მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერების ამაღლების მიზნით, “ფულის გლობალური კვირეული” იმართება

news image
mbc image

ფულის გლობალური კვირეული დაიწყო. ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 170-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და ფინანსური ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. კვირეული 2012 წლიდან იმართება,ხოლო 2014 წლიდან მასში საქართველოცაა ჩართული. პროექტი საქართველოში ეროვნული ბანკის კოორდინირებით ხორციელდება, საქართველოს ბანკი კი ღონისძიებაში წელსაც მონაწილეობს.

საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს, ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისადმი ინტერესის გაღრმავებას და ეკონომიკის საბაზისო პრინციპებისადმი ცნობიერების ამაღლებას. ამ მიზნით კი ფინანსური ინსტიტუტი არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, ბანკის მიერ მოსწავლეებისთვის შექმნილი აპლიკაცია sCoolApp-ი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ფინანსურ განათლებას. ასევე, USAID და PH International-თან თანამშრომლობით შექმნილი პროგრამა „ფინანსური განათლება სკოლებში“, ორგანიზაციაGELi-ს ინიციატივით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ორგანიზებული ეკონომიკის ოლიმპიადა, King’s-ის ოლიმპიადა ფინანსურ განათლებაზე და ბლოგების სერია, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.

და მაინც — რა არის ფულის გლობალური კვირეული?

სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები ფინანსური კეთილდღეობისთვის

ფულის გლობალური კვირეულის ორგანიზატორი ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელია (OECD/INFE). პროექტის მთავარი სამიზნე აუდიტორია კი მოზარდები და ახალგაზრდები არიან, მისი მისია ბენეფიციარებისთვის ფინანსური განათლების მიწოდება და მათში შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია, ეს უნარები, დამოკიდებულებები და ქცევები ადრეული ასაკიდანვე გამომუშავდეს, რათა მომავალში ადამიანებმა სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღონ.

ფულის გლობალური კვირეულის სლოგანია „ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე“. ეს ფრაზა თავდაპირველად 2017 წლის ღონისძიებისთვის იყო განკუთვნილი, მოგვიანებით კი მთელ პროექტზე განზოგადდა. ის კვირეულის მისიას ზედმიწევნით გადმოსცემს: რომ მოზარდებმა არა მხოლოდ ფულთან ურთიერთობა ისწავლონ, არამედ საკუთარი მომავლისთვის ფინანსების დაზოგვა და გამომუშავებაც შეძლონ. ამ მიზნით, ყველა ქვეყანაში მონაწილე ორგანიზაციები გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა პროექტს.

გასულ წელს საქართველოდან კვირეულში 120 ორგანიზაცია ჩაერთო, პირდაპირი ბენეფიციარების რაოდენობამ კი 3 500 მოზარდი და 300 ზრდასრული შეადგინა. ჯამში პროექტის წვდომამ ქვეყნის მასშტაბით 1,5 მილიონს მიაღწია, მსოფლიოში კი ეს რიცხვი 120 მილიონია.

ფულის გლობალური კვირეული 2024

წლევანდელი კვირეულის თემაა „დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი“. წელს პროექტი მიზნად ისახავს, აამაღლოს ცნობიერება პირადი ფინანსების მართვის პასუხისმგებლობაზე და პოტენციურ საფრთხეებზე.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის კვირეულის მთავარი საკითხებია: ფულის უსაფრთხო მართვა, პირადი ფინანსებისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა, ინფორმირებულობა, კიბერ-საფრთხეები, მონაცემთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული რისკები და ფინანსური თაღლითობა. ამ თემებზე ახალგაზრდებისთვის სათანადო ცოდნის მიწოდება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე ხშირად მოიხმარენ ციფრულ სერვისებს და დიდია ალბათობა, რომ თაღლითობის სამიზნე გახდნენ.

წლევანდელი კვირეული 18 მარტიდან 24 მარტამდე იმართება.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა