქვილის შეცვლამაც კი შეიძლება მთლიანად შეცვალოს ტექსტურა და გემო. ამიტომ ინგრედიენტებს ხშირად ვტესტავთ, სანამ საბოლოო რეცეპტზე
შევჩერდებით. მომზადების პროცესშიც მაქსიმალურად ვაკონტროლებთ დეტალებს, ცომის მომზადებიდან და დაყოვნებიდან გამოცხობის დრომდე და ტემპერატურამდე. რადგან ონლაინ პლატფორმებზე ვმუშაობთ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი არა მხოლოდ ღუმელიდან გამოსვლისას, არამედ მომხმარებელთან მისვლის დროსაც ზუსტად ისეთი იყოს, როგორსაც მომხმარებელი ელის. საბოლოო ხარისხს ყველაზე მეტად ყოველდღიური დაკვირვება და პატარა დეტალების მუდმივი გაუმჯობესება განსაზღვრავს.

როგორია მომხმარებლების მხრიდან ინტერესის დინამიკა და რომელი პროდუქტებით ინტერესდებიან ისინი ყველაზე მეტად?

მომხმარებლის ინტერესს ყველაზე მეტად პროდუქტების კომბინაცია და ახალი
შეთავაზებები განსაზღვრავს. განსაკუთრებით პოპულარულია საკუთარი ბოქსის
აწყობა: ერთ შეკვეთაში რამდენიმე განსხვავებული გემოს გასინჯვაა შესაძლებელი.

მომხმარებლებს მოსწონთ პროდუქტები, რომლებიც ვიზუალურად მარტივია, მაგრამ
გემოთი განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. ცოტა ხნის წინ მენიუს ახალი
პროდუქტი, ქინდერის შოკოლადიანი ორცხობილა დავამატეთ, რომელიც
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ვინაიდან ჯერჯერობით მხოლოდ
ონლაინ ვართ, ვიზუალსა და შეფუთვას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ.

ჩვენი მენიუ განზრახ მცირეა. ვამატებთ მხოლოდ იმას, რისიც ბოლომდე გვჯერა, და
არსებულ დესერტებს მუდმივად ვხვეწთ. Bite ჯერ ახალი ბრენდია, ამიტომ
მომხმარებლის რეაქცია და განმეორებითი შეკვეთები ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმისა, თუ რომელი მიმართულებით უნდა
განვვითარდეთ.

რა გეგმები გაქვთ Bite Bakery-ის განვითარებასთან, ასორტიმენტის გაფართოებასთან ან ახალი ლოკაციების დამატებასთან დაკავშირებით?

პირველ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია არსებული მოდელის გაძლიერება, მეტი
მომხმარებლის მოზიდვა და ასორტიმენტის თანდათანობითი გაფართოება. გვინდა,
დავამატოთ ახალი დესერტები და სეზონური პროდუქტები, თუმცა ისე, რომ მენიუ
ზედმეტად არ გადაიტვირთოს და თითოეულ პროდუქტს თავისი მიზანი ჰქონდეს.

ასევე გვინდა, უფრო აქტიურად განვავითაროთ B2B მიმართულება: ვითანამშრომლოთ კაფეებთან და კომპანიებთან, შევქმნათ Bite ქეითერინგი, რომელიც, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება სხვადასხვა ღონისძიებისთვის. 

რაც შეეხება ფიზიკურ სივრცეს, მომავალში Bite-ისთვის საკუთარი ლოკაციის შექმნაც საინტერესო მიმართულებაა, თუმცა ჯერ დღევანდელი მოდელი სწორად უნდა გავზარდოთ. მანამდე კი ჩვენი მიზანი მარტივია: თითოეული ლუკმა ისეთივე სასიამოვნო უნდა იყოს, როგორც პირველი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა