„აირჩიე ის, რაც ჩაიფიქრე“ - 24%-მდე ფასდაკლება მეტროპოლის პროექტებში!
საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდმა დეველოპერულმა კომპანია Metropol-მა Black Friday აქცია გამოაცხადა.
30 ნოემბრის ჩათვლით, კომპანია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს
ბინა, აპარტამენტი ან მიწა სუბურბანულ პროექტში წლის ყველაზე დაბალ ფასად — თბილისსა და ბათუმშიმდებარე Metropol-ის პროექტებში.
აქციაში ჩართულა მეტროპოლის ყველა პროექტი:
თბილისი:
• Metropol Kavtaradze
• Metropol Ortachala
• Metropol Lisi
• Metropol Shindisi
ბათუმი:
• metropol Cube
• metropol Oval
• metropol Parallel
Metropol - ის შესახებ:
მეტროპოლი ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე გამორჩეული და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც უძრავი ქონებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშაულებას მიიღოს ის, რაც ჩაიფიქრა - იქნება ეს სახლი თბილისში თუ ზღვისპირას, აპარტამენტი და ინვესტიცია მომავალში, თუ მშვიდი ცხოვრება ქალაქისგან მოშორებით სუბურბანულ პროექტებში. მეტროპოლის მისწრაფებაა, რომ ყველა პროცესი, რაც მომხმარებლისთვის კომპანიასთან არის დაკავშირებული იყოს მაქსიმალურად მის მოთხოვნებზე მორგებული, კომფორტული და სასიამოვნო. კომპანიას ამჟამად აქვს 1 დასრულებული პროექტი ბაგებში, 4 მიმდინარე პროექტი თბილისში და 3 პროექტი ბათუმში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.