მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0012
flag
AZN 1.5464
-0.0003
flag
CNY 38.817
0.0007
flag
EUR 2.9975
-0.0009
flag
GBP 3.5122
-0.0017
flag
KZT 56.04
-0.0017
flag
TRY 0.0556
-0.0001
flag
USD 2.6285
-0.0005
news banner

Airbnb-ის მოთხოვნა 2026 წლის მეორე კვარტალში მდგრადი დარჩა - თბილისში დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა წლიურად 14%-ით გაიზარდა და 358 ათასს მიაღწია | Galt & Taggart

news image
mbc image

Galt & Taggart-ი ტურიზმის 2026 წლის II კვარტლის შეჯამებას აქვეყნებს.

ვიზიტების დინამიკა | 2026 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 4.5%-ით შემცირდა და 1.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა წლიურად 2.7%-ით შემცირდა და 1.3 მლნ შეადგინა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 11.6%-ით შემცირდა და 0.3 მლნ შეადგინა.

ვიზიტების კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან (-32.4% წ/წ), ინდოეთიდან (-75.8% წ/წ) და მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის თურქეთიდან (-6.9% წ/წ) და სომხეთიდან (-5.0% წ/წ), ვიზიტების რაოდენობის შემცირებამ განაპირობა.

ახლო აღმოსავლეთიდან კლება ირანის კონფლიქტს, ხოლო ინდოეთიდან კლება IndiGo-ს მიერ ფრენების შეჩერებას უკავშირდებოდა. აღნიშნული კლება ნაწილობრივ დააკომპენსირა ვიზიტების ზრდამ ევროკავშირიდან (+19.4% წ/წ), რუსეთიდან (+5.1% წ/წ), უკრაინიდან (+21.3% წ/წ), აზერბაიჯანიდან (+4.7% წ/წ) და ჩინეთიდან (+3.2% წ/წ).

ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 2.7%-ით შემცირდა და 2.7 მლნ შეადგინა. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა თითქმის უცვლელი იყო (+0.1% წ/წ) და 2.3 მლნ შეადგინა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა წლიურად 14.6%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.

ჩვენი მოლოდინით, 2026 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა დაბალი ერთნიშნა ტემპით გაიზრდება. ზრდას ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლის გაუმჯობესება, ახლო აღმოსავლეთიდან სამოგზაურო მოთხოვნის ნორმალიზება და ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა.

შემოსავლები ტურიზმიდან | 2026 წლის II კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ვიზიტების დინამიკის მსგავსად, კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან, კერძოდ, ირანიდან (-65.1% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (-61.9% წ/წ), ასევე თურქეთიდან (-10.9% წ/წ) მიღებული შემოსავლების შემცირებამ განაპირობა. ამასთან, ისრაელიდან ვიზიტების უფრო მკვეთრი კლების მიუხედავად, შემოსავლები წლიურად მხოლოდ 3.0%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირიდან (+12.1% წ/წ), რუსეთიდან (+10.1% წ/წ), უკრაინიდან (+49.8% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+10.3% წ/წ) მიღებული შემოსავლების ზრდამ აღნიშნული კლება ნაწილობრივ დააკომპენსირა.

ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.0%-ით შემცირდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

ამასთან, Galt & Taggart-ის ანგარიშის თანახმად Airbnb-ის მოთხოვნა 2026 წლის მეორე კვარტალში მდგრადი დარჩა. თბილისში დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა წლიურად 14%-ით გაიზარდა და 358 ათასს მიაღწია, ხოლო ბათუმში 7%-ით გაიზარდა და 197 ათასი შეადგინა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

24.07.2026.12:35

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ბიზნესის წამოწყების კიდევ უფრო გასამარტივებლად, დღეიდან, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის ფილიალებში ახალი სერვისით ისარგებლონ და კიდევ უფრო გაიმარტივონ ყოველდღიური საქმიანობა:

• ფიზიკური პირებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ ინდ.მეწარმეებად
• ფიზიკურ პირებს ან ინდ.მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, დაარეგისტრირონ საკუთარი ბიზნესი.

თიბისის ფილიალებში მისული მომხმარებლები, ერთი ვიზიტით, ბიზნესის რეგისტრაციასთან ერთად, ანგარიშის გახსნას და ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტისა თუ მომსახურების აქტივაციასაც შეძლებენ. ეს კი, მომხმარებლებს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს და ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

სიახლით სარგებლობა ნებისმიერ პირს შეუძლია იმის მიუხედავად, არის თუ არა ის თიბისის მომხმარებელი. თუ პირი თიბისის მომხმარებელი ჯერ არ არის, შესაძლებლობა აქვს, ფილიალშივე გახსნას ანგარიში და იმავე ვიზიტის ფარგლებში, დაარეგისტრიროს ბიზნესი.

სერვისი ამ ეტაპზე, თბილისში, თიბისის 20-მდე ფილიალშია ხელმისაწვდომი. უახლოეს მომავალში კი, ბიზნესის რეგისტრაცია უკვე რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი.

ბიზნესის დარეგისტრირების სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ასევე იმ ფილიალების სრული ჩამონათვალის სანახავად, სადაც აღნიშნული სერვისით სარგებლობაა შესაძლებელი, ეწვიეთ ბმულს:  

https://tbcbank.ge/ka/business/registration-at-tbc-branches

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა