მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ახალგაზრდა ლიდერების I ფორუმი ევროკავშირი და საქართველო - კანდიდატის სტატუსის მოლოდინში

news image
mbc image

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და ეკონომიკური ფორუმი იწვევს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  სტუდენტებს (ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები) ახალგაზრდა ლიდერების პირველ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული ყველაზე აქტუალური საკითხების შეფასება და განხილვა.

ფორუმში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ: განაცხადი One Pager - ის სახით, რომელშიც მოცემული უნდა იყოს ფორუმზე განსახილველი თემის სათაური, დასახელებული საკითხის აქტუალობა, მიზნები, ამოცანები, განხორციელების გზები, მოსალოდნელი შედეგები და წინასწარ დაფიქსირებული უნდა იყოს, თუ რომელი პანელისთვის არის განკუთვნილი თემის წარდგენა.

წარმოდგენილ განაცხადებს განიხილავს და წარმატებულ პანელისტებს გამოავლენს ფორუმის მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც არიან სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები. მრჩეველთა საბჭოს მიერ გამოვლენილი 10 მონაწილე შეირჩევა ორი პანელის სპიკერად და მათი საკვლევი თემები დაიბეჭდება ფორუმისათვის განკუთვნილ სპეციალურ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემაში. პანელური დისკუსიებისათვის შერჩეულ მონაწილეთათვის დამატებით ჩატარდება სამუშაო შეხვედრა/სემინარი.

 

შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ შემდეგ პანელურ დისკუსიებში:

  • ევროკავშირი და საქართველო: კანდიდატის სტატუსის მოლოდინში
  • ევროკავშირის პერსპექტივა: 2030 წელს ახალი წევრების მისაღებად მზადება

 

გარდა ამისა, ორი საუკეთესო მომხსენებელი მონაწილეობას მიიღებს პოლონეთში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში და დაესწრება „ადგილობრივი მმართველობების მე-9 ევროპულ კონგრესს“, რომელიც გაიმართება მიკოლაიკში, 2024 წლის 6-7 მარტს.

 

მონაწილეები: საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@businessinsider.ge

ვადები: განაცხადების მიღება იწარმოებს 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით

საკონტაქტო პირი: სალომე ლიპარტელიანი | + 995 598 53 55 57

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა