მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.6
0.0025
flag
AZN 1.5521
-0.0007
flag
CNY 38.805
-0.0044
flag
EUR 3.0109
-0.0058
flag
GBP 3.5238
-0.0086
flag
KZT 56.35
0.001
flag
TRY 0.0563
0
flag
USD 2.6384
-0.0009
news banner

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა

news image
mbc image

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 82 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მესამე და ბოლო ტრანშის სახით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, 7,25% საპროცენტო განაკვეთის მქონე ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა.

აღნიშნული განთავსებით დასრულდა საქართველოს კაპიტალის ბაზრების ისტორიაში ყველაზე მსხვილი მწვანე ობლიგაციების პროგრამა, რომლის ჯამური მოცულობა 82 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში კომპანიამ სექტორში პირველმა მოიპოვა შენობების საერთაშორისო EDGE Advanced სერტიფიკატი. სერტიფიკატი მიენიჭა როგორც გლდანისა და საბურთალოს სითი მოლებს, ასევე საბურთალოს ბიზნეს ცენტრს, სითი თაუერსს.

მოცემული ემისია აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას რიგით მერვე ობლიგაციების განთავსებაა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რაც მას საქართველოს კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და გამოცდილ ემიტენტად აქცევს. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციაში 150-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა, რაც ბაზრის მხრიდან მაღალ ინტერესსა და კომპანიის მიმართ არსებულ ნდობაზე მიუთითებს.

“მადლობას ვუხდით აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას მრავალწლიანი ნდობისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით წარმატებით დასრულდა საქართველოს კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ყველაზე მსხვილი მწვანე ობლიგაციების პროგრამა. ჩვენი დახმარებით ემიტენტმა ბაზარს შესთავაზა კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი - პირველი EDGE Advanced სერტიფიკატი და პირველი მწვანე ობლიგაცია უძრავი ქონების სექტორის მოთამაშისგან საქართველოს კაპიტალის ბაზრებზე. ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია როგორც მდგრადი ფინანსების განვითარების, ისე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაძლიერების მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ კომპანიასთან ერთობლივი, ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, შევძელით ამ მასშტაბური ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება და გვჯერა, რომ მომავალში აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ბაზარს კიდევ არაერთ მსგავს, ინოვაციური გარიგებას და პროდუქტს შევთავაზებთ”, - განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.

„82 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის წარმატებით დასრულება აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს არის შედეგი იმ სტრატეგიული ხედვისა და თანმიმდევრული მუშაობისა, რომელსაც კომპანია წლების განმავლობაში ახორციელებს როგორც კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენების, ისე მდგრადი განვითარების პრინციპების საკუთარ საქმიანობაში ინტეგრირების მიმართულებით.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია გახდა პირველი კომპანია საქართველოში კომერციული უძრავი ქონების სექტორში, რომელმაც საერთაშორისო EDGE Advanced სერტიფიკატი მოიპოვა. ეს მიღწევა მხოლოდ აღიარება არ არის. ის ადასტურებს, რომ მაღალი ხარისხის კომერციული პროექტების განვითარება შესაძლებელია ენერგოეფექტურობის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრულად გათვალისწინებით.

მდგრადი განვითარება არ არის მხოლოდ ცალკეული ინიციატივა. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მწვანე ობლიგაციების პროგრამა სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა. მისი მიზანი იყო არა მხოლოდ ფინანსური რესურსის მოზიდვა, არამედ ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნის გრძელვადიან ღირებულებას ჩვენი ინვესტორებისთვის, მომხმარებლებისთვის და ყველა იმ მხარისთვის, რომელიც ჩვენი საქმიანობის შედეგით სარგებლობს.

ამ წარმატებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა გალტ & თაგარტმა, როგორც პროგრამის ექსკლუზიურმა პარტნიორმა. მათი პროფესიონალიზმი, ჩართულობა და პროცესისადმი მაღალი პასუხისმგებლობით მიდგომა ამ ტრანზაქციის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იყო. მრავალწლიანი თანამშრომლობა და ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი პროფესიული ურთიერთობები მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას.

დარწმუნებული ვართ, რომ ეს ტრანზაქცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას განვითარების გზაზე და ამავე დროს მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოში მდგრადი ფინანსებისა და კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებაში”, - განაცხადა ლევან მესხელმა, აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა.

აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია საქართველოში სავაჭრო და ბიზნეს ცენტრების მიმართულებით ერთ-ერთი უმსხვილესი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა. მისი პორტფელი აერთიანებს ორ წამყვან სავაჭრო ცენტრს – სითი მოლი საბურთალოსა და სითი მოლი გლდანს, ასევე ბიზნეს ცენტრ სითი თაუერს. კომპანიის სავაჭრო მოლები წლებია 100%-იანი დატვირთვით ფუნქციონირებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image JRB ასორტიმენტის გაფართოებასა და საექსპორტო ბაზრების განვითარებას გეგმავს

09.07.2026.12:00

JRB ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. მიმდინარე სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia კომპანიის წარმომადგენელს, გიორგი ბიჭიაშვილს ესაუბრა.

რა სიახლეები აქვს JRB-ს მიმდინარედ? მუშაობთ თუ არა ახალი პროდუქტების, კოლექციების ან სხვა ინოვაციური მიმართულებების განვითარებაზე?

JRB მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირებაზე. მიმდინარე ეტაპზე კომპანიაში აქტიური შემოქმედებითი და საწარმოო პროცესი მიმდინარეობს. მიმდინარე პერიოდში ჩვენი ასორტიმენტის მთავარი სიახლეა უმაღლესი ხარისხის თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო „ტვიში“, რომელიც უკვე ჩამოსხმულია და მომხმარებლისთვის წარსადგენად მზად არის.

ეს ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული მახასიათებლებით - ღია ჩალისფერი შეფერილობით, ნაზი, ჰარმონიული სიტკბოთი და ხილის (განსაკუთრებით მწიფე მსხლის, ნესვისა და ტროპიკული ხილის) მკვეთრად გამოხატული, დახვეწილი არომატებით. ინოვაციური მიმართულებით, ჩვენი ყურადღება სწორედ ასეთი პრემიუმ კლასის, უნიკალური მიკროზონალური პროდუქტების განვითარებაზეა გამახვილებული, რაც საშუალებას მოგვცემს მომხმარებელს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების პროდუქტი შევთავაზოთ.

რა ეტაპზეა კომპანიის საექსპორტო მიმართულების განვითარება? რომელ ბაზრებზე ოპერირებთ დღეს და რომელ ქვეყნებში გეგმავთ შესვლას უახლოეს პერიოდში?

ბრენდის გლობალიზაცია და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება JRB-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეის მდგომარეობით, ჩვენი პროდუქცია წარმატებით ოპერირებს ევროპის ბაზრებზე, სადაც უკვე მოვიპოვეთ მომხმარებლის ნდობა.

რაც შეეხება გაფართოებას, ამჟამად აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები და მოსამზადებელი სამუშაოები ახალ სტრატეგიულ ბაზრებზე შესასვლელად. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ გეოგრაფიული არეალის გაზრდას და პროდუქციის გატანას. ჩვენი მიზანია ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე შესვლა, რისთვისაც კომპანია სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

⁠JRB-ის გრძელვადიანი ხედვა ეფუძნება სტაბილურ ზრდას, ხარისხის უცვლელ სტანდარტსა და ინოვაციების დანერგვას. ჩვენი სამომავლო გეგმები მოიცავს როგორც ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გამყარებასა და წარმოების მოცულობის გაზრდას, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ბრენდის ცნობადობის ამაღლებას.

ჩვენი მიზანია, JRB ასოცირდებოდეს ტრადიციებთან, სანდოობასთან, მაღალ ხარისხსა და თანამედროვე მიდგომებთან. ამისთვის ვგეგმავთ ინვესტირებას როგორც გუნდის პროფესიულ განვითარებაში, ისე საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებაში, რათა ღირსეულად ვუპასუხოთ მზარდ გლობალურ კონკურენციას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა