მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.3
0.0004
flag
AZN 1.5312
-0.0001
flag
CNY 38.806
-0.0011
flag
EUR 2.9263
0.0094
flag
GBP 3.4478
0.0048
flag
KZT 57.66
0.0071
flag
TRY 0.0529
-0.0001
flag
USD 2.6025
-0.0007
news banner

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

news image
mbc image

ტექნოლოგიები დღეს პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და სწორედ განათლება ქმნის შესაძლებლობას თავად გახდე ამ პროგრესის ნაწილი. ამიტომ, თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიების მიმართულებით, აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების შექმნას - როგორ ბრენდის შიგნით, თანამშრომლებისათვის, ასევე საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები AI ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

თიბისისთვის AI მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაცია არ არის. ეს არის მომავლის ორგანიზაციის საფუძველი, სადაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანების შემოქმედებით მხარეს, პროდუქტიულობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს აძლიერებს.
სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) პარტნიორობა, რომელიც ქმნიან AI განათლების ეკოსისტემას საქართველოში და ტექნოლოგიურ განათლებას ხელმისაწვდომს ხდის - სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. პარტნიორობა ეფუძნება საერთო რწმენას, რომ ხელოვნური ინტელექტის ცოდნა არ უნდა იყოს მხოლოდ ვიწრო წრის პრივილეგია; ის უნდა იქცეს საბაზისო უნარად, რომელიც ადამიანებს თანამედროვე შრომის ბაზართან და მომავლის მოთხოვნებთან ადაპტირებაში დაეხმარება. 

თიბისის და GAIA-ს პარტნიორობის ფარგლებში უკვე განხორციელდა და მომავალშიც იგეგმება მრავალსაფეხურიანი საგანმანათლებლო ინიციატივები, რომლებიც თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას აერთიანებს. ესენია: საოლიმპიადო კურსი, AI ოლიმპიადა, AI სტუდენტური კლუბი, AI და ..., GAIA Meetups Horizons და Tech, AI კონფერენცია, ეროვნული AI ჰაკათონი და სხვა პროგრამის მეშვეობით AI განათლება უკვე 1000-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ, სტუდენტმა და ახალგაზრდა პროფესიონალმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ თიბისი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს AI განათლებას გუნდებს შორის. ბრენდის მიზანია ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში ინტეგრირება ისე, რომ AI ადამიანების შესაძლებლობების გამაძლიერებელ ინსტრუმენტად და საიმედო პარტნიორად იქცეს. ამ ხედვით თიბისი AI-ის მიდგომის დანერგვის ახალ ეტაპზე გადავიდა და 2025 წელს დაწყებული AI Literacy პროექტი დღეს მასშტაბურ ტრანსფორმაციულ პროგრამად იქცა და 4,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

თიბისიმ, საკუთარი ტექნოლოგიური ექსპერტიზისა და GAIA-სთან პარტნიორობით, მიზნად დაისახა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ხარისხიანი განათლება საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. AI განათლების პროგრამები მონაწილეებს სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიები, განივითარონ მოთხოვნადი კომპეტენციები და გაიფართოონ კარიერული თუ აკადემიური პერსპექტივები, რაც მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაშიც ეხმარება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბარი“: შენი უბნის მოლი - ადგილი, სადაც არჩევანი არასდროს სრულდება

07.10.2026.12:13

ყველაფერი ერთ სივრცეში, სახლთან ახლოს - თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ამ კონცეფციით უბნის ახალი მოლი “ამბარი” გაიხსნა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის მრავლფეროვან პროდუქციას ერთ სივრცეში უყრის თავს.

“ამბარის” მთავარი მიზანია, შექმნას მომხმარებელზე მორგებული სავაჭრო სივრცე, სადაც საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენა მარტივად, სწრაფად და ხელსაყრელ ფასად იქნება შესაძლებელი.

„ამბარის“ კონცეფცია ე.წ. უბნის მოლის იდეას ეფუძნება - ყველაფერი, რაც მომხმარებელს შეიძლება დასჭირდეს, ერთ სივრცეში და სახლთან ახლოს ჰქონდეს. კომპანიის ხედვით, ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს საყიდლებზე დახარჯულ დროს, ენერგიასა და ფინანსურ რესურსს, რაც მომხმარებელს უფრო კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს.

ამ ეტაპზე „ამბარი“ საქართველოს მასშტაბით 52 სავაჭრო ობიექტით არის წარმოდგენილი, რომელთა დაახლოებით 20% რეგიონებში მდებარეობს. თუმცა გაფართოების პროცესი აქტიურად გრძელდება და კომპანიის მიზანია, ქსელი საქართველოს ყველა ქალაქსა და თბილისის ყველა უბანში იყოს წარმოდგენილი.

„ჩვენი მიზანია, მომხმარებელს დავანახოთ, რომ „ამბარი“ არის ადგილი, სადაც არჩევანი არასდროს სრულდება. აქ მოსული ადამიანი იპოვის თითქმის ყველაფერს, რაც მისი ყოველდღიური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვავითარებთ უბნის მოლის კონცეფციას, რადგან გვინდა, რომ ადამიანებს აღარ დასჭირდეთ სხვადასხვა მაღაზიაში, ხშირად კი ერთმანეთისგან მოშორებულ ადგილებში, სიარული. ჩვენი პრინციპია “ყველაფერი ყველასთვის”, რაც ნიშნავს მაქსიმალურ კომფორტს, მრავალფეროვან არჩევანსა და საუკეთესო ფასებს სახლთან ახლოს, ერთ სივრცეში“, - აცხადებენ „ამბარში“.

კომპანიის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობას ფართო და მრავალფეროვანი ასორტიმენტი წარმოადგენს. „ამბარი“ ასობით დასახელების პროდუქციას აერთიანებს და მომხმარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიის განცხადებით, ასორტიმენტის მრავალფეროვნება შესაძლებელს ხდის, მომხმარებლებს რეგულარულად შესთავაზონ სპეციალური პირობები, განსაკუთრებული შეთავაზებები და აქციები სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტზე.

მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული სერვისების მიმართულებით, „ამბარში“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით.

დღეის მდგომარეობით, „ამბარში“ დაახლოებით 450 ადამიანია დასაქმებული სხვადასხვა პოზიციაზე. ქსელის გაფართოებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაც იგეგმება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „ამბარის“ განვითარება მხოლოდ ობიექტების რაოდენობის ზრდას არ გულისხმობს - მთავარი მიზანია, თბილისის ყველა უბნისა და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქის მომხმარებლისთვის საჭირო მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენა ერთ სივრცეში უფრო მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გახდეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა