აიღეთ საქართველოს ბანკის Mastercard ბიზნესის ბარათი და დაიბრუნეთ 25% Optimo-ს ყოველთვიური მომსახურების გადახდისას
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი ფინანსური ინსტიტუტი, პატრნიორი ბიზნესების წახალისებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის, Mastercard-ისა და Optimo-ს პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნეს მომხმარებლები Optimo–ს ყოველთვიურ გადასახადზე 25%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
Optimo ქართული პროგრამაა, რომელსაც 3000-მდე მაღაზია და კვების ობიექტი იყენებს. პროგრამაში მარტივად შეძლებთ მარაგებისა და გაყიდვების მართვას, შესყიდვებს, წარმოებასა და მიმდინარე სტატისტიკაზე დაკვირვებას როგორც ლეპტოპით, ასევე მობილურით.
აღნიშნული აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია − იყოთ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გქონდეთ ან პირველად აიღოთ Mastercard Business ბარათი, თქვენი საქმიანობა მოიცავდეს მცირე საცალო ვაჭრობას და ბაზარზე ოპერირებდეთ მინიმუმ 6 თვე.
„საქართველოს ბანკში მუდმივად ვიკვლევთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების საჭიროებებს და მათ სწორედ იმ პროდუქტებსა თუ სერვისებს, იმ არხში ვთავაზობთ, სადაც მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. აღნიშნული შეთავაზება ბიზნესებს, რომლებიც მაღაზიებსა და კვების ობიექტებს ფლობენ, შესაძლებლობას მისცემს Optimo - ს სერვისი მეტი ფასდაკლებით მიიღოს. მისი დახმარებით, ბიზნესები ყოველდღიური რუტინული საქმიანობის წარმართვას ერთ სივრცეში შეძლებენ. ეს მათ პროცესებს კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებს და მეტ კომფორტს სთავაზობს. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების საჭიროებების შესაბამისი შეთავაზებების მიწოდებას“ . - აცხადებენ საქართველოს ბანკში
„4 წლის წინ, ოპტიმოს გუნდში მიზნად დავისახეთ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების მოთხოვნებზე სრულად მორგებული პროგრამის შექმნა. დღესდღეობით კი უკვე ათასობით ასეთ ბიზნესს ვუმარტივებთ სამუშაო პროცესს, თანაც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. გარდა იმისა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ პროგრამის დახვეწასა და განვითარებაზე, ასევე ვცდილობთ, ოპტიმო კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ნებისმიერი კატეგორიისა თუ ზომის ბიზნესისთვის, რაშიც საქართველოს ბანკთან და Mastercard-თან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს“. - აცხადებენ ოპტიმოში.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ Mastercard Business ბარათი, შეგიძლიათ მოითხოვოთ ონლაინ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.