მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Air Balloon Tbilisi – თბილისის ციდან დანახული ემოცია

news image
mbc image

AirBalloonTbilisi ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უნიკალური ატრაქციაა საქართველოს დედაქალაქში, რომელიც თანაბრად იზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორებს.

საჰაერო ბურთის გონდოლით ფრენისას სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ თბილისის პანორამული ხედებით როგორც დღის, ისე ღამის საათებში. ფრენა საშუალოდ 10 წუთს გრძელდება და დაუვიწყარ ემოციებს სთავაზობს მგზავრებს.

ატრაქცია ეკო-მეგობრულია და ფუნქციონირებს თითქმის სრულიად უხმაუროდ. ბურთის ძირითადი ფუნქციური ელემენტებია ჰელიუმით სავსე უზარმაზარი ბუშტი და გონდოლა, რომელიც ერთდროულად 30 ადამიანს იტევს.

ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბურთი არ ფუნქციონირებს ქარიან ამინდში. სპეციალური მოწყობილობა მუდმივად აკონტროლებს ქარის სიმძლავრესა და პროგნოზს, რათა უზრუნველყოს მაქსიმალური სისწრაფე და სტაბილურობა.

როგორც კომპანიის დირექტორმა, მეა კაპანაძემ Business Insider Georgia-სთან აღნიშნა, კომპანია რეგიონული გაფართოების გეგმაზე მუშაობს და ამ ეტაპზე კვლევის რეჟიმში იმყოფება.

„ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პროცესი დროში გაიწელა, თუმცა საკითხი კვლავ აქტუალურია. იმედი გვაქვს, რომ გლობალურ კონტექსტში არსებული დინამიკა გაფართოების შესაძლებლობას მოგვცემს,“ - აცხადებს მეა კაპანაძე.

მისივე თქმით, მიმდინარე ტურისტული სეზონი მეტ-ნაკლებად არასახარბიელო ამინდებით გამოირჩეოდა:

„წელს ამინდი განსაკუთრებით არახელსაყრელი იყო. რაც შეეხება ტურისტულ ნაკადს, წინა წლებთან შედარებით, მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტის რაოდენობა შემცირებულია. უფრო ფოკუსირებულები ვართ ინდივიდუალურ ვიზიტორებზე. ევროპიდან გვესტუმრებიან სოლო მოგზაურები, ხოლო ძირითადი მომხმარებლები შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ქვეყნებიდან არიან“, - აცხადებს მეა კაპანაძე.

მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში გაიზარდა ინტერესი ინდოეთისა და ჩინეთის ბაზრებიდან:

„თუ ორი წლის წინ არაბული სეგმენტი დომინირებდა, დღეს ინდოეთიდან და პაკისტანიდან ჩამოსული ვიზიტორები უფრო აქტიურობენ“, - ამბობს AirBalloonTbilisi-ს ხელმძღვანელი.

საჰაერო ბურთით ფრენის ფასები განსხვავდება საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელი ვიზიტორებისთვის. კომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის სეზონზე ადგილობრივი მომხმარებლებისთვის ფასები შენარჩუნებულია და გასული წლის დონეზე რჩება.

„ფასები პრაქტიკულად უცვლელია. მცირედი ცვლილება გვაქვს მხოლოდ უცხოელი ვიზიტორებისთვის,“ - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ საჰაერო ბურთი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საჰაერო ტრანსპორტად მიიჩნევა. ფრენის უსაფრთხოდ შესასრულებლად აუცილებელია ქარის სიჩქარე არ აღემატებოდეს 5 მ/წმ-ს და ამინდი უნალექო იყოს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც AirBalloonTbilisi-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე ატრაქციონის სალაროში. შეძენილი ბილეთი მოქმედებს 1 თვის განმავლობაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა