აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
საქართველოს ბანკი მომხმარებლებს საკრედიტო Amex ბარათის კიდევ უფრო მარტივად მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.
ის მომხმარებლები, რომლებიც საქართველოს ბანკის მობილბანკიდან ციფრული Amex ბარათს აიღებენ, ბარათის პირველი წლის მომსახურების საფასურს არ გადაიხდიან.
აღნიშნული შეთავაზება 30 ოქტომბრის ჩათვლით მოქმედებს.
ინფორმაციისთვის, ციფრული Amex-ის აღება მობილბანკიდან სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი. ბარათის მიღების შემდეგ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს მისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო ლიმიტი და ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით. თანხის დარიცხვის თარიღიდან 25 დღის განმავლობაში სრულად დაფარვის შემთხვევაში, გახარჯულ თანხაზე პროცენტი არ დაერიცხება. პირველ წელს, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, თანხის დაბრუნება კი ეფექტური 0%-იდან არის შესაძლებელი.
მობილბანკის Amex-ის სივრცეში მომხმარებელს ასევე შეუძლია აკონტროლოს საკრედიტო ლიმიტი, გამოყენებული და დასაფარი თანხა, ასევე გადახდის ვადები.
Amex-ის მფლობელებს MR ქულების დაგროვებისა და სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. Amex Green და Gold ბარათებს დამატებით სამოგზაურო დაზღვევაც მოჰყვება, რომელიც ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს ფარავს, როგორიცაა ბარგის დაკარგვა და ფრენის გადადება.
Amex ბარათს ძალიან მარტივად და სწრაფად, საქართველოს ბანკის მობილბანკიდან შეუკვეთავთ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.