მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7228.8
-0.0198
flag
AZN 1.5693
-0.0009
flag
CNY 39.427
-0.0017
flag
EUR 3.1071
-0.0008
flag
GBP 3.591
0.0107
flag
KZT 54.39
-0.004
flag
TRY 0.0581
-0.0001
flag
USD 2.6673
-0.002
news banner

„აკა"- მერსედეს-ბენცი საქართველო BAG-ის წევრი გახდა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) რიგებს კიდევ ერთი მსხვილი და პრესტიჟული კომპანია, მერსედეს-ბენცისა და დაიმლერ თრაქის გენერალური დისტრიბუტორი საქართველოში მერსედეს-ბენცი საქართველო შემოუერთდა. კომპანია, რომელიც 1993 წელს დაარსდა „მერსედეს-ბენცი ჯგუფისა" და სს „დაიმლერ თრაქის" საქართველოში გენერალურ დისტრიბუტორს წარმოადგენს. მერსედეს-ბენცი საქართველო წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გაყიდვების კუთხით პრემიუმ სეგმენტში ლიდერის პოზიცია უჭირავს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს მერსედეს-ბენცის მარკის მსუბუქი, კომერციული, სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების და სპეცტექნიკის რეალიზაციასა და ტექნიკურ მომსახურებას ავტორიზებული პროგრამების და კვალიფიციური სპეციალისტების მეშვეობით.

მერსედეს-ბენცი საქართველო მოქმედებს „მერსედეს-ბენც ჯგუფის" სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების საგარანტიო პირობების დაცვას. კომპანიის პერსონალი მუდმივად გადის სწავლებას გერმანელი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში, რაც უზრუნველყოფს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას. დღეს კომპანიას დასაქმებული ჰყავს 100-ზე მეტი თანამშრომელი.

ახალი თანამედროვე გაფართოებული მერსედეს-ბენცის სერვის ცენტრი და საგამოფენო დარბაზი, რომელიც 2018 წლის დეკემბრის თვეში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, კომპანიისთვის ნიშნავს ახალ წარმატებას, ახალ დასაქმებულებს, გაზრდილ სიმძლავრეებს და საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფილ მომსახურებას. ამავდროულად, სერვის ცენტრი სრულიად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით. კომპანია არსებული პოზიციების შენარჩუნებასა და სამომავლო წარმატებას პირდაპირ უკავშირებს კიდევ უფრო მეტი კმაყოფილი მომხმარებლის მოზიდვას, რაც განპირობებული იქნება სხვადასხვა სიახლეების დანერგვით.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას პრემიუმ ავტოსეგმენტის ერთ-ერთი ლიდერი მერსედეს-ბენცი საქართველო შემოუერთდა. კომპანია, რომელსაც აქვს ბაზარზე ოპერირების 30 წელზე მეტი წარმატებული ისტორია, წარმოადგენს გერმანული ხარისხისა და თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა სტანდარტების საუკეთესო მაგალითს. დარწმუნებული ვართ, რომ მერსედეს-ბენცი საქართველოს გამოცდილება და მაღალი კორპორაციული კულტურა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობასა და ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესში. ჩვენ აქტიურად დავუჭერთ მხარს მათ სამომავლო ინიციატივებსა და სიახლეების დანერგვის პროცესს" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალი პროდუქტები, გაფართოებული ქსელი და მეტი ხელმისაწვდომობა - როგორ ხვდება Mini Melts ზაფხულის სეზონს

02.06.2026.14:00

Minimelts პირველი ნანო-ნაყინია საქართველოში, რომელიც თხევადი აზოტის ტექნოლოგიით მზადდება. Minimelts-ის მთავარი ბუღალტერი, ქეთო კახიძე Business Insider Georgia-სთან კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

რა სიახლეებით ხვდება Mini Melts ახალ სეზონს - თუ დაემატა ახალი გემოები, ან ლოკაციები?

Mini Melts ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება. ჩვენს ასორტიმენტს დაემატა ახალი პლომბირის ნაყინები, რომელთა დაგემოვნებაც ბათუმში, კაფე Mini Melts-ში (ჰ. აბაშიძის N60) არის შესაძლებელი. ამასთან, მუდმივად ვზრუნავთ, რომ ჩვენი ნაყინი მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, დღეს უკვე წარმოდგენილი ვართ ისეთ ლოკაციებზე, როგორიცაა „სითი მოლი“, „გალერეა თბილისი“, „ვაკის პარკი“, „თბილისი მოლი“ და სხვა მრავალი.

ზაფხულის სეზონი ნაყინის ბიზნესისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია - როგორია მომხმარებლის მოთხოვნა წელს და რა ტენდენციებს ხედავთ?

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებელია. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებს ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებულ, უმაღლესი ხარისხის ნაყინს ვთავაზობთ და ვცდილობთ, ჩვენი პროდუქციის გაცნობა და დაგემოვნება მათთვის სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ.

დღეს მომხმარებელთა ქცევასა და არჩევანზე სოციალურ მედიას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, როგორც პროდუქციის სწორად წარმოჩენას, ისე მომხმარებლების უკუკავშირსა და შეფასებებს. ამასთან, შევნიშნეთ მზარდი მოთხოვნა ხელმისაწვდომ ლოკაციებზე, რის გამოც აქტიურად ვმუშაობთ გაფართოებაზე, რათა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს Mini Melts-ის ნაყინის დაგემოვნების შესაძლებლობა.

გასულ პერიოდში საუბრობდით ქსელურ მარკეტებში შესვლის გეგმაზე - რა ეტაპზეა ეს პროცესი და რამდენად მნიშვნელოვანია რითეილ მიმართულება კომპანიისთვის?

რითეილ მიმართულების განვითარებაზე ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა, რის შედეგადაც პროდუქცია დღეს უკვე „სმარტის“, „ვეი-მარტისა“ და „ევროპროდუქტის“ ფილიალებშია წარმოდგენილი. ამ ეტაპზეც აქტიურად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვა ქსელურ მარკეტებთან. რითეილ სექტორი მომხმარებლამდე პროდუქტის მიტანისა და გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არხია. რაც უფრო ხელმისაწვდომი ხდება პროდუქტი, მით უფრო იზრდება მისი ცნობადობა და მოთხოვნა, რაც კომპანიის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორია კომპანიის განვითარების გეგმები მიმდინარე სეზონსა და წლის ბოლომდე, რა მიმართულებებზე გააკეთებთ ძირითად აქცენტს?

კომპანიის მიმდინარე მიზანია ბრენდის ცნობადობის ზრდა და პროდუქტის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალი ლოკაციებისა და პარტნიორი ობიექტების მოძიებას, ასევე ქსელური მარკეტების გაფართოებას. მთავარი აქცენტი კეთდება ხარისხის შენარჩუნებაზე, ახალი პროდუქტების დანერგვასა და მომხმარებლისთვის კომფორტული გამოცდილების შექმნაზე - რათა მათ შეძლონ Mini Melts-ის ნაყინის შეძენა იქ, სადაც სურთ და როცა სურთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა