მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

AI ოლიმპიადა - თიბისელი მენტორების ამბავი თვითრწმენიდან გამარჯვებამდე

news image
mbc image

საერთაშორისო AI ოლიმპიადა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს. წელს მათ შორის იყვნენ ქართველი მოსწავლეებიც, რომლებსაც სჯეროდათ - წინ გამოწვევები და დიდი გამარჯვება ელოდათ. ამ ამბის შექმნისას მათ მხარში თიბისელი მენტორები - ლუკა დარსალია და ნიკა მიქაბერიძე ედგნენ, რომლებმაც ოლიმპიადის ყოველი ახალი ეტაპის თითოეული ემოცია მონაწილეებთან ერთად განიცადეს. 

„თავიდან საკმაოდ რთული იყო, ბევრი რამ ვისწავლეთ, როგორ ჯობია მივუდგეთ ახალგაზრდებს, რა არის უკეთესი შედეგის მომტანი, როგორ გავხადოთ ლექციები უფრო ინტერაქციული და საინტერესო.“ „ერთია, გაჰყვე უბრალოდ მასალას, მაგრამ მეორეა, როდესაც საკუთარი სურვილით კვლევებს, სტატიებს კითხულობ. საბოლოოდ, ეს გეხმარება, იყო კრეატიული“ - ლუკა დარსალია.

AI ოლიმპიადა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღების სივრცე არ არის, პირიქით, ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერი, რისიც გჯერა, პრაქტიკაში რეალობად უნდა აქციო. 

„ღირებული არა მხოლოდ ოლიმპიადის ამოცანებია, არამედ პროცესში იმ რეალური პრობლემების განხილვა, რასაც კომპანიებში ყოველდღიურად ვხვდებით. არ დამავიწყდება ის მომენტი - ყოველ ნახევარ საათში ლიდერბორდის შედეგები რომ ახლდებოდა და ჩვენი ბავშვების შედეგებს ველოდებოდით. ბოლოს, რომ დავინახეთ ბრინჯაო, უზარმაზარი სიხარული იყო“ - ნიკა მიქაბერიძე.

და ბოლოს, თუ ხარ 9-12 კლასი მოსწავლე, 5 მიზეზი, რატომაც ლუკას და ნიკას სჯერათ, რომ უნდა დარეგისტრირდე ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადაში

  • თუ გინდა ახალი ადამიანების გაცნობა - ჭკვიანი თანატოლებისა და პროფესიონალების, რომლებიც შეიძლება მომავალში შენი მეგობრები და პარტნიორებიც კი გახდნენ.
  • გინდა, მიიღო დასამახსოვრებელი გამოცდილება – საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობა და, მით უფრო, წარმატების მიღწევა პირდაპირ აისახება შენს კარიერულ მომავალზე.
  • შეიძინო პრაქტიკული უნარები – ცოდნა, რომელიც სასწავლო კურსებსა და წიგნებში იშვიათად გხვდება.
  • სწრაფად ადაპტირდე სიახლეებთან – შეიძინო ახალ ტექნოლოგიებთან და ალგორითმებთან მუშაობის გამოცდილება.
  • გამოიმუშაო ის, რაც ყველაზე მთავარია - ანუ თვითრწმენა, რთულ გამოწვევებთან გამკლავება და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე დაჯერება.  

არ გამოგრჩეს, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსზე რეგისტრაცია უფროსკლასელებისთვის 8 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობას. 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა