ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
„ჯერ გამოცდილება, შემდეგ სწავლა“ - ასეთია პრინციპი, რომელსაც „თეგეტა აკადემიის“ სრულიად ახალი საგანმანათლებლო პროექტი ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა ეფუძნება. ეს არის ავტოინჟინერიის კურსი 12-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, საწარმოო გარემოში, გლობალურ ბრენდებთან ერთად, აღმოაჩინონ, თუ როგორ მუშაობს ავტომობილი და ინჟინერიის სამყარო. კურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
„თეგეტა აკადემიას“ ინოვაციური პროექტი არ გულისხმობს ტრადიციულ სასკოლო გაკვეთილებს ან ლექციებს. საპილოტე პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები ჯერ პრაქტიკაში ტესტავენ მექანიზმებს, ხოლო შემდგომ მათი მუშაობის პრინციპებს თეორიულად სწავლობენ.

ირინა წეროძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „პროგრამა ბავშვების რეალურ ინტერესზეა აგებული. ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობენ ბავშვები, რომლებსაც უყვართ ლეგოს აწყობა, ველოსიპედის დაშლა-აწყობა, ხელსაწყოებით მუშაობა, დიდი მანქანები და ზოგადად ავტომობილები. 12–14 წლის მოზარდებში ეს ინტერესი საკმაოდ განვითარებულია.
თუმცა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა პროფესიული კურსები, სადაც ბავშვები საინჟინრო მიმართულებით საკუთარი ინტერესების შესაბამის ცოდნას მიიღებდნენ. სწორედ ამიტომ შევქმენით საშაბათო სკოლა. აქ ბავშვები ტექნიკურ გარემოში, უშუალოდ პროფესიონალებისგან შეიტყობენ ძრავის, სავალი ნაწილისა და სპეცტექნიკის შესახებ. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფს, ამ ასაკის ბავშვები უფრო მოწიფულები არიან და უკვე მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი აქვთ ტექნიკური თუ ჰუმანიტარული ინტერესები“.
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლის საპილოტე სემესტრი 9 შაბათს, ჯამში 27 საათს, მოიცავს. პროგრამა მრავალფეროვან მოდულებად არის დაყოფილი:
გარდა ამისა, ყოველ შეხვედრაზე გაიმართება თამაში „სიტყვების ავტოფარეხი“, რომლის ფარგლებშიც მოზარდები ავტონაწილების ქართულ ტერმინოლოგიას შეისწავლიან, რაც ტექნიკური ენის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ლაშა ჯუღელი, „ექსელენს ჰაბის“ დირექტორი: „ადრეულ ასაკში ავტოინჟინერიისადმი ინტერესის გაღვივება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ტექნიკურ პროფესიებზე მოთხოვნა ბაზარზე მუდმივად იზრდება. ამ პროგრამით ბავშვებს ვაძლევთ უსაფრთხო ტესტ-დრაივის შესაძლებლობას, რათა თავად აღმოაჩინონ თავიანთი ინტერესები მომავალი პროფესიის არჩევამდე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წმინდა ტექნიკური ცოდნის გარდა, პროცესში ბავშვებს უვითარდებათ გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის (Troubleshooting) უნარ-ჩვევები.
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა STEM-მიმართულების პროგრამაა, თუმცა მშობლებისთვის ნაცნობ კოდირებისა და რობოტიკის წრეებს არ ჰგავს. ის ფაქტი, რომ საშაბათო სკოლის მონაწილეები პირისპირ ხვდებიან მსოფლიო წამყვანი ბრენდების ტექნიკასა და სპეციალისტებს, მათთვის უდიდესი მოტივაციაა. პროგრამის უნიკალურობა ისაა, რომ ბავშვები გაიცნობენ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Porsche, Toyota, Volvo, JCB და MAN, და სერვისცენტრებში საკუთარი თვალით ნახავენ სამუშაო პროცესს. ეს არ არის კლასში გავლილი თეორიული კურსი. ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ხდება „თეგეტას“ უნიკალური სივრცეები და ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, ეს მათთვის განსაკუთრებული გამოცდილება იქნება“.
კურსის მონაწილეებს „თეგეტა აკადემიის“ ტრენერები, Top Master-ები და ტექნიკური ექსპერტები ასწავლიან.
„აკადემიის გამოცდილი ტრენერები, რომლებიც ზრდასრულებსაც ამზადებენ, თავად მონაწილეობდნენ ყველა მოდულის შემუშავებაში. ამ ასაკობრივ ჯგუფთან სამუშაოდ მათ სპეციალური ტრენინგი გაიარეს. გარდა ამისა, თითოეულ სერვისცენტრში ბავშვებთან პრაქტიკოსი სპეციალისტებიც იმუშავებენ“, - აღნიშნავს ირინა წეროძე.
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლაში რეგისტრაცია 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სწავლა კი „თეგეტა აკადემიაში“ 24 ოქტომბერს დაიწყება. პროგრამის ბოლოს, მონაწილეები ბრენდირებულ Tegeta Young Engineer Passport-ს მიიღებენ, რაც დაადასტურებს, რომ მოზარდმა საშაბათო სკოლა გაიარა.
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
სხვა სიახლეები
მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო
17.11.2026.12:43
საქართველოს ბანკში ფულადი გზავნილების მიღება კიდევ უფრო მომგებიანია. 29 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მობილბანკით მიიღონ და გაანაღდონ ფულადი გზავნილები, ჩაერთონ გათამაშებაში და მოიგონ როგორც ყოველდღიური, ყოველკვირეული ფულადი პრიზები, ისე სუპერპრიზი - 10,000 ლარი.
თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ, გაუგზავნეთ გზავნილი საკუთარ თავს გზავნილების პუნქტიდან, გაანაღდეთ თანხა მობილბანკით ან ინტერნეტბანკით და მიიღეთ შანსი მოხვდეთ გამარჯვებულებს შორის.
კამპანიის ფარგლებში, ყოველდღიურად ყოველი მე-1000 მომხმარებელი 300 ლარი მიიღებს. ამასთან, ყოველ კვირას 1,000 ლარს მიიღებს ის მომხმარებელი, რომელიც კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი რაოდენობის გზავნილს გაანაღდებს. გათამაშების დასრულების შემდეგ კი სამი მომხმარებელი სუპერპრიზს - 10,000 ლარს მიიღებს.
გამარჯვებულები სამი განსხვავებული კრიტერიუმით გამოვლინდებიან. პრიზები გადაეცემა მომხმარებლებს, რომლებიც:
● ყველაზე დიდი მოცულობის თანხის გზავნილს მიიღებენ;
● ყველაზე მეტი რაოდენობის გზავნილს გაანაღდებენ;
● ყველაზე დიდი მოცულობის თანხას საკუთარ თავთან გზავნილის სახით გაანაღდებს.
გათამაშებაში მონაწილეობს MoneyGram-ის, Western Union-ის, RIA-ს, Inter Express-ისა და Ricogram-ის ფულადი გზავნილები. პრიზების მისაღებად საჭიროა, მომხმარებელმა მობილბანკის საშუალებით მინიმუმ 300 ლარის, 300 ევროს ან 300 აშშ დოლარის ოდენობის გზავნილი გაანაღდოს.
ასე რომ, მიიღეთ ფულადი გზავნილი, ჩაერთეთ გათამაშებაში და მიიღეთ 10,000 ლარის მოგების შანსი!
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.