აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია, ემპი დეველოპმენტი, თეგეტა მოტორსი - როგორი იყო ივლისი საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის
Galt & Taggart-ი ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვას აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, 2026 წლის ივლისში სამი ობლიგაციის რეფინანსირება განხორციელდა - ორი მათგანი ემპი დეველოპმენტის მიერ იყო გამოშვებული (1-წლიანი, 6.3 მლნ აშშ დოლარის ობლიგაცია და 1-წლიანი, 5.3 მლნ ევროს ობლიგაცია), ხოლო ერთი IG Development Georgia აიჯი დეველოპმენტ ჯორჯიას მიერ (2-წლიანი, 39.5 მლნ აშშ დოლარის ობლიგაცია). ამასთან, ვადა ამოეწურა ორ ობლიგაციას, რომლებიც ორივე თეგეტა მოტორსის Tegeta Motors-ის მიერ იყო გამოშვებული (2-წლიანი, 19.5 მლნ აშშ დოლარის და 2-წლიანი, 10 მლნ ევროს ობლიგაციები).
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.